ფირა ბერძნული კუნძულის, სანტორინის დედაქალაქია, მისი ყველაზე დიდი ქალაქი. ფირა არამხოლოდ ლამაზი დასახლებაა, არამედ სავსეა კულტურული ძეგლებით. მისი ცენტრი მოცულია საშოპინგო სივრცეებით, ღამის კლუბებით, რესტორნებით და ხელოვნების გალერეებით.
თეოტოკოპოლუს მოედანი – მიირთვით ყავა და გაიცანით ადგილობრივები
Theotokopoulou – ეს ფირას მთავარი მოედანია. აქ იკრიბებიან ადგილობრივები, მიირთმევენ ახალ პროდუქტებს ქუჩის ბაზრობიდან, სხედან სკამებზე და საუბრობენ ფანტასტიკური ხედების ფონზე. მოედანთან მდებარეობს კათედრალი, ბანკი, აფთიაქი, მაღაზიები, გალერეები და კაფე-რესტორნები. ეს ცოცხალი ადგილია, საიდანაც ფირას სხვა ნაწილებს ვიწრო ქუჩებით დაუკავშირდებით.
ფირას ძველი პორტი – ჩაიარეთ 500-მდე საფეხური ძველ პორტამდე
ფირას ძველი პორტი პატარა უბანია, ფირას ძირითადი დასახლებიდან 200-მეტრით დაბლა, ჩამწკრივებული რესტორნებით და ტავერნებით. ძველ პორტში დაჯილდოვდებით ხედებით კლდოვან ლანდშაფტებზე და შეძლებთ გაყვეთ ნავის ტურებს შორიახლოს.
ფირას ეკლესია – სანტორინის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი
ეს კათოლიკური ეკლესია ფირას საკულტო ძეგლია. ის ხმელთაშუაზღვის დრამატულ ხედს ამაყად გადაჰყურებს. ტაძარი მე-18 საუკუნეშია აგებული.
სან ჯონ ბაპტისტის კათედრალი – სანტორინის პირველი კათოლიკური კათედრალი
სან ჯონ ბაპტისტის კათედრალი ადრეულ მე-19 საუკუნეში ააგეს, მაგრამ მისი ისტორია მე-13 საუკუნეში იწყება, როცა აქ პატარა საყდარი იდგა. ის მშვიდი ადგილია ნავსადგურზე ხედებით. შესვლა უფასოა.
სანტორინის ფოლკლორის მუზეუმი – შეისწავლეთ სანტორინის ისტორია
სანტორინის ფოლკლორის მუზეუმი ეძღვნება კუნძულის მოსახლეობის ცხოვრებას, მათ ისტორიას. აქ ნახავთ ხალიჩებს, ღვინოს, ხელნაკეთ ნივთებს და აშ. ნახეთ როგორ აღბეჭდეს ცნობილმა არტისტებმა სანტორინი თავიანთ ნამუშევრებში. სასიამოვნოა მისი ბაღიც. ღიაა 10-დან 5-მდე.
ტირას არქეოლოგიური მუზეუმი
ეს პატარა მუზეუმი ფირას ცენტრში მდებარეობს და 3 სექციადაა დაყოფილი: სკულპტურა, თიხის ნაწარმი და წარწერები. დაკეტილია სამშაბათობით.
ორთოდოქსული მეტროპოლიტენის კათედრალი – ერთ-ერთი შთამბეჭდავი ნაგებობა სანტორინიზე
რთულია ეს ტაძარი რომ ვერ შენიშნოთ. ის 1827 წელს ააგეს და არამხოლოდ ფირაზე, არამედ სანტორინის თითქმის ყველა წერტილიდან მოსჩანს. აღსანიშნავია მისი მოზაიკები და საათის კოშკი.
ფირას ხელოვნების გალერეები – გაიგეთ რატომაა ფირა სანტორინის ხელოვნების დედაქალაქი
ფირა სანტორინის ხეოვნების და კულტურის დედაქალაქია. მის ქუჩებში ბევრ ხელოვნების გალერეას და მაღაზიას მოკრავთ თვალს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია მატის ხელოვნების გალერეა ინსტალაციებით ქუჩაში.
ვახშმობა ფირაზე – ეგეოსის უგემრიელესი სამზარეულო
ბერძნული და ეგეოსური სამზარეულო გამორჩეულია, რაშიც აქ მოხვედრისასაც დარწმუნდებით. ფირაზე რომანტიკული ვახშმის მოწყობა ერთ-ერთი პოპულარული აქტივობაა.