თუ გეგმავთ, რომ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პატარა ქვეყანას, მალტას 7 დღით ეწვიოთ, ჩვენ აქ საუკეთესო ერთ კვირას დაგიგეგმავთ.

1) ვალეტა (1.5 დღე)

მალტას აეროპორტიდან წაყევით X4 ავტობუსს, რომელიც აეროპორტიდან ყოველ 30 წუთში გადის. ის 1.50€ ღირს და ვალეტას ცენტრამდე 25 წთ სჭირდება.ტაქსი 15 ევროდ 15 წუთში მიგიყვანთ.

სასტუმროში ბარგის დატოვების შემდეგ, გაისეირნეთ ქალაქში. ამ ბლოგიდან ამოარჩიეთ თქვენთვის სასურველი ღირსშესანიშნაობები.  მოკლე დროისთვის ჩვენ გირჩევთ წმ. ჯონის კათედრალს; დიდი ოსტატის სასახლეს (Grand Master’s Palace); ბარაკას ბაღებს, რესპუბლიკის და მერჩანტის ქუჩებს. აქ ბევრი მაღაზია და კაფე-ბარია. სუვენირები სჯობს ვალეტას ნაცვლად სხვა ქალაქებში შეიძინოთ.

2) მელიეჰა (2 დღე)

თუ მანქანის დაქირავებას გადაწყვეტთ, გეტყვით, რომ მალტაზე ფასები 5 დღისთვის 35 ევროდან იწყება, დაზღვევა დღეში 11 ევროა და სრული ხარჯი დაახლოებით 90 ევრო იქნება.

ვალეტადან მელიეჰამდე, გზად ორი ულამაზესი ქალაქის მონახულებაც შეგიძლიათ. ესენია მდინა და რაბათი. მდინა მალტას ყოფილი დედაქალაქია. მას ფეხითაც მოივლით და ყველა ღირსშესანიშნაობას დაათვალიერებთ. სოფელ მოსტაში კი რომის პანთეონით შთაგონებული მონუმენტური ტაძარი დგას.

შემდეგ მელიეჰას საოცარი სანაპიროები მოინახულეთ:

  • Gejna Bay – იდეალური ფეხით სასეირნოდ
  • Ghajn Tuffieha Bay – უნიკალური ფორმის ქვებით
  • Golden Bay – ოქროსქვიშიანი ქვიშით
  • Paradise Bay – გამჭვირვალე კამკამა წყლით
  • Mellieha Bay – ყველაზე დიდი ქვიშიანი ნაპირო

მოინახულეთ კომინოს კუნძულის ცისფერი ლაგუნაც. აქ ზაფხულში ძალიან ბევრი ხალხია, მაგრამ მაინც აღგაფრთოვანებთ. შეუერთდით რომელიმე ნავის ტურს ამ უნიკალურ ადგილზე მოსახვედრად. ისინი მალტას ყველა ქალაქიდან მოძრაობენ. ბიუჯეტური კვებისთვის მიაკითხეთ მოსიარულე საკვებ ობიექტებს, რომლებიც გემრიელ სენდვიჩებს და სასმელს ხელმისაწვდომ ფასში ყიდიან.

3) გოზო (2 დღე)

მალტაზე გატარებული მოგზაურობის მესამე თავია გოზო – მალტას პატარა კუნძული. გოზომდე ბორანს უნდა გაყვეთ Cirkewwa-დან, რომელიც მელიეჰადან 10 წუთის გზაზეა. ისინი ძალიან ხშირად დადიან. დაიწყეთ მთავარი ქალაქით, ვიქტორიათი. მისი ციტადელი აუცილებლად სანახავია ქალაქში. იქიდან გოზოზე 360 გრადუსიანი ხედით დატკბებით.

მოინახულეთ კანიონები და დაისვენეთ სუფთა წყალში. გოზოს ბევრი სასიამოვნო სანაპირო აქვს. მათ შორისაა:

  • Ramla Bay – გოზოს უდიდესი სანაპირო მოწითალო ქვიშით. იდეალური ბავშვებისთვის.
  • San Blas beach – სანაპირო დიდი ქვებით.
  • Ta’Cenc – კლდოვანი ნაპირი ულამაზესი მზის ჩასვლით.

4) Marsaxlokk (1 დღე)

ჩრდილოეთის შემდეგ გაეშურეთ სამხრეთისკენ. კარგი აზრია თუ მოგზაურობის ბოლო ღამეს აქ გაატარებთ, რადგანაც ის აეროპორტიდან 15 წუთის გზაზეა. გზაში ულამაზესი ადგილები შეგხვდებათ: სოფელი და გასართობი პარკი Popeye, რომელიც ამავე სახელწოდების ფილმშია გადაღებული, რობინ უილიამსის მონაწილეობით; დინგლის კლდეები – ულამაზესი ხედებით და ლურჯი გამოქვაბული. ნახევარ საათიანი ნავის ტურებით მათ დათვალიერებას შეძლებთ.

Marsaxlokk-ის პორტში თევზი, ხილი და ბოსტნეული იყიდება. ასევე, აქ ბევრი სუვენირების დახლებია და საჩუქრებსა თუ სხვადასხვა ნივთებს ვალეტაზე იაფად შეიძენთ. თუ დრო დაგრჩებათ, წმ. პეტრეს აუზიც მოინახულეთ.