პუგლია ტერიტორიების, ეკოსისტემების და ცხოვრების რიტმების კალეიდოსკოპია. ამას მოწმობს ისიც, რომ თავად იტალიელები ქვეყნის ამ სამხრეთ რეგიონს მოიხსენიებენ როგორც: “ბევრი პუგლია”. ჩვენ აქ ერთგვარ გიდობას გაგიწევთ.
როდის უნდა წახვიდეთ პუგლიაში? პუგლია ივლისსა ან აგვისტოში ძალიან იტვირთება. ამ დროს აქ იტალიელებიც იწყობენ არდადეგებს და ის შვებულებების პოპულარული ლოკაციაა. სასტუმრო უფრო ნაადრევად უნდა დაჯავშნოთ და გაითვალისწინეთ, რომ ამ პერიოდში უფრო ძვირი დაგიჯდებათ. აპრილი, მაისი, ივნისი, სექტემბერი და ოქტომბერი კი იდეალური დროა პუგლიაში მშვიდი ვიზიტისთვის.
გარგანოს ნახევარკუნძული/Gargano peninsula
ზღვის დონიდან 1000მ. სიმაღლის მქონე მთებით გარშემორტყმული გარგანო მრავალფეროვანი ლაშქრობის შესაძლებლობებს გვთავაზობს. ეწვიეთ მას ანტიკური ძეგლებისთვის, პანორამული ხედებისთვის და გემრიელი სამზარეულოსთვის.

ალტა მურგია/Alta Murgia
იქ, სადაც აპენინის მთები მთავრდება, ალტა მურგიას მთა იწყება. აქ რამდენიმე ქალაქია ულამაზესი ქუჩებით, კათედრალებით და სასახლეებით. მათ შორის, კასტელ დელ მონტე აუცილებლად მოსანახულებელი იუნესკოს ძეგლია. აქ იწარმოება მთელი იტალიის ზეითუნის ზეთი. მოინახულეთ ვენახებიც.

ვალ დიტრია/Valle d’Itria
ქალაქ ბარიდან სამხრეთით, რეგიონის დედაქალაქი – ვალ დიტრია მდებარეობს. აქ შემოგხვდებათ ტყეები მონუმენტური ზეთისხილის ხეებით, ბირცვები და გორაკები. შთამბეჭდავი ხედებით ოსტუნი გამოირჩევა, ე.წ. “თეთრი დასახლება”. ამავდროულად, ალბერობელო პუგლიას მორიგი იუნესკოს დაცული ძეგლია და მოგხიბლავთ ტრადიციული ქვის სახლებით. მოინახულეთ ასევე ჩისტერნინო და პოლინანო ა მარე.

სალენტო/Salento
სალენტოს დედაქალაქს – Lecce-ს “სამხრეთის ფლორენციას” უწოდებენ. აქ ბრწყინვალე ბაროკოს არქიტექტურა და ისტორიული ქალაქის ცენტრია. სალენტო გამოირჩევა სუფთა წყლით და სანაპიროთი. სამწუხაროდ, აქ 10 წლის წინ უცხოურმა ბაქტერიამ უამრავი ზეთისხილის ხე შეიწირა და ფერმერები ცდილობენ ტერიტორია ხეებით ისევ გააცოცხლონ. დააგემოვნეთ იტალიური ღვინო.

როგორ უნდა მოხვდეთ პუგლიაში? ფრენის შემთხვევაში, ორი აეროპორტის: ბარის და ბრინდისის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ აქ ჩქაროსნული მატარებლები რომიდან, ნეაპოლიდან და მილანიდან დადიან. შეგიძლიათ რეგიონის მოსავლელად მანქანაც იქირაოთ.
პუგლიას მთავარი ღირსშესანიშნაობები: Castel del Monte და Alta Murgia National Park.

რა თანხა გჭირდებათ პუგლიაში? ის იტალიის სხვა რეგიონებთან შედარებით, უფრო იაფია. საკვებს და სასმელს აქ ბიუჯეტურად დააგემოვნებთ. მას “იტალიის ბაღსაც” უწოდებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ აქ ადგილობრივად ბევრი ხილი და ბოსტნეული მოჰყავთ. ყავას 1 ევროდაც შეიძენთ, ლუდს 2 ევროდ, სენდვიჩს კი 3 ევროდ. მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ ივლისში და აგვისტოში ფასები იზრდება.










