ევროპაში მოგზაურებს პატარა ულამაზესი ქვეყანა, ბოსნია და ჰერცოგოვინა ხშირად ავიწყდებათ. ის კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე იაფი ქვეყანაა მთებით, უნიკალური ქალაქებით და ბუნების საოცრებებით. მოსტარს მდინარე ნერეტვა ორ ნაწილად ჰყოფს. ესაა მიმართულება ზღაპრული არქიტექტურის, ანტიკური ხიდების, ქვაფენილიანი ქუჩების, სადაც თავს თითქოს ძველ დროში ამოყოფთ.

მოსტარი იმ ქალაქების შემადგენლობაშია, სადაც წარსული და აწმყო ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. ის მე-15 საუკუნით თარიღდება და ოტომანური მმართველობის ეპოქაში განსაკუთრებული აღმავლობა განიცადა. განვითარდა მისი ინფრასტრუქტურა, აიგო მისი საკულტო ხიდი და ფეხი მოიკიდა ვაჭრობამ. ოტომანური მმართველობა დასრულდა მაშინ, როცა ბოსნია და ჰერცოგოვინა ავსტრიულ-უნგრული იმპერიისგან ანექსირებული გახდა. ორი მსოფლიო ომის შემდეგ კი რეკოსნტრუქცია განახლდა. მეზობელი კონფლიქტების მიუხედავად, მოსტარი აღმშენებლობას განაგრძობდა. თუ ბოსნიაში სარაევოს საერთაშორისო აეროპორტით ჩადიხართ, მანქანის ქირაობის შემთხვევაში, მოსტარში 2 საათში მოხვდებით. შეგიძლიათ ასევე გაყვეთ მატარებელს, დრო დაახლოებით იგივე დაგჭირდებათ.

მოსტარის წარსულის შესაგრძნობად და ისტორიის გასაცნობად ეწვიეთ ძველ ხიდს. მიუხედავად იმისა, რომ მისი რეკონსტრუქცია 1990 წლის შემდეგ მოხდა, ის მაინც ოტომანურ და ევროპული დიზაინის ელემენტებს მოიცავს. უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ მუზეუმს, რომელიც ამ ღირსშესანიშნავ ხიდთან ახლოს მდებარეობს.

მანქანების მოძრაობისგან თავისუფალი ძველი ქალაქი სავსეა საყვარელი კაფეებით, მაღაზიებით და ვიწრო ქუჩებით. აქედანვე მიადგებით ერთ თაღოვან ხიდს: Kriva Cuprija-ს. არქიტექტურის ენთუზიასტებს მოეწონებათ მეჰმედ პაშას მეჩეთიც, რომლის კოშკიდანაც ულამაზესი ხედები იშლება მოსტარზე. სუვენირებისთვის და ხელნაკეთი ნივთებისთვის გაიარეთ კუჯუნძილუკის ბაზარში, რომელიც მე-16 საუკუნეში გაიხსნა.

მოსტარის წმ. პეტრეს და პავლეს ეკლესია შესამჩნევ კონტრასტშია ქალაქის ოტომანურ არქიტექტურასთან. ფრანცისკულ ეკლესიას კი 106 მ. სიმაღლის კოშკურა აქვს, ყველაზე მაღალი სამხრეთ ევროპაში. როგორც იმედის და ხელახლა დაბადების სიმბოლო, ამ ძეგლს “მშვიდობის კოშკსაც” უწოდებენ. შემდეგ მოინახულეთ ომის და გენოციდის მსხვერპლების მუზეუმი, სადაც პირადი ტრაგედიების შესახებ შეიტყობთ.

მოსტარზე ერთ-ერთი საუკეთესო პანორამა ფორტიკას მთიდან იშლება. ეს მშვენიერი ადგილია ჰაერზე გასასეირნებლად. შეგიძლიათ ჩასრიალდეთ ზიპლაინითაც.

და ბოლოს, აუცილებლად შეუერთდით კრუიზს ნერეტვას მდინარეზე, რათა პატარა ულამაზესი მოსტარი წყლიდანაც დაათვალიეროთ. ბოსნია და ჰერცოგოვინა ბევრ ფარულ მარგალიტს აერთიანებს, მოსტარი სწორედ ერთ-ერთი მათგანია.











