თუ ისეთ ბერძნულ კუნძულზე გსურთ არდადეგების მოწყობა, სადაც ნაკლები ხალხია, ჩვენ სერიფოსს გირჩევთ. ის პაროსის ჩრდილოეთით მდებარეობს და ერთ-ერთი გამორჩეული ველური ბუნების მქონე კუნძულია. ჩვენ აქ განსაკუთრებულ სანახაობებს გირჩევთ:

დაათვალიერეთ პორტი – ლივადი

Livadi – სერიფოსის მთავარი პორტია პოპულარული თავისი იახტებით. აქ ხშირად მიდიმოდიან ბორნები. პორტში ნახავთ კუნძულის საუკეთესო ტავერნებს და ბარებს, ასევე, ვიწრო ქვიშიან ნაპირს.

დაიკარგეთ მშვიდი ჰორას ხეივნებში

ეს თეთრად შეღებილი სოფელი, რომელიც ლივადის გადმოჰყურებს, აქ ყველაზე დრამატული ადგილია. დატვირთული მოედნიდან ერთ წუთში ძველი წისქვილების ჩრდილში, ჰორას ხეივნებს აღმოაჩენთ. გაუყევით და დაათვალიერეთ, მაღაზიები, ანტიკური აკროპოლისი, ციხესიმაგრე და ეკლესია საოცარი ხედებით კუნძულსა და ზღვაზე.

დატკბით სერიფოსის საუკეთესო სანაპიროებით

კუნძულის ყველაზე ლამაზი სანაპიროა აგიოს სოსტისი (Agios Sostis), ლივადიდან 40 წუთის ფეხით სავალ გზაზე. აქ ნახავთ ქვის ულამაზეს ფორმაციებს, ოქროს ქვიშას, კრისტალივით სუფთა წყალს და ხედებს კუნძულზე.

შემდეგია პატარა ფსილი ამოსი (Psili Ammos), რომელიც კარგ საცურაო პირობებს და რამდენიმე ტავერნას გვთავაზობს. სიკამია (Sykamia) ერთ-ერთი საუკეთესოა კუნძულის სანაპიროებს შორის თავისი ტერასული მთებით.

პატარა მეგალო ლივადი (Megalo Livadi) საინტერესოა ნეოკლასიკური შენობებით, თუმცა სანაპირო ცოტა ტალახიანი და ქვიანია. კუტალასი (Koutalas) პატარა სათევზაო სოფელია, განემაც (Ganema) ერთ-ერთი მშვიდი გასაქცევი.

გაყევით სერიფოსის სალაშქრო გზებს

ამ კუნძულზე ბევრი სალაშქრო გზა მდებარეობს, სხვადასხვა სიგრძით და სირთულით. 5 კილომეტრიანი გზა ლივადიდან ჰორამდე ბრწყინვალეა კუნძულს საუკეთესოდ რომ გაეცნოთ. უკანა გზაზე შეგიძლიათ გაყვეთ ავტობუსს. ასევე, გირჩევთ 4.5 კმ-იან გზას პატარა სოფელ კენდარჰოსამდე (Kendarhos), 3 კილომეტრიან გზას Moni Taxiarhon-ის მონასტრამდე. ის მე-16 საუკუნეში აშენდა და დაცული იყო მეკობრეებისგან მისი სიმაგრით. მოინახულეთ თეთრი კოშკიც (Aspros Pyrghos), რომელიც მარტივი ასასვლელია მთავარი გზიდან.

სკუბა დაივინგის მოყვარულებს, სერიფოსი დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდებათ, ივლისსა და აგვისტოში შეგიძლიათ სნორკელინგის ტურებზეც ჩაეწეროთ ან უბრალოდ იქირაოთ ნავი.

როდის უნდა იმოგზაუროთ სერიფოსზე? ზაფხული იდეალურია. ამ დროს ამინდები მუდამ მზიანია და ბორნებით ერთ დღიან ტურებსაც დაგეგმავთ. ოჯახური ტავერნები ვიზიტორებს დიდი მასპინძლობით ხვდებიან. აგვისტორში აქ მუსიკის ფესტივალებიც ეწყობა. ბერძნული ორთოდოქსული აღდგომა ასევე კარგი დროა სერიფოსზე სტუმრობისთვის, რადგანაც აქ ამ დროს დიდი ჟრიამულია. ოქტომბრიდან აპრილამდე ბორნები არ მუშაობენ.

რა დრო უნდა გავატარო სერიფოსზე? სერიფოსი პატარა კუნძულია, მაგრამ 3-4 დღე მაინც დაგჭირდებათ მის სრულად შესაცნობად. ამ დროის განმავლობაში მშვიდად დატკბებით მის სანაპიროებზე და გამოიკვლევთ არემარეს.

როგორ მოხვდებით სერიფოსზე? აქ აეროპორტი არაა, თუმცა კუნძულზე მარტივად მოხვდებით ათენის პირაეუსის პორტიდან. დაჯავშნეთ ბორნის ბილეთები წინასწარ, რადგანაც ზაფხულში ძალიან მალე იყიდება. სერიფოსი უკავშირდება კიკლადების საბორნე მარშრუტებსაც.