შვეიცარიის სარკინიგზო ტური (Grand Train Tour) ქვეყნის ყველაზე ლამაზ ადგილებს მოგატარებთ. გაივლით 1280 კმ-ს და საოცარ ბუნებას, ქალაქებს, სასახლეებს, ტბებს და მთებს აღმოაჩენთ. მას ადვილად დაჯავშნით რკინიგზის ვებსაიტზე. შემოთავაზებულია პირველი და მეორე კლასის ბილეთები ბიუჯეტის და კომფორტის მიხედვით.
მგზავრობის ხანგრძლივობა: 14 დღე; 880კმ
გაჩერება 1: შაფჰაუსენ-რაინის ჩანჩქერები
ეს ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ჩანჩქერი (SCHAFFHAUSEN-RHINE) ბაირონის და გოეთეს შთაგონებად იქცა. გზის სიგრძეა 46 კმ, რომელსაც მატარებელი 30 წუთში ფარავს. მოინახულეთ გადმოსახედები ან ჩასხედით ნავში. აქვე მდებარე სელდას ვილაში ღამის გატარებაც შეგიძლიათ.

გაჩერება 2: ციურიხი
ამ გზის მეორე გაჩერება საშუალებას მოგცემთ კულტურის პულსი შეიგრძნოთ. ციურიხის პოსტ-ინდუსტრიული ქარხნები დღეს სტუდიოებად, მაღაზიებად და ბარებადაა გადაკეთებული. დარჩით ციურიხში, სანამ ისევ მატარებელში ახვალთ და შვეიცარიულ მოგზაურობას განაგრძობთ.

გაჩერება 3: ლუცერნი
ლუცერნი მთებითა და ფირუზისფერი წყლით თქვენს გულს ნამდვილად მოიგებს. ალტშტადი პირველი შემოგეგებებათ ხიდებით, პასტელური სახლებით და პლაზებით. ეს პატარა ქალაქი ცნობილია ლუცერნის კლასიკური მუსიკის ფესტივალით, რომელიც აქ გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე იმართება.

გაჩერება 4: ბრიენზი
ამ საოცარი ტბის დათვალიერება ბორნითაც შეგიძლიათ. აქ ევროპის უძველესი ფუნიკულიორი მდებარეობს რომელიც 1879 წლით თარიღდება. დარჩით ერთი ღამით მაინც. აქედან მონტრომდე 3.3 სთ დაგჭირდებათ და ფრანგულენოვან შვეიცარიაშიც გადაინაცვლებთ.

გაჩერება 5: მონტრო
მეხუთე გაჩერება ულამაზესი მონტროა,ს ადაც ჟენევას ტბის ხედები და შორიდან მომზირალი ფრანგული ალპები დაგატკბობთ. ქალაქი მწერლებს და არტისტებს მე-19 საუკუნიდან შთააგონებს. აქ ტარდება ლეგენდარული ჰაზ ფესტივალიც, სადაც ადრე ელა ფიცჯერალდი, დევიდ ბოუი და ფრედი მერკურიც კი გამოსულან. გირჩევთ შუასაუკუნეების შატო შილონს. მატარებლით მგზავრობის დრო დაახლოებით 2.3 სთ-ია.

გაჩერება 6: ზერმატი
თუ ალპური ბილიკების დალაშქვრა გსურთ, ზერმატი ამისათვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მატერჰორნის სამოთხეში საშუალება გექნებათ მყინვარები და მთის მწვერვალები შეათვალიეროთ, რომელთა სიმაღლე ზღვის დონიდან 4000 მეტრს ცდება. ეწვიეთ მატერჰორნის მუზეუმსაც. თუ მატარებელში პანორამულ ფანჯარასთან დასხდებით, ხედები კიდევ უფრო შთამბეჭდავას აღსაქმელი გახდება. მატარებელი აქ მთელი წელი ოპერირებს 6 კვირის შეზღუდვის გარდა (ოქტომბრის შა რიცხვებიდან დეკემბრის დასაწყისამდე).

გაჩერება 7: სან მორიცი
შვეიცარიის გამორჩეული კურორტი სან მორიცი, ტბის ნაპირებთან მდებარეობს. ის ალპური ტურიზმის პოპულარული მიმართულებაა და შვეიცარიის “დიდი ტურის” მარშრუტის დასკვნით ნაწილად წარმოგიდგენთ. გზად გაივლით იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ბერნინას ხაზს, რომელიც გამორჩეული ხედებით გამოირჩევა.











