ბუნება და მთა

შვეიცარიის 5 საუკეთესო სათხილამურო კურორტი

შვეიცარია ულამაზესი ქვეყანაა გასაოცარი ლანდშაფტით, შთამბეჭდავი ტბებით და მთებით. ამიტომაც, როდესაც ირჩევთ თუ სად ისრიალოთ ევროპაში, ამაზე უკეთესი ადგილის მონახვა გაგიჭირდებათ. მშვიდი სოფლები თუ უზარმაზარი ქალაქები საუკეთესო ზამთრის კურორტებს გვთავაზობენ. შეგიძლიათ მათ საფრანგეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან ან ავსტრიიდანაც კი ეწვიოთ.

St. Moritz/მორითზი

აღმოსავლეთ ალპების უმაღლესი მწვერვალის, პიზ ბერნინას სიახლოვეს შვეიცარიის ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი მდებარეობს. მან ზამთრის ოლიმპიადას უკვე ორჯერ უმასპინძლა. თხილამურებისთვის და სნოუბორდისთვის აქ ბრწყინვალე ბილიკებია. მორითზის ტბა კი იყინება.

Zermatt/ზერმატი

საკულტო მწვერვალის, მატერჰორნის სუნთქვის შემკვრელი ხედები ზერმატს საოცარ ატმოსფეროს უქმნის. მას მომხიბვლელი საფეხმავლო სოფელი აქვს სხვადასხვა სირთულის ტრასებით. აქ ბევრ კომფორტულ ბარს აღმოაჩენთ, სადაც ბენდების ლაივ-შესრულებას მოისმენთ.

Wengen/ვენგენი

ვენგენი ევროპაში ის იშვიათი კურორტია, სადაც მანქანები არ მოძრაობენ. აქ ფანტასტიკური ტრასები დაგხვდებათ, განსაკუთრებით მსოფლიო დონის ლაუბერჰორნი. ვენგენში ბავშვები კარგად გაერთობიან, რადგანაც აქ მათთვის სრული კომფორტია მოწყობილი.

Davos/დავოსი

შვეიცარიის ერთ-ერთი უდიდესი კურორტი, უამრავ სასრიალო ბილიკს გთავაზობთ. მათი უმეტესობა ტყეშია გაკვალული და სრიალის დროს ულამაზეს ველს უმზერთ. აქ ბევრი ბარი და სასტუმროა, საუკეთესო სპორტული აღჭურვილობა, საცურაო აუზები და ყინულის მოედანი.

Mürren/მიურენი

ის ვინც, მშვიდ ზამთრის კურორტს ეძებს, შვეიცარიაში მიურენს უნდა მიანიჭოს უპირატესობა. ეს იდილიური პატარა სოფელი ალპებში მდებარეობს და პანორამულ ხედებს სამ მთაზე გვთავაზობს. მიურენს იდეალურ შვეიცარიულ სათხილამურო კურორტს უწოდებენ, რომლის სილამაზეც დაუჯერებელია. აქ ყველაფერი საუკეთესო ხარისხისაა.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

შვეიცარიაშვეიცარია
შვეიცარია8 ივნ 2026

როგორ უნდა მოინახულოთ მთელი შვეიცარია მატარებლით

შვეიცარია მატარებლით 14 დღეში: რაინის ჩანჩქერები, ციურიხი, ლუცერნი, ბრიენზი, მონტრო, ზერმატი და სან მორიცი. მარშრუტი, მანძილები და პრაქტიკული რჩევები.

შვეიცარიაშვეიცარია
შვეიცარია13 მარ 2026

საუკეთესო აქტივობები შვეიცარიაში ბავშვებთან ერთად

შვეიცარია ბავშვებთან ერთად: შოკოლადის ქარხანა ციურიხში, საოჯახო სათხილამურო კურორტები, ცურვა ველურ ბუნებაში, ზიპლაინი და წყლის თავგადასავლები.

შვეიცარიაშვეიცარია
შვეიცარია17 თებ 2026

შვეიცარიის ეს ალპური მწვერვალი მსოფლიოს ყველაზე რომანტიკულ მიმართულებად დასახელდა

მატერჰორნმა ეიფელის კოშკსაც აჯობა: 1,5 მილიონი შეფასების კვლევით, ცერმატის მწვერვალი მსოფლიოს ყველაზე რომანტიკული მიმართულებაა.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე
Habinetჯგუფის კომპანიები