რჩევები და ბიუჯეტი

7 რჩევა მალდივებზე მოგზაურობისთვის

მალდივების რესპუბლიკა ინდოეთის ოკეანეში ათასობით კუნძულს აერთიანებს. ის ცნობილია სუფთა წყლით და კომფორტით. ჩვენ გირჩევთ თუ რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ მალდივებზე მოგზაურობის დროს.

1. ნუ ეწვევით მხოლოდ 1 კუნძულს

არქიპელაგი 1200 კუნძულისგან შედგება, რომელთა უმრავლესობაც დუასახლებელია. მალდივებს ყველა აღიქვამს როგორც “1 კუნძულს და 1 კურორტს”. გირჩევთ აიღოთ ნავის ტურები მახლობელ კუნძულებზეც.

2. მალდივების მონახულება ბიუჯეტურიც შეიძლება იყოს

აქ ძვირადღირებული დასარჩენის გარდა, შეგიძლიათ ეწვიოთ სტანდარტულ სასტუმროებს ან გესთჰაუსებს. ადგილობრივი ბუნების სილამაზეში დამატებით ხარჯების გარეშეც შეძლებთ ჩაძირვას.

3. გაიცანით ადგილობრივი კულტურა

მალდივებს იცნობენ როგორც სანაპირო მიმართულებას და მისი კულტურული კუთხე ხშირად უგულველყოფილიცაა. აქაურ კულტურას შრილანკური, ინდური, მალაიზიური, ინდონეზიური და აფრიკული გავლენები ქმნიან. დაესწარით მუსიკის ან ცეკვის პერფორმანსებს, დააგემოვნეთ ადგილობრივი სამზარეულო, გაისეირნეთ რომელიმე სათევზაო სოფელში.

4. ნუ აირჩევთ მას მხოლოდ თაფლობისთვისთვის

განცალკევებული სანაპიროების, წყალში მდგარი ბუნგალოების და ულამაზესი მზის ჩასვლების წყალობით, მალდივები ტოპ თაფლობისთვის მიმართულებაა. მაგრამ ის იდეალურია ოჯახური და მეგობრული დასვენებისთვისაც.

5. აუცილებლად იქონიეთ მზისგან დამცავი

აქ ულტრაიისფერი სხივები ძალიან ძლიერია, ამიტომაც მაღალი დაცულობის მზისგან დამცავი კრემი დაგჭირდებათ, განსაკუთრებით თუ წყალში დიდხანს აპირებთ ყოფნას.

6. შეგიძლიათ აქ აზიაში დასვენების დროსაც ჩახვიდეთ

მალდივების მიმართულებით რეგულარულადაა ფრენები დუბაიდან, კუალა ლამპურიდან და სხვა აზიის ქალაქებიდან. ამიტომაც, შეგიძლიათ მალდივები შრი ლანკაზე, ემირატებში ან მალაიზიაში ყოფნისას მოინახულოთ.

7. აუცილებლად იხილეთ წყლის ვარსკვლავები

მალდივებზე ღამეც მაგიურია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბუნებრივად განათებულ წყლის ნაპირებს იხილავთ. ის იშვიათობაა მაგრამ აპრილიდან ნოემბრამდე მისი ნახვის შანსი დიდია.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ვიეტნამივიეტნამი
ვიეტნამი6 თებ 2026

10 საუკეთესო სანაპირო მიმართულება ზამთარში, იქ სადაც მზე სულ ანათებს

სად წავიდეთ ზამთარში მზისა და ზღვისთვის: მალდივები, ფუკეთი, დანანგი, კანკუნი, ესაუირა და სხვა სანაპირო მიმართულებები მზიანი საათებით.

ბრაზილიაბრაზილია
ბრაზილია4 ნოე 2025

საუკეთესო ადგილები ზამთარში თაფლობისთვის გასატარებლად

ომანი, ფერნანდო დე ნორონჰა, დომინიკა, ტანზანია, მალდივები და დუბაი: სად გავატაროთ თაფლობის თვე ზამთარში, თბილ ამინდსა და ზღვასთან.

მალდივებიმალდივები
მალდივები15 მაი 2025

14 საუკეთესო სანაპირო მალდივებზე

ლანდაა გირაავარუ, თულუსდჰუ, დიგურა, ბაროსი, ჰულჰუმალე, ფულჰადჰუ და უკულჰასი: 14 საუკეთესო სანაპირო მალდივებზე, კურორტებით და კუნძულებით.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე