იტალიაში მოგზაურობა ზამთრის სეზონზეც მშვენიერი გადაწყვეტილებაა. თუ თქვენთვის თოვლზე სრიალის შემდეგ, ხრაშუნა პიცა, გემრიელი სპაგეტი და ბაროლოს ღვინო იდეალური განტვირთვა იქნება, მაშინ ეს კურორტები თქვენთვის მოვაგროვეთ:

  • კორმაიორი/Courmayeur

მდიდრული სასტუმროები, დიზაინერების მაღაზიები და დახვეწილი სამზარეულო იტალიის ამ კურორტს იდეალურად ახასიათებს. ამ გლამურულ ადგილს მონ ბლანკის გვირაბის გავლის შემდეგ აღმოაჩენთ, დასავლეთ ევროპის უდიდესი მთის ქვეშ. მოკლედ, ჟენევადან საათისა და 20 წუთის გზაზე ნამდვილი მოთხილამურეების სამოთხე მდებარეობს.

  • ლივინო/Livigno

დამწყები მოთხილამურეები სწორედ ამ კურორტს უნდა ეწვიონ. ეს ბრწყინვალე ადგილია ამ სპორტის სასწავლად და ექსპერტებთან ერთად უფასო სრიალის შესაძლებლობისთვის. ზღვის დონიდან 2797 მეტრზე მდებარე ლივინოში თოვლი ყოველთვის დაგხვდებათ. არ დაგავიწყდეთ შოპინგი, აქ უბაჟო ვაჭრობაა ძალაში.

  • ბროილ-სერვინია/Breuil-Cervinia

ეს კურორტი საერთო საზღვრითაა ცნობილი, პოპულარულ შვეიცარიულ კურორტ ზერმატთან. დალიეთ დილის ყავა მთის ხედებზე და ისრიალეთ ზღვის დონიდან 3500 მეტრზე. აქ 72-მდე სასრიალო ბილიკი დაგხვდებათ. მათ შორის ყველაზე გამორჩეული, 8 კილომეტრიანი „წითელი დაღმართია”.

  • კორტინა დამპრეზო/Cortina d’Ampezzo

“დოლომიტების დედოფლად” წოდებული კორტინა გიგანტური მთებითაა გარშემორტყმული. კომპლექსური სასრიალო ბილიკებით, კორტინა საკმაოდ პოპულარული მიმართულებაა ქვეყანაში. ქალთა მსოფლიო თასი სრიალში ყოველ წელს სწორედ აქ იმართება.

  • ვალ გარდენა/Val Gardena

ვალ გარდენა ყოველი ზამთრის მინიმუმ 62 დღის მანძილზე მზიანია. ის სამი სოფლისგან შედგება და საკმარისი რაოდენობის და ტიპის სასრიალო ბილიკი აქვს ყველას დასაკმაყოფილებლად. ადით მის ყველაზე მაღალ წერტილში და მიირთვით აპეროლი იქვე მდებარე ბარში, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე.

  • მადონა დი კამპილიო/Madonna di Campiglio

მილანელების საყვარელი სასრიალო ადგილი ყველა მთის მოყვარულს მიიზიდავს. კურორტი განსაზღვრულია როგორც დამწყებებისთვის, ასევე უკვე გამოცდილებისათვის. აქ 117 სასრიალო ბილიკია ასარჩევად.