ეს ქვეყანა უამრავ მოგზაურს იწვევს თავისი ინოვაციებით, კულტურით, სამზარეულოთი, პოპ-ბენდებით თუ ამაღელვებელი ფილმებით. სამხრეთ კორეა პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტურისტული მიმართულებაა. ჩვენ აქ მოგზაურობას რჩევებით გაგიმარტივებთ:

1. აქ ყველანაირი ბიუჯეტის დასარჩენს ნახავთ

სამხრეთ კორეაში დასარჩენი ადგილები მრავალფეროვანია ბიუჯეტის მიხედვით. ბიუჯეტურ მოგზაურებს შეუძლიათ აირჩიოთ იაფი სასტუმროები ან გესთჰაუსები დიდ და ტურისტულ ქალაქებში. შემოთავაზებულია ინდივიდუალური და საერთო ოთახები უფასო ინტერნეტით და საუზმით. უნიკალური გამოცდილებისთვის, აირჩიეთ ჰანოკის გესთჰაუზები, გადაწყვეტილი ტრადიციულ კორეულ სტილში. თავგადასავლების მოყვარულებს მოეწონებათ გლემფინგი ეროვნულ პარკებსა და სანაპიროებზე. ასევე, შეგიძლიათ დარჩეთ ბუდისტურ გესთჰაუზებში და გაეცნოთ ამ რელიგიას.

2. ყურადღება მიაქციეთ სეზონს

ჩვენ გირჩევთ ეწვიოთ სამხრეთ კორეას გაზაფხულზე ან შემოდგომაზე, როცა ნახევარკუნძულზე სასიამოვნო ამინდია. კორეაში საკურას ყვავილობა მარტის შუა რიცხვებში ჯეჯუ-დოს კუნძულზე (Jeju-do) იწყება, სეულში კი აპრილის დასაწყისში. ოქტომბერსა და ნოემბერში კი გინგკოს ანტიკური ხეები ულამაზეს ოქროსფერ შეფერილობას იღებენ.

3. გაითვალისწინეთ დიდი არდადეგების პერიოდი

ორი პერიოდი, რომელიც მოგზაურებს სამხრეთ კორეაში პრობლემებს უქმნის, ახალი წელი (Lunar New Year) და შემოდგომის მოსავალია (Chuseok). ამ პერიოდებში კორეელები თავადაც მოგზაურობენ და ავტობუსის და მატარებლის ბილეთების აღება უბრალოდ შეუძლებელი ხდება. დიდი არდადეგების თარიღები ყოველ წელს იცვლება, ამიტომაც აუცილებლად შეამოწმეთ მოგზაურობის დაგეგმვამდე. თუ დაცლილ და მშვიდ ქალაქში ყოფნას ამჯობინებთ, დარჩით ამ პერიოდებში სეულში ან ბუსანში.

4. მიიღეთ სარგებელი კორეის მსოფლიო დონის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემისგან

კორეის მეტრო, მატარებლები და ავტობუსები სუფთა, მოხერხებული და ეფექტურია. ყოველთვე სეულში ახალი სადგური ჩნდება და სარკინიგზო ლიანდაგები თუ ავტობუსები ქვეყნის ყველა წერტილში მიგიყვანენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი იაფია.

5. გადმოწერეთ ეს აპლიკაციები

კორეის დიდ ქალაქებში ვაიფაის ყველგან ნახავთ. სასარგებლო აპლიკაციები, რაც აქ გამოგადგებათ მოიცავენ: Naver Map, რომელიც ამ ქვეყანაში უკეთ მუშაობს ვიდრე Google Maps; Subway Korea – ქალაქის მეტროს სისტემის იოლი ნავიგაციისთვის და Kakao T – ადგილობრივი ტაქსი.

