მაროკო ჩრდილოეთ აფრიკის ძალიან საინტერესო ისტორიული მიმართულებაა. აქ მოგზაურობას ნამდვილად სათავგადასავლო გამოცდილებად აქცევთ. აქ მშვიდი სანაპირო სოფლები, ფერადი ქალაქები და ციხესიმაგრეებით დაცული მთებია. აფრიკისა და არაბული კულტურის შერწყმას ბევრ დეტალში იგრძნობთ. მაროკო არტისტების და მწერლების შთაგონების წყარო დიდი ხნის მანძილზე იყო. აღმოაჩინეთ აქაური ღირსშესანიშნაობები ჩვენთან ერთად:

მარაქეში მედინა

ცოცხალი მარაქეში ბევრი ტურისტის ყურადღებას იპყრობს. ძველი ქალაქი პლაზას (plaza of Djemma el-fna) გარშემო მდებარეობს. ის განსაკუთრებით ცოცხალია დაბნელების შემდეგ, როცა დახლები სხვადასხვა საკვებს და პროდუქციას გთავაზობენ. აუცილებლად გაატარეთ ერთი მარაქეშული საღამო აქ. თავად მედინაში ფერადი და ხმაურიანი ადგილობრივი ცხოვრება დაგხვდებათ, ხეივნებით და შოპინგ შესაძლებლობებით. სამწუხაროდ, 2023 წლის მიწისძვრის გამო აქ ზოგიერთი ღირსშესანიშნაობა დაკეტილია, მაგრამ ნახავთ ღიას მცირე ზომის მუზეუმებს.

შეფშაუნი/Chefchaouen

ეს ლაბირინთი ქალაქია მთაზე ცისფერი შენობებით. აქ ბევრი კონკრეტული სანახაობა არაა და თავად ქალაქი, მთლიანობაშია ღირსშესანიშნაობა. ეს მშვიდი დასახლება მშვენიერი ადგილია ძალები რომ აღიდგინოთ. ის ასევე ითვლება მაროკოს მთავარ სალაშქრო მიმართულებად ბევრი ბილიკით.

ერგის დიუნები/Erg Chebbi’s Dunes

თუ უდაბნოს ხილვა თქვენი ოცნებაა, აქ ამ სურვილსაც აისრულებთ. მაროკოსა და ალჟირის საზღვართან პოპულარული ქვიშის დიუნები მდებარეობს. აქ მოდიან სასეირნოდ, მზის ჩასვლის სანახავად, აქლემებით სასეირნოდ. შეგიძლიათ მას ეწვიოთ ორგანიზებულ ტურებთან ერთად ან ინდივიდუალურად.

ფეს ელ ბალი/Fes el Bali

მარაქეშის შემდეგ, იხილეთ მაროკოს მორიგი უდიდესი მიმართულება – ფესი. აქ უამრავ ტრადიციულ ხელნაკეთ ნივთებს, ფარულ მონუმენტებს და საინტერესო ძეგლებს იხილავთ.

აი ბენ ჰადოუ/Ait Ben Haddou

ეს ოქროსქვიშიანი დასახლება ყველას აღაფრთოვანებს ვინც აქ ჩამოდის. აი ბენ ჰადოუ ზღაპრული ადგილია, რომელიც სიურეალისტური სილამაზის გამო ჰოლივუდის ფილმების გადასაღებ ლოკაციად ხშირად ქცეულა. მარაქეშიდან აქ ავტობუსები დილის 10 საათიდან 2 საათამდე დადიან.

ესაოუირა/Essaouira

მაროკოს მომხიბვლელი წყლისპირა ქალაქი 70-იანი წლებიდან მოყოლებული მხიარული შეკრებების ადგილია. ესაოუირა ბოჰემური დასახლებაა, “მაროკოს ხელოვნების ცენტრი.” აქ იხილავთ ხელოვნების გალერეებს, თანამედროვე კაფე-რესტორნებს, ბუტიკებს და გაისეირნებთ სანაპიროზე.

ვოლუბილისი/Volubilis

ეს მაროკოს რომაული ნანგრევებია, ქვეყნის ყველაზე ცნობილი ისტორიული ძეგლი. ვოლუბილისი დაგარწმუნებთ, რომ უდიდესი იმპერიებიც კი ტყდებოდნენ. აღსანიშნავია შემორჩენილი მოზაიკური იატაკი. მისი მთაზე მდებარეობის და პანორამული ხედების გამო, ძეგლის გარშემო რომანტიკული ატმოსფეროც იქმნება.

ბაბ ალ-მანსური მეკნესში/Bab al-Mansour

ეს უზარმაზარი კარიბჭე ქალაქ მეკნესის საიმპერატორო ქალაქის შესასვლელი იყო და მეკნესის, როგორც მაროკოს დედაქალაქის ბრწყინვალე პერიოდის ერთგვარი რელიქვიაა. აქ ფესიდან ერთდღიანი ტურებით დადიან.

კასაბლანკას ჰასანის მეჩეთი/Casablanca’s Hassan II Mosque

ეს ძეგლი არამხოლოდ ამ ქალაქის, არამედ მთლიანად მაროკოს სიმბოლოა. თანამედროვე მეჩეთი ისლამური არქიტექტურის საოცრებაა, ერთადერთი მეჩეთი მაროკოში, სადაც შესვლა ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელს შეუძლია.

რაბათის უდე კასბაჰი/ Rabat’s Oudaias Kasbah

მაროკოს ბევრი ულამაზესი ძველი უბანი აქვს, მაგრამ ეს ყველაზე ფოტოგენურია მათ შორის. ამ მშვიდ და საოცარ დასახლებაში, თეთრ და ლურჯ სახლებს აღმოაჩენთ, გაფორმებულს ყვავილებით. ფესისგან და მარაქეშისგან განსხვავებით კი რაბათში ნაკლები ტურისტია.