მიუხედავად იმისა, რომ სლოვენია არაა ცნობილი როგორც ზღვისპირა მიმართულება, სლოვენიური რივიერა 46 კილომეტრზეა გაჭიმული ადრიატიკის ზღვის გასწვრივ. აქ კენჭებიანი ნაპირები და სანაპირო დასახლებებია. ზოგიერთ ნაპირას მხოლოდ ფეხითაა მისვლა შესაძლებელი.

პორტოროზის სანაპირო/Portorož Beach

პორტოროზი სლოვენიის სიამაყეა, როცა საქმე სანაპირო ზოლს ეხება. ეს ქვეყნის ყველაზე პოპულარული სანაპირო მიმართულებაა, გარშემორტყმული ზღვისპირა კურორტებით, რესტორნებით, მაღაზიებით, ზღვის პროდუქტებით და იტალიური გავლენებით. აქ ცოცხალი ატმოსფერო, რბილი ქვიშა და ფერადი ქოლგები დაგხვდებათ.

პირანის სანაპირო/Piran Beach

პირანის სანაპირო სლოვენიელი ადგილობრივებისთვის სარელაქსაციო ლოკაციაა, ადრიატიკის ზღვაში შესული ვიწრო ნახევარკუნძული. ზოგიერთ ადგილას წყალში მარტივად ჩასასვლელად კიბეები დაგვხდებათ. აქ შორი დისტანციიდან ისტორიული ქალაქის ვენეციურ და ავსტრიულ არქიტექტურას დაათვალიერებთ.

მესტნას სანაპირო/Mestna Beach

მესტნას სანაპირო კოპერში მდებარეობს, სლოვენიის უდიდეს სანაპირო ქალაქში. ეს მომხიბვლელი დასახლება იტალიურ საღვართან მდებარეობს და მისი ნაპირი კლასიკურ ხმელთაშუაზღვიურ სანაპიროს წააგავს, წვრილი კენჭებით. ამ სლოვენიურ რივიერას იტალიური გავლენები აქვს.

იზოლას სანაპირო/Izola Beach

იზოლას სანაპირო მორიგი პატარა კენჭებიანი ნაპირია ძველ სათევზაო სოფელ იზოლაში. ის ადრიატიკის ზღვის გასწვრივ მდებარეობს და სლოვენიურ რივიერაზე მშვენიერ ხედებს გვთავაზობს. სასიამოვნოა აქ მზის ჩასვლის ყურებაც. აქვე მდებარეობს შუქურა და რამდენიმე რესტორანი.

მესეჩევ ზალივის სანაპირო/Mesečev Zaliv Beach

ამ სანაპიროს სახელი “მთვარის ნაპირს” ნიშნავს და ის სლოვენიური რივიერას ფარული მარგალიტია. მესეჩევი სტრუნჯანის ეროვნულ პარკში მდებარეობს, დაცულ არეალში. აქ სუფთა წყალი და მრავალფეროვანი ფლორაა. აქ მხოლოდ ფეხით მოხვდებით, მაგრამ ეს სამოთხე ამად ღირს.