რა ვჭამოთ

კერძო ხელოვნების გალერეა რომში გასაოცარი არქიტექტურით

რომის ანტიკური შარმი შთაბეჭდილებას ქმნის თითქოს ღია ცის ქვეშ მუზეუმში დასეირნობთ. ეს ქალაქი ერთ-ერთი საუკეთესოა იტალიური არდადეგების მოსაწყობად. აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე შთამბეჭდავი ძეგლი შეგხვდებათ: კოლიზეუმი, ტრევის ჩანჩქერი, სასახლეები თუ ეკლესიები. ამჯერად წარმოგიდგენთ დორია პამპილჯის სასახლეს (Palazzo Doria Pamphilj) – საუკუნოვან სასახლეს, რომელიც გასაოცარ ხელოვნების ნიმუშებს ინახავს. აქ ცხოვრობდნენ რომაული კათოლიკური ეკლესიის ყოფილი მეთაურის, ჯოვანი ბატისტა პამპიჯის (პაპი ინოკენტ X) ოჯახის წევრები.

სასახლეში მსოფლიოს ცნობილი და გამორჩეული რომაელი არტისტების შედევრებია განთავსებული. მის დიდებულ კედლებზე იხილავთ რაფაელის, კარავაჯოს, ბერნინის და ველასკესის ნამუშევრებს.

არაა გასაკვირი, რომ რომი უამრავ ტურისტს იზიდავს და მიუხედავად იმისა, რომ ეს იტალიის დედაქალაქის საუკეთესო პირადი გალერეაა, ის მაინც ყურადღების მიღმა რჩება. თუ გსურთ ხალხმრავლობას გაექცეთ და ხელოვნებით დატკბეთ, ეს თქვენი სამოთხე იქნება.

როდესაც პამპილჯების ოჯახმა ეს სასახლე 1644 წელს ააშენა, ხელოვნებას იტალიაზე დიდი გავლენა ჰქონდა. ეს რენესანსის პერიოდი იყო, როცა ლეგენდარულიმხატვრები მოღვაწეობდნენ. მუზეუმში ველასკესის ყველაზე ცნობილი ნახატები ინახება, მათ შორის ყოფილი პაპის პორტრეტი. მის გარდა აქ კიდევ 400-მდე ნახატია, დათარიღებული მე-15/მე-18 საუკუნეებით. ნახატები იატაკიდან ჭერამდეა გადაჭიმული მარმარილოს ქანდაკებებთან და ოქროს ჩარჩოიან სარკეებთან ერთად.

თავად სასახლის ბაროკოს არქიტექტურაც წარსულში გადაგანაცვლებთ. კედლების დეკორატიული დეტალები, მოხატული ჭერი და ხავერდის მორთულობა ცალკე იმსახურებს აღნიშვნას. სასახლის პარკში შეგიძლიათ გაისეირნოთ თაღებს შორის და ძვირფასი შანდლები ფანჯრებიდან დაათვალიეროთ.

ბილეთის ღირებულებაა 20$-მდე და შეგიძლიათ ის შეიძინოთ ონლაინ ან სალარო ჯიხურში.

ტეგები

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ესპანეთიესპანეთი
ესპანეთი17 სექ 2026

6 ნაკლებად ცნობილი ხმელთაშუაზღვის მიმართულება სანტორინის და ამალფის სანაპიროს ნაცვლად

პორტო-ერკოლე, კორჩულა, პაროსი, სენ-ჟან-კაპ-ფერა, მენორკა და მალტა: ხმელთაშუა ზღვის 6 ალტერნატივა სანტორინისა და ამალფის ნაცვლად.

იტალიაიტალია
იტალია31 აგვ 2026

6 მიმართულება, რომელიც ჰომეროსის “ოდისეას” ცნობილი მითების შთაგონებად იქცა

ითაკა, ჩირჩეოს ეროვნული პარკი, მესინის სრუტე, აჩი-ტრეცა და გოზო: რეალური ადგილები, რომლებმაც ჰომეროსის „ოდისეას“ მითები შთააგონა.

იტალიაიტალია
იტალია20 აგვ 2026

დაუწერელი კანონები, რომლებიც იტალიაში ვიზიტამდე უნდა გაითვალისწინოთ

მისალმება, ჩაცმა, საუზმე, ყავა ბართან, კაპუჩინოს წესი და რესტორნის გადასახადები: რა უნდა იცოდეთ იტალიაში წასვლამდე. იმოგზაურეთ „შენს მეგზურთან“ ერთად.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე