სლოვენია ქვეყანაა ლამაზი ბუნებით, სანაპიროებით და თოვლიანი მთებით. ადრიატიკის ზღვის, იტალიის, ხორვატიის, ავსტრიის და უნგრეთის მეზობლად მდებარე სლოვენია ისტორიულ ქალაქებს და მომხიბვლელ სოფლებს აერთიანებს. ჩვენ 5 საუკეთესო ქალაქს წარმოგიდგენთ:
ლუბლიანა
ქვეყნის ცოცხალ დედაქალაქში არქიტექტურა სლოვენიელ ნიჭიერ არქიტექტორს ჟოზე პლეცნიკს ეკუთვნის. ქალაქის ქუჩებში ბევრი ფერადი შენობა და ხიდებია, რომლებიც ძველ ქალაქს თანამედროვე ნაწილთან აკავშირებენ. აქ ეფექტური საფეხმავლო და ველოსიპედის ბილიკებია. ქალაქში ბევრი მწვანე სივრცეა გონების განსატვირთად.
ბლედი
ეს პატარა ტბისპირა ქალაქი მყუდრო ატმოსფეროს შეგაგრძნობინებთ. მდინარე ბლედზე მდებარე ამავე სახელწოდების დასახლება მრავალფეროვანი გარე აქტივობების საშალებას იძლევა. შეგიძლიათ ისეირნოთ კანოეთი ან ტრადიციული სლოვენიური ნავით, პლეტნათი.
პირანი
პირანი ფოტოგენური შუასაუკუნეების ქალაქია ხმელთაშუა ზღვის პირას. ეს პატარა ქალაქი გაჯერებულია ისტორიით, კულტურით და საინტერესო მუზეუმებით. მოინახულეთ ტარტინის თეატრი, სანაპირო გალერეები და ჩაიკარგეთ ვიწრო ქვაფენილიან ქუჩებში.
ბოვეჩი
ბოვეჩი იმ რეგიონში მდებარეობს, სადაც პირველი მსოფლიო ომის დროს დიდი ბრძოლა გაიმართა. ამ ქალაქის მდიდარი ისტორია წარმოდგენილია მის მუზეუმებში. აქ ასევე სლოვენიის სათხილამურო კურორტი მდებარეობს, ზღვის დონიდან 2300 მეტრზე.
კოპერი
კოპერი სლოვენიის უდიდესი სანაპირო ქალაქია, იტალიის საზღვართან, იტალიური გავლენებით. გასაოცარია ძველი უბნის არექიტექტურა და მისი მყუდრო პორტი. აქ შეიგრძნობთ ვენეციური არქიტექტურის გავლენებს სლოვენიაზე.