მარშრუტებიზღვა და კუნძულები

საბაუდია: რომიდან 1 საათის გზაზე, ზღვისპირა კურორტი ტირენეის ზღვაში

რომიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე საბაუდია უნიკალურ 1930-იანი წლების შარმს წარმოგვიდგენს. ის მოიცავს შთამბეჭდავ არქიტექტურას და ველურ ბუნების ლანდშაფტს. ცენტრალურ იტალიაში, ლაციოს რეგიონში მდებარე საბაუდიას უნიკალური ისტორია აქვს. ის ფაშისტური რეჟიმის დროს, სულ რაღაც 253 დღეში ააგეს, რათა ქვეყნის ჩრდილოეთიდან ჩამოსული ფერმერები დაესახლებინათ. საბაუდია ნამდვილად ღირს მონახულებად, როდესაც რომში იმოგზაურებთ.

ქალაქი ვიზიტორებს სიმშვიდით იზიდავს, კირეკეოს ეროვნული პარკით (Circeo National Park) გარშემორტყმული საბაუდია თავისუფალია მას ტურიზმისგან. აქ შეგიძლიათ დაისვენოთ სანაპიროებზე და გაისეირნოთ ქალაქის ქუჩებში.

კირკეოს მთა/Mount Circeo

საბაუდია ბუნების მოყვარულებისთვის ნამდვილი სამოთხეა. აქ ამავე სახელწოდების ეროვნული პარკიც მდებარეობს. მოინახულებთ რამდენიმე გამოქვაბულს და არქეოლოგიურ ნანგრევებს. აქ ხშირად ირებენ ფოტოებს ტორე პაოლასთან, შუასაუკუნოვან კოშკურასთან.

დომიტიანის ვილა/The Villa of Domitian

ისტორიაში უფრო ღრმად ჩასაძირად, ამ ვილას უნდა ეწვიოთ. ეს არქეოლოგიური ძეგლი პაოლას ტბის ნაპირებზე მდებარეობს. პირველ საუკუნეში აგებული ვილა მნიშვნელოვანი საიმპერატორო საზაფხულო რეზიდენცია იყო.

ტბები

საბაუდია გარშემორტყმულია 3 ტბით: Lago di Monaci, Lago di Caprolace და Lago di Paola, იგივე საბაუდიას ტბა. ისინი ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედიან. მშვიდი და ველური ტბები მდიდარ ფლორა-ფაუნას წარმოგვიდგენენ და წყლის სპორტის ენთუზიასტებისთვისაც სასიამოვნო ადგილია.

ბუფალარას სანაპირო/Bufalara beach

საბაუდიას სამხრეთში გრძელ ბუფალარას სანაპიროს აღმოაჩენთ. ის ლაციოს ერთ-ერთი ის სანაპიროა სადაც ცოტა ტურისტი დადის. ამიტომაც, მიმზიდველია სიმშვიდით და ხელშეუხებლობით. იდილიურია მზის ჩასვლისას სასეირნოდაც.

ვილა ვოლპი/Villa Volpi

ეს ნეოკლასიკური არქიტექტურის მშვენება 50-იანი წლებით თარიღდება და წყლისპირას მდებარეობს. ვილა ჰოლივუდურ ოცნებას მოგაგონებთ და ხშირად ქირაობენ ფილმების გადაღებების დროს.

როგორ მოხვდებით საბაუდიაში? თუ მანქანას დაიქირავებთ, გაყევით პონტინას გზატკეცილს. საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან კი პირდაპირი ავტობუსები (რომი-საბაუდია) დადის რომა ლაურენტინას ტერმინალიდან. მგზავრობის დრო 1-1.5 სთ.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ესპანეთიესპანეთი
ესპანეთი17 სექ 2026

6 ნაკლებად ცნობილი ხმელთაშუაზღვის მიმართულება სანტორინის და ამალფის სანაპიროს ნაცვლად

პორტო-ერკოლე, კორჩულა, პაროსი, სენ-ჟან-კაპ-ფერა, მენორკა და მალტა: ხმელთაშუა ზღვის 6 ალტერნატივა სანტორინისა და ამალფის ნაცვლად.

იტალიაიტალია
იტალია31 აგვ 2026

6 მიმართულება, რომელიც ჰომეროსის “ოდისეას” ცნობილი მითების შთაგონებად იქცა

ითაკა, ჩირჩეოს ეროვნული პარკი, მესინის სრუტე, აჩი-ტრეცა და გოზო: რეალური ადგილები, რომლებმაც ჰომეროსის „ოდისეას“ მითები შთააგონა.

იტალიაიტალია
იტალია20 აგვ 2026

დაუწერელი კანონები, რომლებიც იტალიაში ვიზიტამდე უნდა გაითვალისწინოთ

მისალმება, ჩაცმა, საუზმე, ყავა ბართან, კაპუჩინოს წესი და რესტორნის გადასახადები: რა უნდა იცოდეთ იტალიაში წასვლამდე. იმოგზაურეთ „შენს მეგზურთან“ ერთად.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე