ხმელთაშუაზღვის ქვეყანა სამი მთავარი კუნძულისგან შედგება: მალტისგან, გოზოსგან და კომინოსგან. მალტა ვიზიტორებს საინტერესო ისტორიით, მსოფლიოს უძველესი ქვის სტრუქტურებით და სანაპირო ზოლებით იზიდავს. წყალი კრისტალივით სუფთა და თბილია და აქ ზაფხულიც დიდხანს ხანგრძლივდება. 2 დღეც საკმარისია იმისთვის, რომ მალტა მოინახულოთ. ჩვენ აქ საუკეთესო 48 საათს დაგიგემავთ.

დღე 1 – დილა

დაიწყეთ დღე კულტურაში ჩაძირვით. საუზმის შემდეგ, მალტას დედაქალაქი, ვალეტა აღმოაჩინეთ. ფეხით მოსავლელი ქალაქის ცენტრი ბაროკოს ეპოქის არქიტექტურას და მონუმენტებს წარმოგვიდგენს. ვალეტას მთავარი ღირსშესანიშნაობა წმ. ჯონის კათედრალია საოცარი ინტერიერით და ხედით ბარაკას ბაღებზე. ეწვიეთ ომის მუზეუმსაც.

შუადღე

რესპუბლიკის და ბაზრობის ქუჩები ბევრ ადგილს გვთავაზობენ ლანჩის მისართმევად. დააგემოვნეთ მალტის ტრადიციული კურდღლის კერძი: stuffat tal-fenek ანდაც რომელიმე ქუჩის სწრაფი საკვები. ლანჩის შემდეგ, ვალეტას სანაპიროს ეწვიეთ და შეგიძლიათ 2 ევროდ გონდოლას მსგავს ნავებს დიდ ნავსადგურამდე გაყვეთ.

შუდღე ვიტორიოსას, სენგლის და კოსპიჩუას დათვალიერებაში გაატარეთ. ისინი სასიამოვნო სანაპირო ზოლს და მშვიდ სასეირნო ადგილს წარმოგვიდგენენ – დატვირთული ვალეტას საპირისპიროდ.

საღამო

წადით მდინაზე. ეს ქალაქი მეშვიდე საუკუნეში აღმოაჩინეს და მე-16 საუკუნემდე დედაქალაქს წარმოადგენდა. ქვის არქიტექტურა ბაროკოს პერიოდს აღბეჭდავს. გაისეირნეთ ვიწრო ქუჩებზე და დატკბით იმით, რომ აქ მანქანები არ დადიან. უყურეთ მზის ჩასვლას  ანტიკური შენობების მიღმა და იპოვნეთ რესტორანი ძველ ქალაქში.

დაბრუნდით უკან ვალეტაში. შეიარეთ ბარებში, ისეირნეთ ან უბრალოდ დაისვენეთ სასტუმროში.

დღე 2 – დილა

ჩაიძირეთ მალტას პრეისტორიულ წარსულში და ეწვიეთ მის ანტიკურ არქეოლოგიურ ნანგრევებს. The Ħal Saflieni Hypogeum უძველესი მიწისქვეშა ოთახებია ვალეტას სიახლოვეს. კუნძულის სამხრეთ ნაწილში კი Ħaġar Qim temple მდებარეობს და ის მსოფლიოს უძველესი ქვის სტრუქტურაა, სტოუნჰენჯის და ეგვიპტის პირამიდების დროინდელი.

გაყევით ტაქსს ან ავტობუსს Cirkewwa-ში, საიდანაც ბორანს გოზოს კუნძულამდე გაყვებით. გაატარეთ დრო სანაპიროებზე.

შუადღე

ნავსადგურიდან დაათვალიერეთ გოზოს ცენტრი, მიირთვით მალტური პიცა – ftira ghawdxija.

მოგვიანებით ესტუმრეთ რამლას – გადმოსახედს გოზოს ქვიშიან სანაპიროზე. საღამოსკენ კი ბორანით მალტაზე დაბრუნდით, რათა ბოლო საღამო ქალაქში გაატაროთ.

ალტერნატიული შუადღე მალტაზე:

ეწვიეთ ფერად სათევზაო სოფელს სახელად – Marsaxlokk. იპოვნეთ ბარი ზღვასთან და დატკბით ახლად მომზადებული ზღვის პროდუქტებით. ლანჩის შემდეგ, საკულტო ნავსადგურს ეწვიეთ, სადაც ნავების თვალიერებით თვალს დაატკბობთ.

მოინახულეთ წმ. პეტრეს აუზი – ბუნებრივად შექმნილი აუზი ზღვაში კლდეებს შორის. შეგიძლიათ იცურაოთ ან უბრალოდ ადგილმდებარეობით დატკბეთ. გაყევით ნავს ლურჯ გამოქვაბულში, რომელიც მხოლოდ წყლის გზითაა ხელმისაწვდომი.

დაბრუნდით ვალეტაში ღირსშესანიშნაობების სანახავად და საშოპინგოდ. საღამოს ვალეტას რომელიმე რესტორანში ივახშმეთ. ამის შემდეგ, კუნძულის ღამის ცხოვრება გამოსცადეთ და Paceville-ს ესტუმრეთ – დატვირთული ბარების და კლუბების უბანს.