საკულტო ქალაქების მიღმა, რომელიც ჩრდილოეთ ესპანეთში მოგზაურობისას გზად შეგხვდებათ, კატალონიის, არაგონის, ნავარას თუ ბასკიას გავლისას ბევრ ისეთ საინტერესო ადგილს აღმოაჩენთ, რომლებიც საერთაშორისო ტურისტების მიერ აღმოჩენილი არაა.
დღე 1: იხილეთ ცნობილი გაუდის არქიტექტურა ბარსელონაში
იუნესკოს სიაში შემავალი არქიტექტურის დათვალიერებაში შესაძლოა ბევრი დრო გაატაროთ, მაგრამ როდესაც დრო შეზღუდულია, დაგეგმეთ ის ერთ დღეში. პირველ რიგში, მოინახულეთ საგრადა ფამილია, რომელიც ანტონიო გაუდიმ 140 წლის წინ დააპროექტა. ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი სახლია კასა ვისენსი (Casa Vicens); გაუდის პირველი შედევრი. უფრო მოდერნიზებულია ლა პედრერა და კასა ბატიო. გირჩევთ შეხვიდეთ კასა ვისენსის შიგნითაც, სადაც ულამაზესი ფილები, ყვავილოვანი დეტალები და მავრიტანული თუ აზიური გავლენები დაგხვდებათ.

დღე 2: ებროს დელტა
ებრო დელტა კატალონიის უდიდესი ჭარბტენიანი მიწაა, ცნობილი ბრინჯის ველებით და ტბებით, რომელიც გარშემორტყმულია საფეხმავლო და საველოსიპედო გზებით. ამ დაცულ ტერიტორიაზე ჩიტებზე დაკვირვებასაც შეძლებთ. იხილავთ ფლამინგოებს ტბის გარშემო. კატალონიის ეს ულამაზესი ნაკრძალი მოგხიბლავთ ხედებით და ტრაბუკადორის სანაპიროთი.

დღე 3: დალიეთ ღვინო პრიორატის მევენახეობებში
პრიორატი კატალონიის ერთადერთი მხარეა, სადაც შუქნიშნები არაა. აქ უგემრიელესი ხმელთაშუაზღვიური პროდუქტები დაგხვდებათ. მათ შორის, ზეთისხილი, ნუში და რა თქმა უნდა, ღვინო. მიუძღვენით მესამე დღე ესპანური ღვინის დაგემოვნებას. მიაშურეთ ნებისმიერ მევენახეობას ღვინის ტურისთვის. გაიაზრებთ თუ რამდენად აფასებენ ესპანეთის ამ რეგიონში ყურძენს და ღვინოს.

დღე 4: იცურავეთ შუასაუკუნეების სოფლის, ალკაზარის ფირუზისფერ წყალში
ალკაზარი მთაზე გაშენებული შუასაუკუნეების სოფელია, რომელიც გზაზე უეცრად თვალისმომჭრელად გადაგეშლებათ. აქ ახლად აშენებული სახლები აუცილებლად უნდა იმეორებდნენ სოფლის არქიტექტურულ სტანდარტებს. მოინახულეთ რიო ვეროს კანიონი და დატკბით ფირუზისფერ წყალში ცურვით.

დღე 5: არაგონის კანიონები
მოიარეთ სიერა დე გუარას ეროვნული პარკი ფეხით და სურვილის შემთხვევაში კანოეთი. წაიღეთ თან წასახემსებელი და კანიონის ბოლოში ულამაზესი ხედის ფონზე ლანჩისთვის შეჩერდებით.

დღე 6: ორდესა და მონტე პერდიდოს ეროვნული პარკი
ესპანეთის პირენეებში ერთი დღის განმავლობაში ყველა სეზონს გამოსცდით. ეს პარკი მშვენიერი დასალაშქრია ზამთარ-ზაფხულ. მოინახულებთ წყლის ულამაზეს კასკადს და მწვანე ხედებით დატკბებით.

დღე 7: ბარდენას ბუნების პარკი
ეს პარკი ევროპის უდიდესი დემოგრაფიული უდაბნოა. აქ ტურებზე მაღალი გამავლობის მანქანებით ან კვადროებით შემოდიან. ბარდენას პარკის მთავარი ღირსშესანიშნაობაა საკულტო ბუნებრივი სვეტი – Castildetierra.

დღე 8: ნავარა ესპანურ-ფრანგულ საზღვართან ახლოს
ეს გზა ცნობილი სავაჭრო გზაა, რომელიც ფრანცისკო ფრანკოს დიქტატორობის დროს საფრანგეთსა და ესპანეთს შორის პროდუქტების გაყიდვისთვის გამოიყენებოდა. აქ ბასკურად საუბრობენ. მიირთვით ადგილობრივი თევზის და ხორცის კერძი და ღვინო ავთენტური გამოცდილებისთვის.

დღე 9: პინტჰოსის ტური დონოსტია-სან სებასტიანში
დონოსტია-სან სებასტიანი არის ქალაქი, რომელიც თითქოს სიამოვნებისთვის ააგეს. აქ უბრალოდ არსებობაც კი არდადეგებს ჰგავს. საუკეთესო გზა ადგილობრივი გემრიელობების გასასინჯად პინტჰოსის ტურის აღებაა. პინტჰოსი ბასკური სნექია, რომელსაც როგორც წესი მიირთმევენ დილის 11-დან 3 საათამდე და შემდეგ საღამოს, 7 საათიდან, როცა ბარებში გადიან.

დღე 10: დაკტბით გამოფენებით ბილბაოში
ბევრი ვიზიტორი მიდის სან-სებასტიანის სანახავად, მაგრამ არ აქცევენ ყურადღებას ბილბაოს. ამ ქალაქში არქიტექტურული სტილის შთამბეჭდავ ეკლექტურ ასორტიმენს აღმოაჩენთ. შეგხვდებათ როგორც გოთიკური, ასევე თანამედროვე ნიმუშები. მთავარი ძეგლი კი გეგუნჰეიმის მუზეუმია – საოცრება როგორც გარედან, ასევე შიგნიდან. დაუთმეთ ბოლო დღე ხელოვნებას ამ ქალაქში.









