ველური სანაპირო ზოლით, მთებით, ლამაზი სოფლებით და ქალაქებით, პორტუგალია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა. ჩაიძირეთ პორტუგალიურ ისტორიაში პორტოში, იცურავეთ ალგარვეში და გაისეირნეთ წყნარ ქუჩებზე. შენი მეგზური აქ 2 კვირიან მოგზაურობას დაგიგეგმავთ.
დღე 1-4: ლისაბონი
დაიწყეთ მოგზაურობა ლისაბონში, პორტუგალიის დედაქალაქში, ეს ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ის ცნობილია მომხიბვლელი ქუჩებით, ლამაზი შენობებით და ავთენტური ტრამვაებით. გაატარეთ დღე მზის ქვეშ, დასხედით მყუდრო კაფეებში ქალაქის სხვადასხვა უბანში. ლისაბონის სხვადასხვა უბნები სავსეა ისტორიით და კულტურით. დაათვალიერეთ მისი მუზეუმები და ხელოვნების გალერეები და ისეირნეთ ვიწრო ხეივნებში. აღმოაჩინეთ საკულტო ვარდისფერი ქუჩა, დაიკარგეთ უძველესი უბნის, ალფამას ლაბირინთებში. სადაც არ უნდა გაიაროთ, ლისაბონის სილამაზე და სიფერადე ნამდვილად მოგხიბლავთ.

1 დღიანი ტური სინტრაზე
დედაქალაქის აღმოჩენის შემდეგ, მიუძღვენით 1 დღე ზღაპრული ქალაქის, სინტრას მონახულებას. ეს შთამბეჭდავი იუნესკოს ძეგლი მოიცავს ციხესიმაგრეებს, ფერად სასახლეებს და ეგზოტიკურ ბაღებს. ლისაბონიდან აქ 40 წუთიანი მატარებლის გზით მოხვდებით. სიმწვანეში ჩაფლული სინტრა ლისაბონში ყოფნისას აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია.

დღე 5: პორტო კოვო
ეწვიეთ ტრადიციულ სათევზაო სოფელს – პორტო კოვოს. თეთრი სახლები აქ მშვიდი პატარა მოედნების და ქვაფენილიანი ქუჩების გარშემოა მოქცეული. ეს სარელაქსაციო პატარა ქალაქი საოცარ ატმოსფეროს, მშვიდ სანაპიროებს და გემრიელ ზღვის პროდუქტებს აერთიანებს. ლისაბონიდან პორტო კოვოზე მანქანით 2 საათის სავალი გზაა, ხოლო ავტობუსით 2.5 საათის.

დღე 6-8: ალგარვე
ორკვირიანი პორტუგალიის გეგმის ერთ-ერთი საკვანძო ადგილი ალგარვეს რეგიონია. ეს პორტუგალიის მარგალიტია. დატკბით სუნთქვაშემკვრელი სანაპიროთ, საოცარი გამოქვაბულებით და ტალღებით, რომლებიც სერფერებს მუდამ იზიდავთ. შეგიძლიათ აიღოთ ტური ბენაგილის შთამბეჭდავ გამოქვაბულებში. დასარჩენის დასაჯავშნად მოგვმართეთ და ჩვენი ოპერატორები აუცილებლად დაგეხმარებიან.

დღე 9: ევორა
მზის აბაზანების შემდეგ, მიაკითხეთ შუასაუკუნოვან ევორას. ეს ალენტეჯოს რეგიონის გულია. ევორამ მისი ისტორიის და არქიტექტურის გამო იუნესკოს სტატუსიც მიიღო.

დღე 10: ობიდოსი
განაგრძეთ გზა “დედოფლების ქალაქში”. ობიდოსი ამ ქვეყნის განსაკუთრებული ადგილია, პორტუგალიური სამოთხე. აქაურ ფერად ყვავილებს პორტუგალიელი მეფეები თავიანთ დედოფლებს ჩუქნიდნენ. გაუყევით ციხესიმაგრის კედლებს, რომლებიც ქალაქს აქვს გარშემორტყმული. ევორადან ობიდოსამდე მატარებლით ან ავტობუსით შეგიძლიათ მისვლა.

დღე 11: დუოროს ველი
მოგესალმებით დუოროზე, სადაც ბევრი პორტი, მწვანე მთები, დაუსრულებელი ვენახები, მდინარე და სალაშქრო ბილიკებია. შეგიძლიათ დაჯავშნოთ ღვინის ტური, რადგანაც დუორო ერთ-ერთი უძველესი ღვინის რეგიონია მსოფლიოში და პორტოდან ესპანეთის საზღვრამდეა გადაჭიმული. ობიდოსიდან დუორომდე 8 საათიანი ავტობუსის ან მატარებლის გზაა, მაგრამ მგზავრობისას ულამაზესი ხედებით დატკბებით. აუცილებლად გაატარეთ 1 ღამე აქ.

დღე 13+14: პორტო
2 კვირიანი მოგზაურობის ბოლო გაჩერება პორტოა. მისი მონახულების გარეშე ამ ქვეყნიდან არ უნდა წამოხვიდეთ. ევროპის ერთ-ერთი უძველესი ცენტრი იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ფლობს. აღმოაჩინეთ მაგიური წიგნის მაღაზიებიც. დუოროს ველიდან პორტომდე მატარებლით 2 საათის გზაა. უკან გამოსაფრენად შეგიძლიათ დაბრუნდეთ ლისაბონში ან წამოხვიდეთ პორტოდან.











