ჰოლანდიელი პოსტ-იმპრესიონისტი მხატვარი ცნობილია მისი დრამატული მხატვრობით და განსაკუთრებული ფერებით. მისი ნამუშევრები მუზეუმებსა და გალერეებში მილიონობით ვიზიტორს იზიდავს. 2025 წლის იანვარში, ლონდონის ეროვნულ გალერეაში მოთავსებულმა ვან გოგის გამოფენამ მუზეუმის დამსწრეთა რეკორდი მოხსნა: 334,589 ვიზიტორით. ჩვენ გეტყვით სად შეგიძლიათ მისი მუდმივი კოლექციების ხილვა:

1. ვან გოგის მუზეუმი, ამსტერდამი

ამ ვან გოგის მუზეუმში არტისტის შემოქმედების უდიდესი კოლექცია ინახება. მათ შორისაა 200 ნახატი და ვინსენტის წერილები. აქ გამოფენილი ნამუშევრები მიუყვება მხატვრის ისტორიას არლში გადასვლიდან, სადაც დახატა “ყვითელი სახლი” და “მზესუმზირები”. ჰოლანდიის დედაქალაქში ვიზიტისას არ გამოგრჩეთ არც რიკსმუზეუმი (Rijksmuseum), სადაც იხილავთ ვან გოგის ამსტერდამის ხედს ცენტრალური სადგურიდან.

2. კროლერ-მიულერის მუზეუმი, ოტერლო, ჰოლანდია

Kröller-Müller Museum – ეს მუზეუმი ვან გოგის სიდიდით რიგით მეორე კოლექციას აერთიანებს მსოფლიოში. ის ამსტერდამიდან 2 საათის გზაზე მდებარეობს მატარებლით. აქაც დააკვირდებით ვინსენტის არტისტულ ევოლუციას. ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომია “კაფის ტერასა ღამით”.

3. ორსეს მუზეუმი, პარიზი

ძველი მატარებლის სადგური, რომელიც დღეს პოსტ-იმპრესიონისტების საუკეთესო ნიმუშებს წარმოგვიდგენს, პარიზში მოგზაურობისას არ უნდა გამოგრჩეთ. აქ ნახავთ “ვარსკვლავიან ღამეს”, “ექიმ პოლ გაშეს” და სხვა ცნობილ ნამუშევრებს.

4. ეროვნული გალერეა, ლონდონი

აქ ვან გოგის მზესუმზირებისთვის მოდიან. ლონდონის გალერეის ყვითელ კედლებზე მხატვრის შემოქმედება განსაკუთრებით შთამბეჭდავია. ამ ნახატს სევდიანი ისტორია აქვს. ზაფხულში, როცა ვან გოგი ამ მზესუმზირებს ხატავდა, მისი მეგობარი პოლ გოგენი არლში მასთან დასარჩენად მოიპატიჟა. თუმცა, 2 თვის შემდეგ მეგობრებმა წაიჩხუბეს და გოგენი პარიზში დაბრუნდა, ვან გოგმა კი ყური მოიჭრა. ეს იყო უკანასკნელი პერიოდი, როცა ორი მხატვრის გზა ერთმანეთთან გადაიკვეთა. ამ შემთხვევის შემდეგ, გოგენი ვან გოგს წერდა და ამ მზესუმზირებს სთხოვდა, ვან გოგმა მისი ასლი გააკეთა მაგრამ არასდროს გაუგზავნია. ორიგინალი ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი, მისი ასლი კი ვან გოგის მუზეუმში, ამსტერდამში.

5. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი

ყოველწლიურად ამ მუზეუმს 3 მილონი ადამიანი სტუმრობს და ვან გოგის “ვარსკვლავიან ღამეს” აფასებს. მხატვრის ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნამუშევარი განსაკუთრებით უხდება “ქალაქს რომელსაც არასდროს სძინავს”. ვან გოგი თავის ძმა ტეოს ერთ წერილში წერს: “მეჩვენება, რომ ღამე უფრო ცოცხალი და მდიდარია ფერებით, ვიდრე დღე”.

6. ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი, ჩიკაგო

აქ იხილავთ “საძინებელს”; “მადამ რულინს”, “მსმელებს”; “ავტოპორტრეტს” და აშ.