მართალია ქვეყნის საერთაშორისო ტურისტების უმრავლესობა ბალიზე მიემართება, მაგრამ ინდონეზია მეტია ვიდრე უბრალოდ ეს კუნძული. ერთ დღეს მოინახულებთ თანამედროვე ქალაქის ცათამბჯენებს, მეორე დღეს ახვალთ ვულკანის მწვერვალებზე, მესამე დღეს კი ტროპიკულ ჯუნგლებში იმოგზაურებთ. ჩვენ ინდონეზიის ტოპ ადგილებს გირჩევთ.
ჯაკარტა
ინდონეზიის დედაქალაქში 11 მილიონზე მეტი მაცხოვრებელია. ეს ქაოტური ქალაქი სავსეა ქვეყნის საუკეთესო რესტორნებით, ღამის კლუბებით და მუზეუმებით. ეწვიეთ ისტორიის მუზეუმს, კლასიკური და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს. ქალაქი კულტურისა და სამზარეულოს მხრივ საკმაოდ კონტრასტულია. ჯაკარტას ტოპ ღირსშესანიშნაობებთან უფასო ავტობუსები დადიან.

ტანჯუნგ პუტინგის ეროვნული პარკი, ბორნეო
თუ ორანგუტანგების ხილვა გსურთ, ბორნეოს კუნძული ის ადგილია დედამიწაზე, სადაც მათი უმრავლესობა სახლობს. ეწვიეთ კუნძულის ეროვნულ პარკს, სანაპირო ტროპიკულ ტყეს.

რაჯა ამპატი, დასავლეთ პაპუა
ინდონეზიის ეს მიმართულება იდეალურია სნორკელინგისა და დაივინგისთვის. ერთ დროს მას მხოლოდ მყვინთავები სტუმრობდნენ, მაგრამ ახლა ცნობილია როგორც საკურორტო მიმართულება. აქ მწვანე კუნძულები, ჯუნგლები, ლაგუნები და თბილი გამჭვირვალე ზღვაა, დედამიწაზე უდიდესი წყალქვეშა ბიომრავალფეროვნებით.

კერინჩის ველი, სუმატრა
სამხრეთ აზიის ყველაზე მაღალი ვულკანი, კერინჩი, ზღვის დონიდან 3805 მ-ზე მდებარეობს და ინდონეზიის ერთ-ერთი ტოპ ადგილია სათავგადასავლო მოგზაურობისთვის. შეგიძლიათ ახვიდეთ მასზე, იცურაოთ ჩანჩქერში ან აიაროთ ჯუნგლებში. გიდის გარეშე მისი დალაშქვრა არალეგალურია.

კომოდოს ეროვნული პარკი, ნუსა ტენგარა
კომოდოს ეროვნული პარკი ყოველწლიურად ათასობით ვიზიტორს იზიდავს. ისინი მას ნავის ტურებით ათვალიერებენ ლომბოკიდან ფლორესში; მის სანაპიროებზე კი ჩერდებიან.

რობოდური და იოგიაკარტა, ჯავა
პერუს აქვს მაჩუ პიჩუ, ინდონეზიას კი ბორობუდური. ეს საყდარი მე-9 საუკუნით თარიღდება და მსოფლიოს უდიდესი ბუდისტური სტრუქტურაა. რელიეფები წარმოგვიდგენენ ბუდისტურ ლეგენდებს და სცენებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. ეს კოლოსალური იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი კულტურული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს დატვირთვას იძენს.

გილის კუნძულები, ლომბოკი
გილის კუნძულები ყველა ტიპის მოგზაურებს იზიდავთ. აქ კრისტალივით სუფთა წყალი, თეთრი ქვიშის სანაპიროები, რესტორნები და სანაპირო ბარებია. ყველაზე დიდი და განვითარებული კუნძულებია გილი ტრავანგანი და გილი თი. ყველაზე პატარაა გილი მენო.

უბუდი, ბალი
ბალის გამორჩეული ქალაქი უბუდი გამოირჩევა ბრინჯის ტერასებით, საყდრებით, ჰარმონიული ბუნებით და გამაჯანსაღებელი პროცედურებით.

ბრომო-ტენგერი-სემერუს ეროვნული პარკი, ჯავა
ეს პარკი 5 ვულკანს აერთიანებს გვერდიგვერდ. მისი მწვერვალები თითქოს ღრუბლებიდან არიან ამოზრდილნი. გადმოსახედ მტაზე ასასვლელად დარეგისტრირებაა საჭირო, რადგანაც დღეში 600 კაცია დაშვებული. ზევიდან იშლება ხედი კრატერებზე და ვულკანებზე.

ტანა ტორაჯა, სულავესი
უნიკალურია ინდონეზიის ეს დასახლება დეკორაციული სახლებით და სპეციფიკური რიტუალებით. ადგილობრივები თავს კომფორტულად გრძნობენ მათი ტრადიციების სტუმრებისთვის გაზიარებისას. შეგიძლიათ დაიქირაოთ გიდი მანქანით.

ლაბუან ბაჯო, ფლორესი
ლაბუან ბაჯო ინდონეზიის მორიგი სამოთხისებრი სანაპიროების მქონე კურორტია. აქ ბევრ გესთჰაუსს და სასტუმროს აქვს მოტოციკლეტის და სკუტერის გაქირავების სერვისი და შეგიძლიათ ისარგებლოთ.

კუტა, ლომბოკი
ლომბოკში მდებარე კუტა ინდონეზიის მთავარი სერფინგის მიმართულებაა. ნაკლებად დატვირთულია ნოემბრიდან მარტამდე.

ბანდუნგი, ჯავა
ბანდუნგში ბევრი მუზეუმი, საოცარი არქიტექტურა და შთამბეჭდავი სამზარეულო კულტურაა. დააგემოვნეთ კლასიკური ინდონეზიური კერძები, მაალითად გადო გადო, სატე და ნასი გორენგი.











