სანტორინის სენსაციური სილამაზე, მისი ფერადი რიფები თუ სანაპიროები მოგზაურთა ყურადღებას ყოველწლიურად იპყრობს. ჩვენ აქ საუკეთესო სანაპიროებს გირჩევთ:

1. წითელი სანაპირო/Red Beach

ეს სანაპირო “კოკინის სანაპიროს” სახელწოდებითაცაა ცნობილი. მისი მეწამული წითელი ფერის კლდეების გამო, ვიზიტორებს აქ ულამაზესი ფოტოები გამოსდით. ის სოფელ აკროტირისთან ახლოს მდებარეობს.

2. კამარის სანაპირო/Kamari Beach

კამარი საუკეთესოა წყლის სპორტისთვის. ის ამავე სახელწოდების დასახლებას ეკუთვნის და წყნარი, სუფთა წყლით გამოირჩევა. საკვები, სასმელი და მუსიკა აქ არ მოგაკლდებათ, რადგანაც სანაპიროზე ჩამწკრივებულია კაფე-ბარები და კლუბები.

3. თეთრი სანაპირო/White Beach

ამ სანაპიროს სახელი მასთან მდებარე თეთრი ფერის კლდეების გამო ეწოდა. თეთრ სანაპიროს სიმშვიდისთვის აკითხავენ. ისიც ახლოს მდებარეობს სოფელ აკროტირისთან. აქ მოსახვედრად საუკეთესო გზა ნავი ან ბორანია.

4. შავი სანაპირო/Black Beach

ეს საუკეთესო სანაპიროა სნორკელინგისათვის. მესა პიგადიას “შავ სანაპიროს” უწოდებენ. ის უფრო ნაკლებადაა დატვირთული ვიდრე სანტორინის თეთრი და წითელი სანაპიროები. მოხვდებით ნავთ აკროტირის სანაპიროდან ან ავტობუსით ფირადან აკროტირისკენ.

5. არმენის სანაპირო/Armeni Beach

ეს პატარა სანაპირო ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. ის სოფელ ოიასთან მდებარეობს, კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში. სანაპირო ქვიანია, წყალი კი კუნძულზე ყველაზე სუფთა.

6. ბაქსედეს სანაპირო/Baxedes Beach

თუ გსურთ ტურისტულ ხალხმრავლობას გაექცეთ, ეს სანაპირო მშვენიერი არჩევანი იქნება ზაფხულის დატვირთულ სეზონზე. ბაქსედე სოფელ ოიადან 3 კილომეტრში მდებარეობს.

7. ვლიჰადას სანაპირო/Vlihada Beach

ეს საუკეთესო სანაპიროა კუნძულის ისტორია რომ შეისწავლოთ. ვლიჰადა ყოველწლიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება. აქაურ ნაპირას მუქ ქვიშას კლდოვანი ფორმაციები ერწყმის.

8. პერისას სანაპირო/Perissa Beach

ეს საუკეთესო ნაპირია საზაფხულო წვეულებებისთვის, რადგანაც მის სანაპირო ბარებში დიჯეები ზაფხულის ღამეებს მუსიკალურად აფორმებენ. გაუყევით ბულვარს და აღმოაჩინეთ სასურველი წვეულება.