მოწესრიგებული სანაპიროები, სუფთა წყალი, მწვანე კლდეები, მომნუსხველი პორტები და იშვიათი ველური ბუნება – ეს დახასიათება საფრანგეთის კუნძულებს ეკუთვნით. თუ ნამდვილი ტროპიკული დასვენება გინდათ, საფრანგეთში ამ კუნძულებს უნდა ეწვიოთ.

კორსიკა

მთიანი კუნძული კორსიკა ხმელთაშუაზღვის შუაში მდებარეობს, საფრანგეთის ქალაქ ნიცის და იტალიის კუნძულ სარდინიის სიახლოვეს. მას მდიდარი ისტორია და ლამაზი ბუნების ლანდშაფტი აქვს. საფრანგეთის დამოუკიდებელი რეგიონი, ერთ დროს იტალიას ეკუთვნოდა და ბრიტანელების მიერ იყო ოკუპირებული. კორსიკელებს საკუთარი კულტურა, ენა და პარლამენტი აქვთ. აქ დაიბადა ნაპოლეონ ბონაპარტე. ეწვიეთ ქვიშის სანაპიროებს, ისტორიულ ძეგლებს, დაცულ ტერიტორიებს და ტყეებს. მოინახულეთ ბასტია და აჯაციო, სან ფიორენზა და სალესია.

ბელ-ინ-ან-მერი/Belle-Île-en-Mer

თბილი წყლის და ზომიერი მიკროკლიმატის წყალობით, ეს კუნძული ხმელთაშუაზღვის მორიგი მარგალიტი გეგონებათ, მაგრამ ის ატლანტის ოკეანეში მდებარეობს და მუდამ იზიდავდა შთაგონებისთვის მხატვრებს, ბუნების ენთუზიასტებს თუ წყლის სპორტის მოყვარულებს. აქ 60-მდე სანაპირო მდებარეობს და დიდი არჩევანი გაქვთ. მთავარ ქალაქში – ლო პალეში მდიდრული სასტუმროები და რესტორნებია, ასევე მუზეუმები და მაღაზიები.

მარტინიკი/Martinique

თუ საფრანგეთის კარიბული სტილის კუნძულს ეძებთ, მარტინიკი საუკეთესო არჩევანია, თუმცა ის საფრანგეთის სიახლოვეს არ მდებარეობს. კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულზე თეთრი სანაპიროები, ტროპიკული ტყეები და გემრიელი სამზარეულოა. დაათვალიერეთ მისი დედაქალაქი – Fort-de-France, საყვარელი მოედნებით, ქუჩებით, ბაზრობით, რესტორნებით და საკულტო ბიბლიოთეკით.

პორკეროლის კუნძულები/Porquerolles Islands

პორკეროლი მორიგი ხმელთაშუაზღვის კუნძულია, ფრანგული რივიერას სიახლოვეს და შეგიძლიათ მასზე ბორანით ჰიერესიდან ან ტულონიდან მოხვდეთ. პორკეროლი მოგზაურებს ხელშეუხებელი, ულამაზესი ბუნებით ხიბლავს. თუ დარჩენას გადაწყვეტთ, აქ რამდენიმე სასტუმროა. თეთრი ქვიშა და გამჭვირვალე წყალი იდეალურია დაივინგისთვის და ცურვისთვის. ნოტრ-დამის სანაპირო საუკეთესოა.

რეუნიონის კუნძული/Île de la Réunion

ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული კუნძული ინდოეთის ოკეანეში, მადაგასკართან მდებარეობს. რეუნიონი ულამაზესი ლანდშაფტით გამოირჩევა და იუნესკოს დაცული ტერიტორიის სტატუსიც აქვს მოპოვებული. აქ უზარმაზარი ლაგუნები, კრისტალივით სუფთა წყალი, ჩანჩქერები და შთამბეჭდავი სანაპიროებია. მოინახულეთ მისი დედაქალაქი სენ-დენისი. ფრენები საფრანგეთიდან ხორციელდება.

სან-მარგარიტას კუნძული/Sainte-Marguerite Island

კანის სანაპიროების სიახლოვეს მდებარე ლერინის კუნძულების უდიდესი კუნძული სან-მარგარიტაა, რომელსაც ფრანგული რივიერადან ბორნით ძალიან მალე მიადგებით. ფიჭვისა და ევკალიპტის ტყეები, გამოქვაბულები და სანაპიროები – კუნძულზე ბევრი შესაძლებლობაა ცურვის, ლაშქრობის და სეირნობის. პორტის გამოკვლევის შემდეგ, ეწვიეთ ციხესიმაგრეს და ძველ ციხეს, რომელიც დიუმას ნოველით და 1998 წლის ფილმით გახდა ცნობილი, რომელშიც ლეონარდი დიკაპრიო თამაშობს.

ილ დე ბრეჰატი/Île de Bréhat

პაიმპოლის სანაპიროდან 5 წუთის სავალ გზაზე, აქ მოვარდისფრო ლანდშაფტი და რბილი კლიმატი დაგხვდებათ – უცხო ფლორა და ფაუნით. რეალურად, ეს არქიპელაგია: ორი კუნძული, რომელიც ერთმანეთს სახმელეთო ხიდით უკავშირდება. დაათვალიერეთ სოფელი Le Bourg, უძველესი შუშის ქარხანა და სანაპიროები.

ფრიოულის არქიპელაგი/Frioul Archipelago

მარსელის სანაპიროსთან მდებარე ისტორიული კუნძულებიც ფრანგული რივიერას ნაწილია. ბორანით აქ ძალიან მალე მოხვდებით და ულამაზესი ბუნების წიაღში ჩაიძირებით. მოინახულეთ დიფის შატო და ყოფილი სასახლე, რომელიც დიუმას “მონტე-კრისტოს” ისტორიაში გამოყენებული. რატონოში ბევრი კაფე, წყნარი სანაპირო და უსაფრთხო გარემოა.

ილ დოლერონი/Île d’Oléron

ეს ულამაზესი და უდიდესი კუნძული ატლანტის ოკეანეში მდებარეობს. აქ თეთრი ქვიშის სანაპიროები და სათევზაო სოფლებია, კლდოვანი სალაშქრო ბილიკები და გემრიელი ზღვის პროდუქტები. გამოიკვლიეთ ის ფეხით, ველოსიპედით, ნავით… ეწვიეთ დოლერონის შატოს და მის სანაპიროს.