პატარა ქვეყანა ლიხტენშტაინი შვეიცარიასა და ავსტრიას შორის მდებარეობს და ულამაზესი ალპური ლანდშაფტით გამოირჩევა ევროპაში. ბრწყინვალე ეკონომიკის და ინდუსტრიალიზაციის წყალობით, ლიხტენშტაინი პოპულარული სამოგზაურო მიმართულებაა. აქ ბევრი სალაშქრო ბილიკი და ზამთრის აქტივობებისთვის შესაფერისი გარემოა. ჩვენ აქ სანახავ ღირსშესანიშნაობებს გირჩევთ.

1. ლიხტენშტაინის დედაქალაქი: ვადუზი

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დედაქალაქი, ამავდროულად ყველაზე პატარაა. ტურისტული საინფორმაციო ცენტრი ყველა საჭირო ინფორმაციას მოგაწვდით. დაათვალიერეთ ქალაქის ისტორიული ნაწილი თავისი ძეგლებით: პარლამენტის შენობა, მერია, ნეო-გოთიკური ფლორინის კათედრალი და ვადუზის ციხესიმაგრე.

2. ლიხტენშტაინის სამეფო კოლექცია

ქვეყნის მდიდრული სამეფო მემკვიდრეობის გათვალისწინებით, აქ აუცილებლად უნდა იხილოთ ძვირფასი სამეფო ატრიბუტიკა. სამეფო ოჯახის უძველესი პირადი კოლექციების და გასაოცარი ხელოვნების ნიმუშების მონახულებას დღის პირველ ნახევარში გირჩევთ, რადგანაც შუადღეს როგორც წესი ხალხითაა გადატვირთული.

მისამართი: Städtle 37

3. ლიხტენშტაინის მუზეუმი

ვადუზში მდებარე ლიხტენშტაინის მუზეუმი თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს აერთიანებს. თუმცა აქ მე-19 საუკუნის შემოქმედებასაც იხილავთ. შეგიძლიათ აიღოთ ინგლისურენოვანი ტური და დასხდეთ მყუდრო კაფეში.

მისამართი: Städtle 37, FL-9490 Vaduz, Liechtenstein

4. გუტენბერგის ციხესიმაგრე

შუასაუკუნეების ეს ბრწყინვალედ შემონახული ციხესიმაგრე ქალაქს მთიდან გადმოჰყურებს. აქ ბევრი არქეოლოგიური გათხრის პროცედურაა ჩატარებული. ხშირად ტარდება ფესტივალები, კონცერტები და თეატრალური წარმოდგენები. ციხე მთელი წელი ღიაა და ვიზიტი უფასოა.

მისამართი: Fürstenstrasse 50

5. ლიხტენშტაინის ეროვნული მუზეუმი

ვადუზის ამ მორიგ მუზეუმს 1788 წელს ვოლფგანგ გოეთეც ეწვია. აქ ქვეყნის ადრეული ისტორიის შესახებ იხილავთ გამოფენებს. მათ შორის იარაღის ნიმუშებს.

მისამართი: Städtle 43, 9490 Vaduz, Liechtenstein

6. ქალაქები: ნენდელნი და ეშენი

ეს ორი პატარა ქალაქი ამ ქვეყანაში აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ნენდელნი ცნობილია ძველი რომაული ვილებით და უძველესი ხელნაკეთი ნივთების სახელოსნოთი. აქ ამზადებდნენ ქვის ჭურჭელს და ტრადიციულ კრამიტის ღუმელებს. აქ შეგიძლიათ ბუნებაში ისეირნოთ და ულამაზესი ხედებით დატკბეთ.

7. ქალაქი შაანი

ეს ქალაქი ვადუზიდან სამ კილომეტრში მდებარეობს და ის პატარა ინდუსტრიული დასახლებაა ძველი კოშკურით. ლიხტენშტაინის ერთ-ერთ უძველეს ქალაქში კალკულატორის და საბეჭდი მანქანების მუზეუმს იხილავთ. მისი უნიკალური კოლექცია 250 ანტიკურ საბეჭდ მანქანას აერთიანებს, ასევე მსოფლიოს ყველაზე პატარა მექანიკურ კალკულატორს. თუ აქ ზაფხულში, ლიხტენშტაინის ფესტივალზე მოხვდებით, კარგი მუსიკით, გართობით და საკვებით დატკბებით.

8. სოფელი ტრისენბერგი

ეს ლიხტენშტაინის უდიდესი მუნიციპალიტეტია, რომელიც ბრწყინვალე ლოკაციაზე მდებარეობს, ალპურ მდელოზე, ვადუზიდან 6 კილომეტრში. აქ ულამაზესი ლანდშაფტი და ბევრი დასარჩენი ადგილია.

9. ისტორიული ეშნერბერგის ბილიკი

მშვიდი სოფლებისა და დასახლებების გამო, ლიხტენშტაინი ფეხით მოსიარულეთა და მოლაშქრეთა სამოთხეა. აქ ბევრი ბუნების ენთუზიასტი ჩამოდის. ბევრ გამორჩეულ ბილიკს შორის, Eschnerberg Trail ყველაზე ისტორიულია. ეს 15 კილომეტრიანი გზა ორ ქალაქს: ბენდერნს და შელენბერგს აერთიანებს.

10. კურორტი მალბურნი

ლიხტენშტაინის ერთადერთი ზამთრის კურორტი, პატარა ქალაქი მალბურნი ზამთრის სპორტის მოყვარულებს ძალიან უყვართ. აქ ალპების სხვა კურორტებისგან განსხვავებით, ყველაზე გრძელი სეზონია და ყველა დონის მოთხილამურეს თუ სნოუბორდისტს ასიამოვნებს.

11. შელენბერგის ციხე

ლიხტენშტაინში ბევრი ლამაზი ციხეა, მაგრამ თუ არჩევანში შეზღუდული ხართ, Schellenberg-ს მონახულებას ნამდვილად არ ინანებთ. აქ ორ უდიდეს ნანგრევებს იხილავთ. ისინი მე-12 საუკუნით თარიღდებიან.