ბოსნია ისტორიულ ქალაქებს გვთავაზობს, თანამედროვე არქიტექტურის სინთეზით. თითოეულ ქალაქს თავისთვის დამახასიათებელი ატმოსფერო აქვს. ჩვენ საუკეთესოები შეგიგროვეთ:

ტუზლა/Tuzla

ტუზლა ლამაზი და საყვარელი ძველი ქალაქია. მისი ეკონომიკა მარილის წარმოებაზე იდგა, რამაც ის ოტომანების მმართველობის პერიოდში მდიდარიც კი გახადა. დღეს აქ ავსტრო-უნგრულ ფასადებს და შუასაუკუნოვან მოედნებს შეხვდებით.

სარაევო/Sarajevo

ბოსნიას დედაქალაქს ყველაფერი აქვს: მდიდარი ისტორია, მუზეუმები, ძველი ბაზარი… მას “ევროპის იერუსალიმსაც” კი უწოდებენ. აქ გვერდიგვერდ იხილავთ ორთოდოქსულ და კათოლიკურ კათედრალებს, სინაგოგებს და თანამედროვე სავაჭრო ცენრებს. საფეხმავლო ზონები და პარკები სარაევოს სასიამოვნო ადგილად აქცევს განსატვირთად და რამდენიმე დღის გასატარებლად.

ვისოკო/Visoko

ცოტამ თუ იცის ერთი ლამაზი პატარა ქალაქის შესახებ, რომელიც სარაევოს ჩრდილოეთით მდებარეობს. ვისოკო “ბოსნიის პირამიდებითაა” ცნობილი, რომლებიც ძალიან ძველი და ანტიკურია. შეგიძლიათ აქ სარაევოდან ერთ დღიანი ტური მოიწყოთ და ბოსნიის სამეფოს ყოფილ დედაქალაქს ეწვიოთ. ოტომანური მეჩეთები და წვრილი ქუჩები ქალაქს განსაკუთრებულ ხიბლს სძენენ.

ბრცკო/Brcko

ამ პატარა ქალაქში კი ბოსნიელები, სერბები და ხორვატები ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ. დაისვენეთ მდინარე სავას ნაპირებზე, გაისეირნეთ მთავარი მოედნის ქუჩებზე ფერადი სახლების და კაფეების გასწვრივ და ამ ქალაქის სულს ადვილად შეიცნობთ.

ბანჯა ლუკა/Banja Luka

ეს ჩრდილოეთ ბოსნიის ეკონომიური და კულტურული ცენტრია. მის ცენტრში ორთოდოქსული ქრისტეს კათედრალი დომინირებს. ოტომანური პერიოდის შენობებიდან კი მხოლოდ ერთი მეჩეთი შემორჩა.

კონჯიჩი/Konjic

წარმოიდგინეთ პატარა ქალაქი გარშემორტყმული მდინარით, კანიონებით და მთებით. კონჯიჩი სარაევოსა და მოსტარს შორის მდებარეობს, მთებში და ბოსნიის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქს წარმოადგენს. მთავარი ძეგლი თაღოვანი ხიდია, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში.

პოჩიტელჯი/Pocitelj

ამ ქალაქში სულ რაღაც 100 მაცხოვრებელია. ის მოსტარის სიახლოვეს მდებარეობს. პოჩიტელჯი შუასაუკუნოვანი ქალაქია, რომელიც ერთ დროს სტრატეგიული მნიშვნელობის იყო. მისი ციხესიმაგრე იუნესკოს დაცული ძეგლია. გაისეირნეთ ქვაფენილიან ქუჩებში ძველ შენობებს შორის.

ნეუმი/Neum

იცოდით, რომ ბოსნიას ადრიატიკის ზღვაზე გასასვლელი აქვს? მათი 10 კილომეტრი სიგრძის ნაპირი ხორვატიას უერთდება. ბოსნია და ჰერცოგოვინაში ქვეყნის მფლობელობაში შემავალი ყველაზე პატარა სანაპირო ზოლია მონაკოს შემდეგ.

მოსტარი/Mostar

ბოსნიაში სარაევოს შემდეგ, ყველაზე პოპულარული მიმართულება მოსტარია. აქ ბოსნიელების და ხორვატების კულტურებია შერწყმული და ტურისტები ორი განსხვავებული ტიპის შთაბეჭდილებებს იღებენ.

ვიშეგრადი/Visegrad

ვიშეგრადი კლდებიითა და ველებითაა გარშემორტყმული სერბიის საზღვრიდან 10 კილომეტრში. მთავარი ღირსშესანიშნაობაა ხიდი, რომელიც იუნესკოს დაცული ძეგლია.

ტრავნიკი/Travnik

ტრავნიკს კი “ევროპული სტამბოლი” შეარქვეს, რადგანაც აქ ერთ დროს ოტომანი მმართველები ისხდნენ. ეს პატარა ქალაქი სარაევოდან 90 კილომეტრში მდებარეობს. მისი ძველი ქალაქი მე-15 საუკუნით თარიღდება და დაცულ ისტორიულ და კულტურულ შენობებს მოიცავს. აქ სეირნობისას გექნებათ განცდა, თითქოს ღია ცის ქვეშ არსებულ მუზეუმში იმყოფებით.