მსოფლიო დონის სანაპირო ზოლით, მომაჯადოებელი მთისპირა სოფლებითა და სულ უფრო პოპულარული შიდა რეგიონული ტურიზმით, კოტ-დაზური (იგივე ლაჟვარდოვანი ნაპირი) მუდამ ელეგანტური და საოცრად მრავალფეროვანია. სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულის წინ, საფრანგეთის ეს კუთხე იტალიისკენ მიმავალი მოგზაურებისთვის მხოლოდ დროებითი გასაჩერებელი პუნქტი იყო. თუმცა ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ჩრდილოეთიდან ახალი სარკინიგზო ხაზი გაიყვანეს, რომელმაც აქ უამრავი უცხოელი ჩამოიყვანა, რეგიონისთვის დამახასიათებელი თბილი ზამთრისთვის. ამ რეგიონის ზუსტი საზღვრები დღემდე გაურკვეველია. ზოგჯერ კოტ-დაზურის საზღვრებს სან-ტროპემდე ან იერამდეც კი ავლებენ. თუმცა, იმაზე არავინ დაობს, რომ კანის ყურიდან მენტონამდე გადაჭიმული ზოლი, საფრანგეთის ნამდვილი, კაშკაშა ლურჯი სანაპიროა. სწორედ მის გულშია მოქცეული თავადმომწონე მონაკოც.
1. ნიცა
საუკეთესო ელეგანტური არქიტექტურისა და სანაპიროებისთვის
კოტ დაზურის დედაქალაქად აღიარებული ნიცა იუნესკოს ზამთრის კურორტადაც ითვლება. ეს ქალაქი თავის ბრწყინვალე რეპუტაციას ლამაზ სანაპიროებს, პალმებს, მზიან ამინდებს, გემრიელ საკვებს, ღვინის ბარებს და ტრენდულ მაღაზიებს უმადლის. მოინახულეთ მე-19 საუკუნის შთამბეჭდავი ოპერის შენობა, ძველი უბანი და მასენას მუზეუმი. დატკბით 360 გრადუსიანი ხედებით ქალაქზე და ზღვაზე, ადით კოლინის შატოზე და გაიარეთ ინგლისურ ბულვარში.

2. ვილეფრანშ-სუღ-მეღი
საუკეთესო წყლისპირა სეირნობისთვის
ეს ფოტოგენური პატარა ქალაქი ხმაურიან, დატვირთულ ქალაქებს არ ჰგავს. აქ მშვიდი სოფლური ცხოვრება დაგხვდებათ, ბაზრობებთან ადგილობრივების საუბრით და მშვიდი ატმოსფეროთი. გაისეირნეთ მე-16 საუკუნის ციხესიმაგრის ჩრდილში, შეიტყვეთ მეტი სათევზაო ტრადიციების შესახებ.

3. კანი
საუკეთესო ადგილი კინოსა და გლამურისთვის
საკულტო კინოფესტივალით ცნობილი კანი პირველ რიგში სუპერიახტებით, მდიდრული მანქანებით და ბუტიკებით გვაოცებს. მის ნაპირებს ღია ფერის სათევზაო ნავები კიდევ უფრო აფერადებენ. გაისეირნეთ სუქეთში, ქალაქის უძველეს უბანში მშვიდი ქუჩებით, შუასაუკუნების სახლებით და ყვავილებიანი აივნებით. ეწვიეთ სასახლე-მუზეუმს და მე-17 საუკუნის ნოტრ დამის ეკლესიას. ბორნით 20 წუთი ხანგრძლივობის მგზავრობით მოინახულებთ პატარა კუნძულ სტე-მარგერიტს.

4. ანტიბე
საუკეთესო ადგილი კრეატივისთვის
ანტიბე კანიდან 20 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. აქ განსაკუთრებით აღსანიშნავია შემოდგომის ფესტივალი, რომლის დროსაც კედლები ინსტალაციებითა და ქუჩის მხატვრობით ირთვება. გაისეირნეთ საყვარელ ქვაფენილიან ძველ ქალაქში, რომელიც არტისტებს და მწერლებს ძლიერ უყვარდათ, მათ შორის იყო პაბლო პიკასო. მოინახულეთ მხატვრის სტუდიოს შატო გრიმალდიში.

