იტალიის უმბრიის რეგიონის დედაქალაქი – პერუჯა აქ აუცილებლად მოსანახულებელ ქალაქად ითვლება მისი ულამაზესი მთების და ძველი შენობების გამო. ეტრუსკების დროინდელი კედლები აქ ისევ შემონახულია. ჩვენ აქ ვიზიტს საინტერესოდ დაგიგეგმავთ:

უმბრიის ეროვნული მუზეუმი

პრიორის სასახლის მესამე სართულზე მდებარე ამ მუზეუმში უმბრიის სახელოვნებო სკოლის დიდოსტატების ნამუშევრებია განთავსებული. გაეცნობით მხატვრობის და სკულპტურის განვითარებას უმბრიაში შუა საუკუნეებიდან მეოცე საუკუნემდე.

სან ლორენცო

მე-15 საუკუნის ეს გოთიკური ტაძარი პერუჯას კათედრალია დღემდე დაუსრულებელი ფასადით. შეისწავლეთ მისი უძველესი და ძვირფასი ფრესკები.

მისამართი: Piazza IV Novembre

მაგიორეს შადრევანი და პიაცა “IV Novembre”

პერუჯას ცენტრში მომხიბვლელი მთავარი მოედანი მდებარეობს “IV Novembre” მე-13 საუკუნის შადრევანით, რომელიც იმ პერიოდის შადრევნებიდან ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ შადრევნად ითვლება. მისი აუზი მოიცავს თეთრ და ვარდისფერ ქვებს, მის თავზე კი ბრინჯაოს ნიმფების ტრიოა განთავსებული. ეს პიაცა ყოველთვის იყო საზოგადოების პოლიტიკური და სოციალური ცენტრი. ჯერ კიდევ რომაელების დროს აქ იმართებოდა ფორუმები.

სან პიეტრო

სან პიეტრო ადრეული ქრისტიანული სტრუქტურაა 18 ანტიკური თაღით. ეს გოთიკური ნაგებობა, რომელიც მე-16 საუკუნეში აშენდა, იტალიაში ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება. ხის ჭერი მორთულია დრესკებით და სხვადასხვა გამორჩეული არტისტების ნახატებით.

მისამართი: Via Borgo XX Giugno

დელ პრიორის სასახლე და დელ კამბიოს კოლეჯი

პერუჯიას კათედრალის სიახლოვეს მდებარეობს დელ პრიორის სასახლე, იტალიური გოთიკური სტილის ბრწყინვალე ნიმუში. პირველი სართული მორთულია ბიბლიური თუ ალეგორიული სცენების ამსახველი ფრესკებით.

მისამართი: Corso Vannucci

ავგუსტოს თაღი

ეტრუსკული კედლების შვიდი შესასვლელიდან ერთ-ერთი – Arco d’Augusto, რომაელი იმპერატორის სახელს ატარებს. სწორედ მან აღადგინა ეს თაღი ქალაქის დაპყრობის შემდეგ.

სან დომენიკო

ეს აგურით ნაშენი ეკლესია კი მე-14 საუკუნით თარიღდება, თუმცა საბოლოო სახე მე-17 საუკუნეში მიიღო. შეამჩნევთ მსგავსებას პერუჯიას კათედრალთან, რადგანაც გოთიკურმა სტილმა სან დომენიკოს მერე სან ლორენცოზე იქონია გავლენა.

მისამართი: Piazza Giordano Bruno

ერთდღიანი ტური ტბა ტრასიმენოზე

პერუჯას დასავლეთით მდებარე ტრასიმენოს ტბა უდიდესი იტალიური ტბაა პოს ველზე. ტბა ისტორიაში მეორე პუნიკური ომებიდანაა ცნობილი, როცა კართაგენელებმა რომაელები დაამარცხეს. ტბის ჩრდილოეთით პატარა ანტიკური ქალაქი ტრასიმენო მდებარეობს ძველი ციხესიმაგრით.

ორატორიო დი სან ბერნარდინო

ამ ეკლესიის განსაკუთრებული ფასადი, ფერადი მარმარილოს და ტერაკორას წყალობით, ნამდვილად მოგხიბლავთ. არქიტექტურულად და ისტორიულად მნიშვნელოვანი ეს ძეგლი პერუჯას კიდევ ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.

მისამართი: Piazza San Francesco al Prato

ერთდღიანი ტური დერუტაში

პერუჯადან 20 კილომეტრში მდებარე დერუტა უმბრიული კერამიკის ცენტრია და ამ ქალაქში ბევრ მაღაზიას ნახავთ ლამაზი კერამიკის ნივთებით. ძველი ნიმუშების სანახავად ეწვიეთ მუზეუმს.