ევროპა პოპულარული საზამთრო მიმართულებებით ცნობილია. აქ ამერიკელებიც ხშირად დადიან სასრიალოდ, რადგანაც ამერიკის ქვეყნებთან შედარებით, ბევრად ბიუჯეტურია. სრიალით რომც არ იყოთ დაკავებული, ეს 17 ჯადოსნური მიმართულება მაინც დაუვიწყარ მოგონებებს შეგიქმნით, გატარებულს ულამაზეს ბუნებაში.
ანესი, საფრანგეთი/Annecy
საფრანგეთში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქად მიჩნეული ანესი ყველა ტიპის მოგზაურს ასიამოვნებს. ის ახლოსაა ბევრ ფრანგულ სასრიალო კურორტთან და საზაფხულო ლაშქრობისთვისაც იდეალური მიმართულებაა. გაისეირნეთ ტბა ანესის ნაპირებზე და საფეხმავლო ქალაქსი ცენტრში.
კრანი, გერმანია/Krün
გერმანია თითქმის არავის მოსდის თავში, როდესაც ალპებს ახსენებენ, მაგრამ ბავარია სწორედ ამ შესანიშნავი მთების გულშია. კრანი კი საუკეთესო მიმართულებაა, სადაც ბევრი სალაშქრო ბილიკი დაგხვდებათ.
ლა ტუილი, იტალია/La Thuile
მშვიდი ქალაქი ლა ტუილი აოსტას ველზე მდებარეობს, ქვეყნის ჩრდილოეთით, საფრანგეთის საზღვართან. ამიტომაც, აქ ორივე ენაზე საუბრობენ, იტალიურად და ფრანგულად.
ლოტერბრუნენი, შვეიცარია/Lauterbrunnen
შვეიცარია ცნობილია ისეთი ქალაქებით, როგორებიცაა მატერჰორნი და ზერმატი. მაგრამ, ლოტერბრუნენი პატარა მთიანი ქალაქია, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ.
კორტინა დამპეზო, იტალია/Cortina d’Ampezzo
დოლომიტები იტალიის ყველაზე ცნობილი მთებია და მათი უნიკალურობის გამო იუნესკოს დაცული ტერიტორიების სტატუსიც კი მიენიჭა. თუ მისი საოცრებების გამოკვლევა გსურთ, ეწვიეთ კორტინა დამპეზოს.
ჩამბერი, საფრანგეთი/Chambéry
მორიგ ფრანგულ ალპურ სოფელ ჩამბერს მცირე დოზით ყველაფერი აქვს. ის პატარა და ფეხის მოსავლელი მშვიდი სამოთხეა, ზამთარში თოვლით, ზაფხულში სიმწვანით.
ბრასოვი, რუმინეთი
ტრანსილვანიაში, კარპატების მთებში მდებარე ბრასოვი ვიზიტორებს ისეთ შთაბეჭდილებას უქმნის, თითქოს ავსტრიის, საფრანგეთის ან შვეიცარიის მთებში არიან.
ნიონსი, საფრანგეთი/Nyons
პატარა ქალაქი ნიონსი საფრანგეთის დიდი ქალაქებიდან შორსაა, თუმცა მონახულებად ნამდვილად ღირს. მას “მზის ქალაქს” უწოდებენ, რადგანაც თითქმის არ არსებობს წელიწადში დღე, როდესაც აქ მზე ცოტა ხნით მაინც არ გამოანათებს. აქ ბევრი საყვარელი კაფე და ალპების პატარა მწვერვალებისკენ მიმავალი გზებია.
გიმელვალდი, შვეიცარია/Gimmelwald
შვეიცარიის დედაქალაქიდან, ბერნიდან არც ისე შორს, შვეიცარიული ალპების ეს იდილიური ქალაქი მდებარეობს. ცენტრი მთლიანად თავისუფალია საავტომობილო მოძრაობისგან და სრულ რელაქსაციას გპირდებათ.
კითზბუჰელი, ავსტრია/Kitzbuhel
უზარმაზარი სამთო ქალაქის, ინსბრუკის აღმოსავლეთით მდებარე კითზბუჰელი მოთხილამურეების ფავორიტი ადგილია. თუმცა, თუ არ სრიალებთ, აქ მაინც მშვენიერ ზამთრის არდადეგებს გაატარებთ.
პრაგსი, იტალია/Prags
ტიროლის სამხრეთით, მთიან რეგიონში, ზედ იტალიის საზღვარზე მდებარეობს პატარა ქალაქი პრაგსი. ის ახლოსაა ბოლზანოსთან და მის ტბასთან.
გერმიშ-პარტენკირჰენი, გერმანია/Garmisch-Partenkirchen
ეს გერმანიის ტოპ სამთო მიმართულებაა, ქვეყნის უმაღლეს წერტილთან, ზუგშპითსესთან ახლოს.
ვადუზი, ლიხტენშტაინი
მოგზაურები ხშირად არ ირჩევენ ლიხტენშტაინს, მაგრამ ეს ქვეყანა ფარული მარგალიტია მათთვის, ვისაც მთები უყვარს. პატარა ქალაქ ვადუზიდან ბევრი სალაშქრო ბილიკია გაყვანილი.
ინსბრუკი, ავსტრია
ავსტრიის სიდიდით რიგით მეხუთე ქალაქი ულამაზესი მთების გარემოცვაში მდებარეობს. ინსბრუკი პოპულარულია მოსრიალეებში, მოლაშქრეებში და სამთო ველომრბოლელებში. თუ სპორტი არ გიყვართ, ისარგებლეთ ფუნიკულიორით და დატკბით ბუნებით.
გჯიროკასტერი, ალბანეთი/Gjirokaster
ალბანეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ზღაპრულ მდელოებს მოგაგონებთ. მისი ცნობილი ციხესიმაგრე აუცილებლად უნდა მოინახულოთ.
კალამბაკა, საბერძნეთი/Kalambaka
საბერძნეთი ცნობილია კუნძულებით და სანაპიროებით, მაგრამ არც მთები უნდა გამოგრჩეთ. კალამბაკა მეტეორას რეგიონში მდებარეობს და ბილიკებს სასტუმროებიდან და გესთჰაუსებიდან ადვილად მიაკვლევთ.
ალბარაჩინი, ესპანეთი/Albarracín
ესპანეთის ცენტრში მდებარე ალბარაჩანი უნიკალური მავრიტანულ არქიტექტურას წარმოგვიდგენს. არ გამოგრჩეთ მისი შთამბეჭდავი ციხესიმაგრე.