კატალონია არის რეგიონი, რომელსაც ყველაფერი აქვს. ბარსელონადან რამდენიმე საათის გზაზე მდებარე ამ საუცხოო მხარეს აქვს მთები, ციხესიმაგრეები, მონასტრები და ანტიკური ნანგრევები. წყლისპირი ორ ნაპირადაა გაყოფილი: ჩრდილოეთი ქვიან გამოქვაბულებს და კოსტა ბრავას პატარა სოფლებს მოიცავს, სამხრეთი კოსტა დაურადას ქვიშიან ნაპირებს. ხმელთაშუაზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ ისტორიული ანტიკური ძეგლები მდებარეობს, რომლებიც თავგადასავლების მაძიებლებს უხმობს.
1. გაისეირნეთ ჟირონას ქვაფენილიან ხეივნებში და შუასაუკუნეების ებრაულ უბანში
როდესაც ძველი ჟირონასკენ საფეხმავლო ხიდს გადაივლით, უკან წარსულში გადაინაცვლებთ. ქალაქი სამი მდინარის შერწყმის ადგილას აშენდა და ანტიკური რომაული იმპერიის პერიოდით თარიღდება. ჟირონას ძველი უბანი შუასაუკუნეების შარმს ინარჩუნებს. მათი ებრაული ისტორია კარგადაა შემონახული ისტორიის მუზეუმში.

2. აღმოაჩინეთ ტრადიციული სოფლები და ფარული სანაპიროები კოსტა ბრავაზე
თუ მხოლოდ ერთი ადგილი უნდა შეარჩიოთ კოსტა ბრავაზე, შეარჩიეთ კადაკესი (Cadaqués) – წყლისპირა სოფელი ქვის სანაპიროებით, თეთრი შენობებით და ქვაფენილიანი ქუჩებით. ის ეროვნულ პარკთან მდებარეობს და არტისტებისა და ცნობილი ადამიანებისთვის ყოველთვის საყვარელი დასასვენებელი მიმართულება იყო. გაისეირნეთ გამოქვაბულების მახლობლად: ფიჭვის ხეებით და სუბტროპიკული ყვავილებით.

3. დალაშქრეთ ტბისპირა ბილიკები
კატალონიის ერთადერთი ეროვნული პარკი (Parc Nacional d’Aigüestortes i Estany de Sant Maurici) პირენეის მთებზე, რომლებიც ესპანეთს და საფრანგეთს ერთმანეთისგან ყოფენ, გასაოცარ გამოცდილებას შეგვძენენ. აქ 200-მდე ტბა მდებარეობს.

4. აღმოაჩინეთ სალვადორ დალის აფსურდის თეატრი ფიგუერესში
კადაკესში სალვადორ დალიმ თავისი ინსპირაცია იპოვნა, მაგრამ, ფიგუერესში მისი ცხოვრებისეული შემოქმედება დალის მუზეუმში დიდ გამოფენად გადაიქცა. 1974 წელს გახსნილი დალის მუზეუმის ფასადი ბევრ სიურეალისტურ სურათს და იდეას წარმოგვიდგენს.

5. დატკბით რომაული ნანგრევებით ტარაგონას გულში
ტარაგონა პირველი ქალაქია, სადაც რომაელები დაფუძნდნენ მას შემდეგ რაც იბერიულ ნახევარკუნძულზე დადგეს ფეხი. ის რეგიონის დედაქალაქი ასობით წლის მანძილზე იყო. ანტიკური ქალაქის ნაშთებს მის ძველ ქალაქში ყველგან იხილავთ. განსაკუთრებული ძეგლია ამფითეატრი და კათედრალი.

6. გაერთეთ სიტჯში (SITGES)
ბარსელონადან მატარებლით სიტჯში მოხვდებით, ულამაზესი სანაპიროების და ცოცხალი ღამის ცხოვრების ადგილას. თუმცა, სიტჯი არაა მხოლოდ სანაპირო და წვეულებები, მას ისტორიული ცენტრი აქვს, სადაც ძველ ქუჩებში გაისეირნებთ.

7. შენიშნეთ ფლამინგოები ეკოლოგიურად მდიდარ წყლებში
DELTA DE L’EBRE – 20 კმ სიგრძის შლამისგან წარმოქმნილი მიწაა კატალონიის სამხრეთ საზღვართან. აქ იხილავთ ფლამინგოებს, ლაგუნებს და წყალზე არეკლილ მზის ჩასვლას. მიგრაციის სეზონი ოქტომბერი-ნოემბერია.

8. ესტუმრეთ ვენახებს პენედესში
ესპანეთის ერთ-ერთი საუკეთესო ღვინო პენედესიდან (Penedès) მოდის. მომხიბვლელი ისტორიული ქალაქი ვილაფრანსა დელ პენედესი მისი გულია. აქ მსუბუქ თეთრ და გემრიელ წითელ ღვინოს ამზადებენ. ვიზიტორებს საშუალება ექნებათ რეგიონის ტოპ მევენახეობებს ეწვიონ. ტურები 1 სთ გრძელდება.











