რთულია ამოირჩიო საბერძნეთის 6000-ზე მეტი კუნძულიდან რომელიმე. აქ ბორნების სერვისი საკმაოდ განვითარებულია, კუნძულებს აქვთ აეროპორტები და ქვეყანაში მგზავრობა ძალიან მოხერხებული სიამოვნებაა. სარონიკის კუნძულები ათენიდან ბორნით საათნახევრის გზაზეა. ჩვენ ამ არქიპელაგზე მოსანახულებელ ადგილებს გირჩევთ.
ჰიდრა
საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კუნძული ქვაფენილიან გზებზე სეირნობა, ქვიანი კლდეებიდან კრისტალურად სუფთა წყლებში ხტომა და მალული გამოქვაბულების აღმოჩენაა. ჰიდრას ქალაქები ვენეციური სტილის არქიტექტურას მოიცავს. ცნობილმა მომღერალმა ლეონარდ კოჰენმა სწორედ აქ იპოვა ინსპირაცია და საცხოვრებლად დარჩა. ჰიდრას სილამაზე ბევრისთვისაა მომნუსხველი. ის იმაზე მშვიდია, ვიდრე მიკონოსი.

პოროსი
პოროსის ნავსადგური მოიცავს კაფეტერიებს, ტავერნებს, ბარებს და სუვერნირების მაღაზიებს. ეს მწვანე კუნძული ულამაზეს სანაპიროებს გვთავაზობს: ასკელი ფიჭვის ხეებითაა გარშემოტყმული, განკუთვნილი წყლის სპორტით დასაკავებლად, ვაგიონია უფრო პატარა მშვიდი ნაპიროა. ადით გადმოსახედზე შთამბეჭდავი ხედებისთვის, ფოტოების გადასაღებად და მზის ჩასვლის საყურებლად. ბერძნებს ეს ადგილი დასასვენებლად ძალიან უყვართ. აქ შეგიძლიათ ერთდღიანი ტურიც მოიწყოთ.

აეგინა
აეგინაზე დაგხვდებათ ზღვის პროდუქტების ტავერნები, პატარა სანაპიროები, არქეოლოგიური ნანგრევები, ლამაზი იახტები და კაფეები. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, აეგინას სახელი მომდინარეობს მდინარის ღმერთი, ასოფოსის ნიმფა ქალიშვილის სახელიდან. ზევსს ეს ნიმფა შეუყვარდა და ამ კუნძულზე წაიყვანა. აქ მდებარეობს აპეა ათენას საყდრის და ისტორიული მონუმენტების ნანგრევებიც. წმ. ნეკტარიოსის მონასტერი არქიტექტურული საოცრების გამო აქ ჩასვლის კიდევ ერთი მიზეზია. ათენიდან აქ მოსახვედრად ბორნით 1 სთ და 15 წთ დაგჭირდებათ. ამიტომაც, აეგინა პოპულარული მიმართულებაა უიქენდის გასატარებლად.

აგისტრი
აგისტრის საპორტო ქალაქია შკალა, ცნობილი ცისფერ გუმბათიანი ეკლესიით, რომელიც სანტორინის ცნობილ ტაძარს წააგავს. აქ ულამაზესი სანაპიროა ბევრი ბარით და ტავერნით. რელაქსაცია ქვიშიან ნაპირზე, ცურვა კლდოვან რიფებთან, კაიაკით კატაობა და ცხენით ჯირითი – აგისტრიზე პოპულარული აქტივობებია.

სპეტსესი
ამ ქალაქს დიდი საზღვაო ისტორია აქვს, რაც მის არქიტექტურაშიც აისახება. აქ რამდენიმე ქვიშიანი სანაპიროა, ფიჭვის ხეებით. სპეტსესი არის კუნძული, რომელიც რამდენიმე ისტორიულ ადგილს გვთავაზობს მოსანახულებლად. მათ შორისაა ბუბულინას სახლი (House of Bouboulina). ის მე-17 საუკუნეში ააგეს და დღეს მუზეუმია, რომელიც მე-18 საუკუნის ავეჯს, უძველეს იარაღებს და წიგნებს წარმოგვიდგენს. სპეტსესის კათედრალი, აიოს ნიკოლაოსი, ასევე აუცილებლად სანახავი ღირსშესანიშნაობაა.











