🇯🇵იაპონური კულტურა ბევრი მოგზაურისთვისაა მიმზიდველი და მის შესახებ ინფორმაცია მუდამ ამოუწურავია. ის მისტიკის და მრავალფეროვნების მიწაა, ცოცხალი კულტურით. იაპონიაში მოგზაურობისას არ მოგეთხოვებათ ყველაფრის ცოდნა, მაგრამ ადგილობრივი ეტიკეტის საბაზისო წესებში გარკვევა თქვენს მოგზაურობას სარელაქსაციოს და სასიამოვნოდს გახდის.

შეხვედრა და მისალმება

🎀იაპონელი ხალხი პუნქტუალურია და ხშირად ადრეც მიდიან ყველგან. ამიტომაც, ეცადეთ არ დაიგვიანოთ გიდებთან, შეკვეთილ ტაქსისთან ან დაჯავშნილ რესტორანში. თავის დახრა სტანდარტული მისალმებაა, მაგრამ არაა საჭირო რამე დიდი ჟესტის გაკეთება, მცირე თავის დაკვრა საკმარისია. თუ სავიზიტო ბარათს მოგაწვდიან, მოკიდეთ ორივე ხელი და მოწიწებით დაიკავეთ საფულეში მოთავსებამდე. ბარათის მიმართ უპატივცემულობის გამომჟღავნება, ადამიანის უპატივცემულობას ნიშნავს. თუ ვინმეს სახელს ამბობთ, ბოლოში პატივისცემის ნიშნად “სან” მიუმატეთ.

საკვები

🍜საჭმელი როგორც წესი იწყება სველი ხელსახოცით. გამოიყენეთ ის ხელებისთვის და არა სახისთვის. შემდეგ დააბრუნეთ თავის ადგილას და შეგიძლიათ ჭამის დროს მასზე თითები გაიწმინდოთ.

🥢საერთო თეფშიდან რაიმეს აღებისას, გამოიყენეთ ჯოხების მეორე მხარე და არა ის მხარე, რომლითაც ჭამთ. არაა აუცილებელი ჯოხებში მოქცეული საკვები მთლიანად შეჭამოთ.

🌸სხვადასხვა თეფშებზე მოთავსებული საჭმელი ცალ-ცალკე უნდა მიირთვათ და ერთმანეთში არ აურიოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, კითხვის დასმის არ მოგერიდოთ, ამას თავად იაპონელებიც აკეთებენ.

🥀ორი რამაა იაპონიაში მიუღებელი: საკვების საკუთარი ჯოხებით სხვისთვის გადაწოდება და მათი ამოყირავებული დატოვება ბრინჯის თასში.

ტრანსპორტი

🚆მატარებლებსა და მეტროებში სიჩუმე ოქროა. არაა მიღებული ხმამაღალი საუბრები, მუსიკა ან სატელეფონო ზარები. მგზავრები უნდა დაჯდნენ მხოლოდ თავიანთვის განკუთვნილ სკამებზე, მაშინაც კი თუ სხვები ცარიელია. ტაქსის შემთხვევაში ნუ შეეხებით მანქანის კარებებს, მძღოლებს ავტომატური გაღების და დაკეტვის მექანიზმები აქვს დამონტაჟებული.

გადახდა

🎏ბარათით გადახდა აქ ფართოდაა გავრცელებული, მაგრამ ქეში მაინც მეფეა ქალაქგარეთ. ჩაის დატოვება ზოგ შემთხვევაში მიღებულ ნორმადაც კი არ ითვლება.

ონსენები და საჯარო აბანოები

💫ონსენები და ცხელი აუზები იაპონიაში აუცილებლად გამოსაცდელია. როგორც წესი, ონსენები დაყოფილია სქესის მიხედვით და ზოგიერთ მათგანში ტატუები აკრძალულია. სპეციალურ სტიკერებს მოგაწვდიან პატარა ზომის ტატუების დასაფარად. ონსენს სამი წესი აქვს: სრული სიშიშვლე; წყალში ჩასვლამდე შხაპში ტანის საპნით დაბანა და არანაირი ჩაყვინთვა.

ფეხსაცმელი

⭐ზოგიერთ შენობაში ფეხსაცმლის გახდაა საჭირო, მათ შორის ტრადიციულ რესტორნებსა და საყდრებში. თუ ღია ფეხსაცმელი გაცვიათ შეგიძლიათ იქონიოთ წინდები.

საყდრები

⛩️პატარა საყდრებიც კი ღიად ეპატიჟებიან ვიზიტორებს, ამიტომაც არაა აუცილებელი იაპონელი ან ბუდისტი იყოთ. უბრალოდ დააკვირდით სხვებს და გაიმეორეთ: როგორ იბანენ ხელ-პირს ტაძარში შესვლამდე, თავს სად უკრავენ და ხურდას სად აგდებენ.