5. მონაკო
საუკეთესო მდიდრული ხედებით
ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკზე პატარა მონაკო, სადაც მოსახლეობა დაახლოებით 38000-ია, ზომით მეორე ყველაზე პატარა ქვეყანაა მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ მონაკოს ტერიტორიის 20% ბაღებს უკავია. მონტე კარლოს კაზინოსთან ერთად, არ გამოგრჩეთ პრინცესა გრასის ინგლისური სტილის ბაღი 6000 ვარდით. აქ ყველაფერი ერთმანეთთანაა ახლოს.

6. სან-ჟან-კაპ-ფერატი
საუკეთესო ძველი ეპოქის ვილებით
სან-ჟან-კაპ-ფერატი ბრწყინვალე ადგილი აღმოჩნდა დიდი კერძო რეზიდენციებისთვის. აქ შეგიძლიათ მდიდრული სახლების ხედებით დატკბეთ. მთავარი მარგალიტია ვილა ეფრუსი – ბელ ეპოქის გამორჩეული ვილა ლუი მე-16-ს ავეჯით და ძვირადღირებული ნახატებით. დაათვალიერეთ ბაღებიც ვილის გარშემო.

7. მანდელიო-ლა ნაპული
საუკეთესო ბაღებისთვის
საკურორტო ქალაქი Mandelieu-La Napoule “მიმოზების დედაქალაქადაა” ცნობილი. მისი უზარმაზარი ნაპულის შატო წყლისპირა შუასაუკუნეების ციხესიმაგრეა შთამბეჭდავი ბაღებით. როგორც ხელოვნების დიდი ნიმუში, შენობა ღიაა ვიზიტორებისთვის. თებერვალში შეძლებთ დაესწროთ 5-დღიან მიმოზების ფესტივალს.

8. გრასი
საუკეთესო სუნამოს სახლებისთვის და მუზეუმებისთვის
გრასს პარფიუმერიის მსოფლიო დედაქალაქს უწოდებენ. მას იუნესკოს წოდება 2018 წელს მიენიჭა. მოინახულეთ სამი მთავარი სუნამოს სახლი. შეგიძლიათ დაჯავშნოთ ვორქშოფებიც. მოინახულებთ პარფიუმერიის უდიდესს ბაღსაც, სადაც სუნამოებში გამოყენებული ყველაზე ცნობილი მცენარეები ხარობს. ასევე, არ გამოგრჩეთ კოსტიუმების და საკმაულის მუზეუმი.

9. მენტონი
ქალაქი ლიმნის სურნელით
ესაა საფრანგეთის ბოლო წერტილი იტალიის საზღვრამდე, რომელიც ლიმნის ხეების ყვავილობითაა გაჟღენთილი. ციტრუსის დღეობაზე, თებერვალში ქუჩები ყველა ტონალობის ყვითლად და ნარინჯისფრად ირთვება. ისიამოვნეთ გიგანტური ციტრუსების გამოფენით ბიოვეს ბაღებში. აქედან მოინახულებთ ევროპის ყველაზე მაღალ და საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სოფელ, სტე-აგნესს.

10. ეზე
საუკეთესო შთამაგონებელი სანაპირო პანორამებისთვის
კოტ დაზურის ერთ-ერთი მარგალიტია ეზე, რომლის ვიწრო შუასაუკუნეების ქუჩებს ერთ საოცარ ადგილამდე, ეზეს ეგზოტიკურ ბაღებამდე მივყავართ. ძველ შატოსთან აქ წყნარი კაქტუსის ბაღები მდებარეობს.

11. მერკანტურის ეროვნული პარკი
საუკეთესო ალპური ლაშქრობისთვის
მერკანტურის ეროვნული პარკი ნიცას ჩრდილოეთით 80 კმ-ში მდებარეობს. აქ შეძლებთ დატკბეთ ველური ბუნებით, ალპური ბილიკებით და ლამაზი ბუნებით. პარკშ მდებარეობს კრისტალივით სუფთა ტბები.

12. სან-პოლ-დე-ვენსი
საუკეთესო ღვინის დასაგემოვნებლად
კანიდან 40 წუთის სავალზე მდებარე ეს სოფელი ზაფხულში ტურისტულად საკმაოდ პოპულარულია. სან-პოლ-დე-ვენსი გამორჩეულია ვენახებით და შუა საუკუნეების ციხესიმაგრეებით.











