ამსტერდამი ნიდერლანდების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია და მისი პარკები და მწვანე სივრცეები დიდ როლს თამაშობენ მის სილამაზეში. აქ ყველა პარკი თავისებურად მოგხიბლავთ, ყველგან უამრავი რამაა სანახავი და გამოსაკვლევი. სრული რელაქსაციისთვის შენი მეგზური ამსტერდამის 10 საუკეთესო რეკრეაციულ სივრცეს წარმოგიდგენთ.

ვონდელპარკი / Vondelpark

ვონდელპარკი ამსტერდამის პოპულარული ურბანული პარკია საკუთარი ღია თეატრით და სხვა ღირსშესანიშნაობებით. აქ ხშირად ტარდება სხვადასხვა პერფორმანსები და წარმოდგენები ივნისსა და აგვისტოში. პარკს რამდენიმე საფეხმავლო ბილიკი აქვს. ასევე, ნახავთ რამდენიმე ბარ-რესტორანს. ვონდელპარკის ქანდაკებები მე-19 საუკუნით თარიღდებიან.

ამსტელპარკი / Amstelpark

ამ პარკში ულამაზეს ლაბირინთს აღმოაჩენთ. ეს ამსტერდამის ერთ-ერთი უნიკალური პარკია მინი-გოლფითა და მცირე ზოოპარკით. მცენარეების მრავალფეროვანი სახეობების გარდა, იხილავთ იაპონურ ბაღს და ორანჟერეას.

მისამართი: Arent Janszoon Ernststraat 1

ამსტერდამს ბოსი / Amsterdamse Bos

ეს ინგლისური სტილის ბაღი ამსტელვინში მდებარეობს, სადაც მასიური ტყეები და მდელოებია. პარკში მდებარეობს ფერმაც პატარა ჯიშის ცხოველებით.

ბეატრიქსპარკი / Beatrixpark

ეს პატარა და მშვიდი პარკი ისტორიული ადგილია. ის 1930 წელს გაიხსნა და დღესაც აღმოაჩენთ მის ძველ ნაწილში ენგლისური პარკის რომანტიკულ ატმოსფეროს. თუ ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ, ისინი აქ განსაკუთრებით გაერთობიან.

მისამართი: Diepenbrockstraat 21

ვესთერპარკი / Westerpark

ეს მასიური მწვანე არეალი შთამბეჭდავი ღია სივრცეა სკულპტურებით. აქ შეგხვდებათ კინოთეატრიც და კაფეებიც.

მისამართი: Haarlemmerweg 4

რემბრანტპარკი / Rembrandtpark

ეს ცნობილი მხატვრის სახელობის პარკი განსაკუთრებით უყვართ ფრინველებზე დამკვირვებლებს, რადგანაც აქ ბევრი სახეობის ჩიტს მოკრავთ თვალს. რემბრანტპარკი მოიცავს საბავშო გასართობ ზონებს და მცირე ზოოპარკს.

მისამართი: Orteliuskade 57

ფრანკენდელის პარკი / Frankendael Park

ამ პარკში მე-17 საუკუნის სასახლე მდებარეობს და დასასვენებლად რომანტიკულ ატმოსფეროს გთავაზობთ. აქ შეგიძლიათ მიეფიცხოთ მზეს და დატკბეთ ბუნების სილამაზით. პარკში ორ რესტორანსაც ნახავთ. ფრანკენდელი ღიაა საღამოს 10 საათამდე.

მისამართი: Middenweg 72

ოოსტერპარკი / Oosterpark

ეს ამსტერდამის ერთ-ერთი უძველესი პარკია, რომელიც მე-19 საუკუნით თარიღდება და გვთავაზობს მინდორს, პატარა ტბას, ბილიკებს, მონუმენტებსა და ინსტალაციებს. აქ ნახავთ თეო ვან გოგის მემორიალს.

სარფათიპარკი / Sarphatipark

ეს პატარა პარკი სამუელ სარფათის სახელს ატარებს. თუ ბევრი სიარულის შემდეგ საფუძვლიანი დასვენება გსურთ, მას მოაკითხეთ. აქ ნახავთ პატარა ხიდებს წყალზე და საბავშო სივრცესაც.

მისამართი: Sarphatipark 37I

ერასმუსპარკი / Erasmuspark

ერასმუსპარკის მწვანე სივრცეში რამდენიმე ხიდით მოხვდებით. აქ ყველა სეზონზე სასიამოვნო დროს გაატარებთ. თბილ თვეებში სიმწვანე და ხელოვნების ინსტალაციები დაგხვდებათ, ზამთარში, წყალი იყინება და ადგილობრივების სრიალს იხილავთ.