ლონდონში მსოფლიოში სახელგანთქმული მუზეუმებია და ბევრი მათგანი უფასოცაა. შენი მეგზური სწორედ ლონდონის უფასო მუზეუმებს გირჩევთ.

1. Tate Britain

ამ ნეოკლასიკურ შენობაში ბრიტანული ხელოვნების 500 წლოვან ისტორიას აღმოაჩენთ. აქ დაგხვდებათ უილიამ ბლეიკის და ჯონ სინგერის ისტორიული ნამუშევრები.

2. Tate Modern

თუ თანამედროვე ხელოვნება გიყვართ, ამ მუზეუმს აუცილებლად უნდა ეწვიოთ. აქ სკულპტურები, ნახატები და დიდი ზომის ინსტალაციებია. შენობის გადმოსახედიდან დატკბებით პანორამული ხედებით ქალაქზე.

3. Sir John Soane’s Museum

ექსცენტრიკული არქიტექტორის, ჯონ სოანის ყოფილი სახლი დღეს ნამდვილად უნიკალური მუზეუმია. ამ მისტიკურ ატმოსფეროში მრავალფეროვან არტეფაქტებს აღმოაჩენთ, მათ შორის ეგვიპტელი ფარაონის სარკოფანგებს.

4. the National Gallery

ტრაფალგარის მოედანზე მდებარე ეროვნული გალერეა 700 წლოვან ევროპული ხელოვნების მდიდრულ კოლექციებს წარმოგვიდგენს. აქ ნახავთ ვან გოგის მზესუმზირებს, ბოტიჩელის ვენერა და მარსს, ასევე 2500-ზე მეტ ნახატს იტალიური რენესანსიდან და ფრანგული იმპრესიონიზმიდან.

5. National Portrait Gallery

აქ ბრიტანულ ისტორიას გაეცნობით ნახატებით, ფოტოებით, პრინტებით და სკულპტურებით. ის მსოფლიოს პირველი პორტრეტების გალერეაა სადაც სამეფო ოჯახის წევრების და ცნობილი ადამიანების სახეებს ადგილობრივი გმირების და ნაკლებადი ცნობადი პირების გვერდით ნახავთ.

6. Wallace Collection

ეს მუზეუმი ჰერტფორდის ოჯახის პირადი რეზიდენცია იყო და დღეს აქ მდიდრული ნახატების, ავეჯის და დეკორატიული ხელოვნების მდიდრული კოლექციებია. აღმოაჩენთ ტიციანის და ველასკესის შედევრებს და შუასაუკუნეების იარაღებს.

7. V&A

ვიქტორია და ალბერტის მუზეუმი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სახვითი ხელოვნების, დიზაინის და დეკორატიული ხელოვნების მუზეუმია. აქ მუდმივად წარმოდგენილია 2.8 მილიონამდე ნიმუში. ის მე-19 საუკუნეში შეიქმნა და დედოფალი ვიქტორიას და პრინც ალბერტის სახელი ეწოდა.

8. Horniman Museum

ეს ანთროპოლოგიური მუზეუმი, ლონდონის სამხრეთით, მთაზე მდებარეობს და მას გარს უზარმაზარი ბაღი არტყამს. გაისეირნეთ მის გარშემო მდებარე სალაშქრო ბილიკებზეც.

9. British Museum

თუ უკან დროში გადანაცვლება გსურთ, ლონდონის ამ პოპულარულ მუზეუმს ეწვიეთ, სადაც კაცობრიობის 2 მილიონი წლის ისტორია ინახება. აქ ვიზიტისთვის მშვიდ დროს ვერასდროს აარჩევთ. აღსანიშნავია, რომ პარასკევ საღამოს მუზეუმი 9-ის ნახევრამდეა ღია.

10. Serpentine

ეს უჩვეულო გამოფენა სერპენტინის ტბაზე მდებარეობს, ჰაიდ პარკში და თანამედროვე არტისტებს წარმოგვიდგენს. აქ ასევე ქალაქის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნის მაღაზია მდებარეობს.

11. Natural History Museum

ეს მუზეუმი ყველა ასაკის ვიზიტორს აღაფრთოვანებს. დიდი ვიქტორიანული შენობა რამდენიმე სექციადაა გაყოფილი და ნავიგაციისთვის საკმაოდ იოლია. მწვანე ზონაში ნახავთ ჩიტებს და მწერებს; ცისფერში დინოზავრებს, რეპტილიებს და თევზებს, წითელში ვულკანების და მიწისძვრების არტეფაქტებს, ნარინჯისფერში კი ველურ ბაღს. უფასო ბილეთის აღება ონლაინაც შეგიძლიათ.