ზღვა და კუნძულები

რატომ უნდა ესტუმროთ დი სან პიეტროს კუნძულს იტალიაში

ეს იტალიური კუნძული ფარული მიმართულებაა ნაკლებად დატვირთული სანაპიროებით, რომლებიც აუცილებლად უნდა აღმოაჩინოთ. სარდინიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე დი სან პიეტროს კუნძული გეოგრაფიული და კულტურული საოცრებაა. სარდინიის სანაპირო ზოლიდან მას სულ რაღაც 10 კილომეტრი აშორებს. ეს იზოლირებული ტერიტორია მხოლოდ ერთ სოფელს მოიცავს, სახელად კარლოფორტეს, რომელიც მე-18 საუკუნეში ლიგურიელებმა დაარსეს. კლდეებს, გამოქვაბულებს და მთებს შორის აქ არაჩვეულებრივი ლანდშაფტი დაგხვდებათ. აღმოაჩინეთ ხმელთაშუა ზღვის ეს საოცარი მარგალიტი!

კარლოფორტე, ლიგურიული პორტი ხმელთაშუა ზღვის გულში

კარლოფორტეზე მხოლოდ ზღვიდან მოხვდებით. როგორც კი ბორნიდან ჩამოხვალთ, მეფე კარლო ემანუელ დი სავოიას ქანდაკება შეგხვდებათ, რომლის მხარდაჭერითაც აღმოაჩინეს ეს ქალაქი 1738 წელს. ქალაქის ისტორიული ცენტრი აერთიანებს ლიგურიული სტილის ვიწრო ქუჩებს და პასტელური შეფერილობის სახლებს დიდი აივნებით. აქ ყველა თაღი და სახლი ლიგურიის მოგონებას უფრო ატარებს, ვიდრე სარდინიის. ხეივნებში, სადაც ჰაერი ქლიავის სუნითაა გაჟღენთილი, სან პიეტრო ადგილია, სადაც ტრადიციული სარდინიული კულტურა სრულადაა ამოტრიალებული.

კაპო სანდალოდან კალა ვინაგრამდე აქ ბრწყინვალე სანაპირო ზოლია

სან პიეტროს კუნძულზე ლანდშაფტი უბრალოდ დიდებულია. აქ ნახავთ პირამიდის ფორმის სანაპიროს (Isolotto del Corno); ვულკანური წარმოშობის ქვებს, უცხო კლდეებს ამოზრდილს ზღვაში, ქვიან სანაპიროს (Cala Fico), ზღვის გამოქვაბულს (Punta delle Oche), რომელშიც მხოლოდ ნავით მოხვდებით და დაივერების საყვარელ ადგილს ჩასაყვინთად, Cala Vinagra-ს.

პინტა დელა კოლონთან (Punta delle Colonne), ორი მაღალი ქვის ფორმაცია შემოგეგებებათ, რომელიც ზღვიდანაა ამოზრდილი. სანაპიროს დათვალიერება შეგიძლიათ ნავით ან ფეხით. აქ ყველა კუთხეში ახალი გამოქვაბული, პაწაწინა კუნძული ან ბუნებრივი აუზი დაგხვდებათ. ამიტომაც, დი სან პიეტროს კუნძული მზადაა ღირსშესანიშნავი მრავალფეროვნებით შემოგეგებოთ და თქვენს მშვიდ დასვენებაზე იზრუნოს.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ევროპაევროპა
ევროპა17 სექ 2026

6 ნაკლებად ცნობილი ხმელთაშუაზღვის მიმართულება სანტორინის და ამალფის სანაპიროს ნაცვლად

პორტო-ერკოლე, კორჩულა, პაროსი, სენ-ჟან-კაპ-ფერა, მენორკა და მალტა: ხმელთაშუა ზღვის 6 ალტერნატივა სანტორინისა და ამალფის ნაცვლად.

ევროპაევროპა
ევროპა31 აგვ 2026

6 მიმართულება, რომელიც ჰომეროსის “ოდისეას” ცნობილი მითების შთაგონებად იქცა

ითაკა, ჩირჩეოს ეროვნული პარკი, მესინის სრუტე, აჩი-ტრეცა და გოზო: რეალური ადგილები, რომლებმაც ჰომეროსის „ოდისეას“ მითები შთააგონა.

იტალიაიტალია
იტალია20 აგვ 2026

დაუწერელი კანონები, რომლებიც იტალიაში ვიზიტამდე უნდა გაითვალისწინოთ

მისალმება, ჩაცმა, საუზმე, ყავა ბართან, კაპუჩინოს წესი და რესტორნის გადასახადები: რა უნდა იცოდეთ იტალიაში წასვლამდე. იმოგზაურეთ „შენს მეგზურთან“ ერთად.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე
Habinetჯგუფის კომპანიები