იაგუარებით სავსე ჯუნგლები და ანდებში ჩაკარგული ქალაქები – პერუ მრავალფეროვნების მიწაა, რომელიც უამრავ თავგადასავალს და კულტურულ გამოცდილებებს შეგძენთ. შენი მეგზური აქ მოგზაურობის დაგეგმვამდე რჩევებს გაგიზიარებთ:
შუა სეზონები საუკეთესოა სამოგზაუროდ
პერუში კლიმატი მნიშვნელოვანია. აქ ორი სეზონია: წვიმიანი ნოემბრიდან აპრილამდე და მშრალი მაისიდან ოქტომბრამდე. წვიმიან სეზონზე ტურისტთა რაოდენობა ნაკლებია, თუმცა შესაძლოა გზებზე შეფერხებები იყოს. მშრალი სეზონი იდეალურია სათავგადასავლო სპორტისთვის, თუმცა დატვირთულია ტურისტთა ჭარბი რაოდენობით. აირჩიეთ შუა პერიოდები: ოქტომბერი ან მაისი.

წინასწარ დაჯავშნეთ მაჩუ პიჩუ და სხვა ცნობილი ადგილები
შესაძლოა იშოვოთ მაჩუ პიჩუს ბილეთები ბოლო წამს, მაგრამ იცოდეთ, რომ ვიზიტორთა რიცხვი აქ შეზღუდულია და დღეში მხოლოდ 2500-ია დაშვებული. რადგანაც მაჩუ პიჩუ პერუს მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, ნუ გარისკავთ და დაჯავშნეთ ადგილი წინასწარ. შეიძინეთ ბილეთი ოფიციალურ ვებსაიტზე, განსაკუთრებით ივნისსა და აგვისტოში. იგივე ვრცელდება ცნობილ ინკას სალაშქრო ბილიკზე.

ქეში სასარგებლოა, განსაკუთრებით დიდ ტურისტულ ზონებში
საკრედიტო ბარათები ფართოდაა მიღებული პერუს დიდ ქალაქებში, მაგრამ პატარა შენაძენებისთვის იქონიეთ თან ადგილობრივი კუპიურები, განსაკუთრებით ქალაქგარეთ. აუცილებლად ეწვიეთ რომელიმე ღია ბაზრობას, სადაც ასევე ქეში დაგჭირდებათ.

ჩაის დატოვება ადგილობრივი ტრადიცია არაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა დაუტოვოთ
პერუში ადგილობრივები როგორც წესი ჩაის არ ტოვებენ, მაგრამ ამას მოელიან ტურისტებისგან. სერვისის თანამშრომლებს დაბალი ანაზღაურება აქვთ, ასე რომ თუ სერვისით კმაყოფილი იქნებით, დაუტოვეთ ჩაი.

იცოდეთ, რომ აქ თქვენი საათი არ ურევს, ის უბრალოდ პერუს დროს აჩვენებს
აქ გამოიყენება ფრაზა “პერუს დრო”, რაც ასახავს პერუელების თვისებას, დააგვიანონ ყველგან. ისინი აგვიანებენ არამხოლოდ 15 წუთით, არამედ ხანდახან 1 საათითაც კი.
თან იქონიეთ ქაღალდი
პერუს საზოგადოებრივ საპირფარეშოებში როგორც წესი ტუალეტის ქაღალდი არ დაგხვდებათ. თუმცა, შეგიძლიათ ის იქვე შეიძინოთ. გახსოვდეთ, არ ჩარეცხოთ ქაღალდი, რადგანაც პერუში კანალიზაციის პრობლემაა.

საკვებთან იყავით ყურადღებით
პერუ ცნობილია როგორც ტოპ გასტრონომიული მიმართულება. თუმცა, აქ მოგზაურები ხანდახან ერთმანეთში ურევენ ადგილობრივ სასმელებსა და ქუჩის კვებას, რაც მუცლის ტკივილს იწვევს. ასევე, იცოდეთ, რომ ონკანის წყალი არ ისმევა.










