ევროპაში სასრიალოდ იდეალური ადგილის პოვნა ერთი ნახვით შეყვარებას ჰგავს. აქ დიდი არჩევანი დაგხვდებათ, როგორც მშვიდი, ასევე ქაოსური კურორტები. ევროპის სათხილამურო მიმართულებები განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის, ასევე პროფესიონალებისთვის. შენი მეგზურის ტუროპერატორები სიამოვნებით დაგიგეგმავენ სასურველ ტურს.

1. სელვა, იტალია

იტალიის დოლომიტებში კურორტიდან კურორტზე გადასვლა სასრიალო ბილიკითაა შესაძლებელი. ულამაზესი სოფელი სელვა ვალ გარდენა ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორს იზიდავს. იუნესკოს ეს დაცული ტერიტორია დოლომიტებში შთამბეჭდავი ბუნების გამოირჩევა. აქ ტურიზმი წამყვანი ინდუსტრიაა, ამიტომაც ბევრ სხვადასხვა ტიპის დასარჩენს და სათხილამურო სკოლებსაც ნახავთ.

2. სან ანტონი, ავსტრია

სან ანტონი სწორედ ის კურორტია საიდანაც თოვლიან მთებში დიჯეის მუსიკაზე აცეკვებული ვიდეოები ვრცელდება ხოლმე. მას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ზამთრის მიმართულებადაც მიიჩნევენ. ინფრაასტრუქტურა საოცრად მოხერხებული და გამართულია.

3. კრანს მონტანა, შვეიცარია

ორი მეზობელი კურორტი: კრანსი და მონტანა რონის ველის პლატოს გადმოჰყურებენ, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე. ერთად ისინი სასიამოვნო საზამთრო დასასვენებელ მიმართულებას ქმნიან. ამ ტყუპ ქალაქებს ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლიათ, მათ შორის, შთამბეჭდავი ხედების მატერჰორნსა და მონ ბლანზე. თუ არ იცით იდილიური სამთო სოფელი გსურთ თუ ალპური ქალაქი, კრანს მონტანა ორივე აერთიანებს და თქვენს არდადეგებს კომფორტულს გახდის. აქ გაისეირნებთ მთების და ტყეების გარემოცვაში.

4. ბოროვეთსი, ბულგარეთი/Borovets

ეს კურორტი საუკეთესოა ბიუჯეტური მოთხილამურეებისთვის. ის სოფიას აეროპორტიდან 1 საათის სავალ გზაზე მდებარეობს. აქ 58 და 12 კილომეტრიანი სათხილამურო გზები დაგხვდებათ ფიჭვის ტყეებით.

5. ზერმატი, შვეიცარია

მანქანებისგან თავისუფალი ზერმატი მატერჰორნის საოცარი მწვერვალით და ევროპის უმაღლესი სასრიალო წერტილით გამოირჩევა. თუმცა აქ ისინიც გაერთობიან, ვინც არ სრიალებს. ზერმატში მდებარეობს მატერჰორნის მუზეუმი, საფეხმავლო ქუჩები, საშოპინგო სივრცეები, ანტიკური არქიტექტურა და მონბლანის მთამდე მოძრავი გონდოლები. ეს კურორტი ალპებში ყველაზე მზიანი პლატოთი ხასიათდება.

6. ავორიაზი/Avoriaz 1800, საფრანგეთი

ეს ფუტურისტული სნოუბორდის სოფელი გასაოცარი გადმოსახედი აივნით გამოირჩევა ზღვის დონიდან 1800 მეტრზე. ავორიაზი საფრანგეთის ყველაზე თოვლიანი სათხილამურო კურორტია.

7. სკანდინავია – საუკეთესო ადრეული და გვიანი სეზონისთვის

სკანდინავიის მთები ტურისტებს ველური ბუნებით, ჩრდილოეთის ციალით და ავთენტური სკანდინავიური კულტურით იზიდავს. წარმოიდგინეთ როგორია სრიალი ფინეთის კურორტ ლევიზე აურორას ნათების ქვეშ, სანტას სოფლის მონახულება ან ღია ცხელ საუნაში ჩაწოლა, როცა გარშემო თოვლია. შვედეთის უდიდესი ალპური სასრიალო არეალია სალენი (Sälen), ნორვეგიის კი ტრისილი (Trysil).