6. გადით ქალაქიდან

2 კორეა არსებობს და ჩვენ არ ვგულისხმობთ ჩრდილოეთს და სამხრეთს, ჩვენ ვგულისხმობთ სეულს და დანარჩენ კორეას. ანუ, ურბანულ და სოფლურ კორეას. ქვეყნის ქალაქის მიღმა ბუნება და დასახლებები უბრალოდ ულამაზესია. იხილეთ კორეის მთები და მდინარეები მშვენიერი გზებით. აქ სრულიად განსხვავებულად ცხოვრობენ, ვიდრე ქალაქებში. პირველ რიგში ეს ნელ ტემპზე შეინიშნება. აუცილებლად იხილეთ კორეის უფრო ტრადიციული მხარე – გადით ქალაქიდან.

7. მიჯახება აქ ჩვეულებრივი ამბავია

კორეელები სწრაფი ტემპით ცხოვრობენ და რადგანაც აქ მოსახლეობის სიმჭიდროვე საკმაოდ მაღალია, საზოგადოებრივ ადგილებში განმარტოებას ნუ ელით. კორეელები არ დაიჭერენ კარს ღიას თქვენს მოლოდინში ან არ მოიხდიან ბოდიშს სწრაფი სიარულის დროს თუ შემთხვევით შეგეჯახნენ ან მხარი გკრეს. მაგრამ, ისინი არ არიან უტაქტოები. როდესაც სეულის მსგავსად დატვირთულ ქალაქში ცხოვრობ, არაა პრაქტიკული თქვა “ბოდიში” ყოველ ჯერზე, როცა ვინმეს ხელს გაკრავ. ამ შემთხვევაში მათ მუდმივად ბოდიშის მოხდა მოუწევთ.

8. მზად იყავით პირადი შეკითხვებისთვის

ტიპური მისალმება აქ თავის დახრაა, ხანდახან ხელის ჩამორთმევაც. მაგრამ, იცოდეთ რომ კორეელებს პირადი შეკითხვების დასმაც უყვართ. მაგალითად რამდენი წლის ხართ, დაქორწინებული ხართ თუ არა, რა პროფესიის ხართ, რას ფიქრობთ კორეაზე და აშ. უპასუხეთ ზრდილობიანად და თავისუფლად შეგიძლიათ თავადაც იგივე კითხოთ.

9. რესტორნის ეტიკეტი

რესტორნებში როგორც წესი, მიმტანები არ მოდიან თქვენთან გადასამოწმებლად რამე ხომ არ გსურთ. ყველა მაგიდას სპეციალური ღილაკი აქვს და შეგიძლიათ მათი მეშვეობით მოიხმოთ. ან აწიეთ ხელი და დაუძახეთ: “იოგიო!”. წყალი ძირითად შემთხვევებში, თვითმომსახურეობით უნდა მიიღოთ. თუ მიმტანი მაგიდაზე წყლის ბოთლს არ დაგიდგამთ, მიმოიხედეთ და წყლის დისპანსერს აუცილებლად შემაჩნევთ თავისი ჭიქებით. თანხა გადაიხადეთ დახლთან, ჩაის წესი აქ არ მოქმედებს. ზოგიერთ ტრადიციულ რესტორანში შესაძლოა ფეხსაცმლის გახდა მოგთხოვონ.

10. კორეელებს უყვართ დალევა

ადამიანების შეკრება და ერთად მირთმევა და დალევა კროეაში გავრცელებული პრაქტიკაა. ბარებში სიარული მათი სოციალიზაციის ნაწილია. ყველაზე ცნობილი სასმელია სოჯუ. მისი დალევის შემთხვევაში იყავით ფრთხილად, რადგანაც ბევრის მიღება საშინელ ნაბახუსევს იწვევს.

11. ჩრდილოეთ კორეასთან სიახლოვე საშიშია?

სამხრეთ კორეა საერთოდ არ ღელავს ჩრდილოეთ კორეაზე და არც თქვენ გაქვთ სანერვიულო. აქ სამხედრო მოქმედებები უიშვიათესია, მოქალაქეებზე ძალადობა და მათთვის საფრთხის შექმნა კიდევ უფრო იშვიათი.