რა ვნახოთ

იტალიის ნაკლებად ცნობილი ლოკაციები, სადაც ადგილობრივები დადიან

სად დადიან ადგილობრივები? ტურისტული ქვეყნების ირგვლივ ეს კითხვა ბევრს აწუხებს. მართლაც, ევროპის ქვეყნებში არსებობს დასასვენებელი მიმართულებები, რომლებიც ვიზიტორებში პოპულარული არ არის, ადგილობრივებში კი პირიქით. იტალიელებმა კარგად იციან თავიანთი ქვეყნის შარმი და როდესაც დასვენება სჭირდებათ ისინი ან მთაზე ან სანაპიროზე მიდიან, ჩვენ კი გეტყვით თუ კონკრეტულად სად.

სიძველის შარმი პიედმონტში

იტალიაში სამთო დასვენებისთვის ადგილობრივებს ვალსესია (Valsesia) უყვართ, ვერჩელის (Vercelli) პროვინციის ჩრდილოეთით მდებარე დასახლება პიედმონტში (Piedmont). არ აქვს მნიშვნელობა, ლაშქრობა გიყვართ, ველოსიპედით სიარული, წყლის სპორტი თუ თხილამურები, ვალსესია მშვიდ ატმოსფეროს შეგიქმნით ზაფხულსა თუ ზამთარში. ეს მიმართულება სესიას მდინარეს მიუყვება, ალპების რიგით მეორე უმაღლესი მწვერვალის, მონტე როსას ჩრდილში. აქ ყოფნისას გარშემოტყმულები იქნებით გასაოცარი ხედებით, სადაც არ უნდა გაიხედოთ.

შეგიძლიათ დარჩეთ მეზობელ ვარალოში (Varallo), სადაც რესტორნები, ბარები, გალერეა, შუასაუკუნოვანი მონასტრის კომპლექსი და მდინარისპირა სანაპიროა. ის იუნესკოს დაცულ ტერიტორიათა სიაში შედის.

შეგიძლიათ კიდევ უფრო მოწყდეთ სამყაროს და პიედმონტის მორიგი სოფელი ალანია (Alagna) აირჩიოთ, ვალსესიას მეზობლად. ის ცნობილია თავისი ვენახებით. ისიამოვნეთ ადგილობრივი სამზარეულოთი და ხედებით.

ტოსკანას სხვა მხარე

ცნობილი მისი მთებით, რომელსაც თვალუწვდენელი ვენახები ფარავენ, რენესანსის საგანძურითა და შუასაუკუნოვანი სოფლებით, ტოსკანა მილიონობით ადამიანს იზიდავს ყოველ წელს. მაგრამ, ცოტა ტურისტმა თუ იცის, რომ ხელოვნების, ღვინის და ფოტოგენური ლანდშაფტის გარდა, ამ რეგიონში მწვერვალების მთელი ჯაჭვია, რომელიც უამრავ საოცარ სალაშქრო შესაძლებლობას გვთავაზობს. ჩრდილოეთ ტოსკანაში მდებარე გარფანანა (Garfagnana), აპუანეს პარკით (Parco Regionale delle Alpi Apuane) იწონებს თავს, ულამაზესი ბუნების ნაკრძალით, რომელიც სალაშქრო ბილიკებს აერთიანებს. აქ აგროტურიზმია განვითარებული და გარფანანას ფერმებში, უგემრიელეს იტალიურ სამზარეულოს დააგემოვნებთ. შეგიძლიათ დარჩეთ პარკის ფარგლებში არსებულ ქოხებშიც და შეიგრძნოთ ველურ ბუნებასთან კავშირი.

ადით მონტე ტამბურაზე (Monte Tambura), ზღვის დონიდან 1891 მეტრზე. ისტორიული ვია ვანდელის გზა (Via Vandelli route), რომელიც ერთ დროს ქალა მოდენას და მასას აკავშირებდა ერთმანეთთან, შემოგთავაზებთ ბრწყინვალე ხედებს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და აპენინებზე, რომელიც ტოსკანას ემილია-რომანიას რეგიონისგან გამოყოფს. სეირნობისას შეჩერდით იტალიური ალპური კლუბის ღია ბარში (Rifugio Nello Conti).

ლაშქრობა, ისტორია და ზღვა სიცილიაზე

ზაფხულობით იტალიელებს უყვართ სიცილიას ბოსკო დი მალაბოტაზე (Bosco di Malabotta) ლაშქრობა. ეს ულამაზესი ბუნების მქონე ადგილი გასაოცარი შარმის მატარებელია. ისინი ხშირად რჩებიან შუასაუკუნოვან სოფელ მონტალბანოში (Montalbano Elicona). სოფელში უძველესი ციხესიმაგრე, წვრილი ქუჩები, პატარა ეკლესიები და ბაროკოს არქიტექტურული დეტალებია. აქ დააგემოვნებთ უგემრიელეს პასტასაც. ტყეში იტალიელების ფავორიტი სალაშქრო ბილიკია სენტიერო (Sentiero dei Patriarchi), რომელის საუკუნოვან მუხებს მოიცავს და საოცრად მშვიდ ატმოსფეროს გვიქმნის.

როდესაც სანაპირო დასვენება სჭირდებათ, ტინდარის (Tindari) კრისტალურ წყლებს აკითხავენ, კუნძულის ჩრდილოეთით. მადონა ნერას ტაძრის მთიდან მარინელოს ტბებზე ულამაზესი გადმოსახედია. აქ მდებარეობს ბერძნული ანტიკური თეატრის ნანგრევებიც, რომელიც კუნძულის მდიდარ ისტორიას უსვამს ხაზს. მზის ჩასვლისას დატკბით სანაპიროზე გემრიელი სასმლის დალევით ან პატარა ქალაქში სეირნობით.

ტეგები

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ევროპაევროპა
ევროპა17 სექ 2026

6 ნაკლებად ცნობილი ხმელთაშუაზღვის მიმართულება სანტორინის და ამალფის სანაპიროს ნაცვლად

პორტო-ერკოლე, კორჩულა, პაროსი, სენ-ჟან-კაპ-ფერა, მენორკა და მალტა: ხმელთაშუა ზღვის 6 ალტერნატივა სანტორინისა და ამალფის ნაცვლად.

ევროპაევროპა
ევროპა31 აგვ 2026

6 მიმართულება, რომელიც ჰომეროსის “ოდისეას” ცნობილი მითების შთაგონებად იქცა

ითაკა, ჩირჩეოს ეროვნული პარკი, მესინის სრუტე, აჩი-ტრეცა და გოზო: რეალური ადგილები, რომლებმაც ჰომეროსის „ოდისეას“ მითები შთააგონა.

იტალიაიტალია
იტალია20 აგვ 2026

დაუწერელი კანონები, რომლებიც იტალიაში ვიზიტამდე უნდა გაითვალისწინოთ

მისალმება, ჩაცმა, საუზმე, ყავა ბართან, კაპუჩინოს წესი და რესტორნის გადასახადები: რა უნდა იცოდეთ იტალიაში წასვლამდე. იმოგზაურეთ „შენს მეგზურთან“ ერთად.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე
Habinetჯგუფის კომპანიები