საფრანგეთი შესანიშნავი სამოგზაურო მიმართულებაა, რომელიც პოტენციურ მოგზაურებს ბევრ სანახაობას და თავშესაქცევს სთავაზობს. აქ ელეგანტური ქალაქები, ლამაზი სანაპიროები და საოცარი მთებია. აღარ ვახსენებთ კულინარიას და ღვინის კულტურას. შენი მეგზური გირჩევთ ფილმებს და სერიალებს, რომლებიც ფრანგულ ატმოსფეროში ვირტუალურად გადაგანაცვლებთ, შემდეგ კი მზად ვართ სასურველი ტურიც დაგიგეგმოთ:
✆ 514 807 807 – თეონა ✆ 514 866 866 – ნანუკა ✆ 514 861 861 – ნინო ✆ 514 895 895 – სოფი
Emily in Paris/ემილი პარიზში
ამ სერიალში განსაკუთრებულადაა დანახული პარიზის ატმოსფერო და ავთენტურობა. მისი ყურების შემდეგ, აუცილებლად მოგინდებათ მდინარე სენას სანაპიროზე სეირნობა კრუასანით ხელში.
Midnight in Paris/შუაღამე პარიზში
ეს ფილმი დაგაჯერებთ, რომ პარიზი ღამით მართლაც ჯადოსნური ხდება. გაყევით მთავარ გმირს პარიზის ქუჩებში და აღმოაჩინეთ არტისტები წარსულიდან, რომლებიც საფრანგეთის დედაქალაქში იმ ადგილებს სტუმრობდნენ, რისი მონახულებაც ახლა თავად შეგიძლიათ.
Les Miserables/საბრალონი
ეს მუსიკალური ფილმი ისტორიულ პარიზს გვანახებს და საკმაოდ ემოციურ ამბავს მოგვითხრობს.
Amelie/ამელი
ამ ფილმში პარიზს სულ სხვა, “რომანტიკული ფილტრი” ადევს. ეს ახალგაზრდა მიმტანის ისტორიაა მონმარტიდან, რომელიც საკუთარ ბედნეირებას ეძებს და სხვებს ეხმარება. ფილმი გადაღებულია ქალაქის 80 ლოკაციაზე.
Julie & Julia/ჯული და ჯულია
ეს ფილმი საფრანგეთში აღიარებულ საკულტო კულინარს ეძღვნება, რომელიც 1950-იანი წლების პარიზს და 2000-იანი წლების მანჰეტენს გვაჩვენებს. ნიუ იორკში ახალგაზრდა აგენტი გადაწყვეტს გააკეთოს ბლოგი კულინარიაზე და მოამზადოს ყველა რეცეპტი ცნობილი ჯულიას წიგნიდან. ეს ფილმი ფრანგულ სამზარეულოს გაგაცნობთ.
La Vie en Rose/ცხოვრება ვარდისფერ ფერებში
ეს ბიოგრაფიული მიუზიკლი შედევრია, რომელიც ედიტ პიაფის ისტორიას ყვება, ფრანგი მომღერლის, რომელიც ცნობილია სიმღერით “ცხოვრება ვარდისფერ ფერებში”.
Intouchables/ხელშეუხებელნი
ეს კომედია მეგობრობაზე გვიყვება. აქ ორი მამაკაცი ერთმანეთს ცხოვრებისეულ გაკვეთილებს ასწავლის. ფილმის კადრები ფაქტობრივად მთელ პარიზს მოიცავს.
Before Sunset/მზის ამოსვლამდე
ვენის წიგნის მაღაზიაში შეხვედრილი ფრანგი ქალის და ამერიკელი კაცის ისტორია 9 წლის შემდეგ პარიზში გრძელდება. ოსკარზე ნომინირებული ეს ფილმი ასევე პარიზის დიდებულებას წარმოგვიდგენს. თუ პარიზზე რომანტიკულ ფილმს ეძებთ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია.
Call My Agent!/ჩემს აგენტს დაურეკე!
ნეტფლიქსის ეს სერიალი პარიზში გახსნილ ტალანტების სააგენტოს ეხება. თითოეული ეპიზოდი კლიენტსა და აგენტზე ფოკუსირდება და პერსონაჟებად ფრანგ ვარსკვლავებს წარმოგვიდგენს. სერიები ძირითადად საფრანგეთის დედაქალაქშია გადაღებული, მაგრამ ხანდახან გვანაცვლებს ქალაქგარეთ ფრანგულ თავგადასავლებში.
Marseille/მარსელი
ეს სატელევიზიო შოუ სამხრეთ საფრანგეთის უდიდეს ქალაქშია გადაღებული. პოლიტიკური დრამა წარმოგვიდგენს და გვაცნობს მარსელს, ქვეყნის ნაკლებად პოპულარულ ქალაქს.
The Hook Up Plan/სიყვარულის გეგმა
ნეტფლიქსის ეს მორიგი სერიალი 20+ ახალგაზრდების ჯგუფის ამბებს მოგვითხრობს, რომლებიც პარიზში ცხოვრობენ. კადრები საუცხოოდაა გადაღებული ეიფელის კოშკის და ტრიუმფალური თაღის ფონზე.
Paris/პარიზი
ეს ფრანგული ფილმი კაბარეს მოცეკვავეზეა, რომელიც გულის პრობლემების გამო, გადანერგვის ოპერაციას უცდის. მისი და მის მოვლას გადაწყვეტს და მაყურებელი დაძაბული ელის შეძლებს თუ არა პიერი ისევ ცეკვას. რომან დურის და ჯულიეტ ბინოშის მონაწილეობით გადაღებული ეს ფილმი ნამდვილად ლამაზი პარიზული კადრებით დაგამახსოვრებთ თავს.
Paris, Je T’Aime/პარიზო მე შენ მიყვარხარ
პარიზზე გადაღებული ეს ალმანახი ერთგვარი პროექტია, რომელიც პარიზის სიყვარულს ეძღვნება. 18 განსხვავებული ისტორია ქალაქის სხვადასხვა უბანშია გადაღებული, სხვადასხვა რეჟისორის ხედვით. მათ ყველაზე მთავარი, თავად პარიზი აერთიანებს. ფილმში როლებს ანსახიერებენ ჟერარ დეპარდიე, ნატალი პორტმანი, ელაიჯა ვუდი და აშ.
Paris Can Wait/პარიზი დაიცდის
ეს ფილმი გამოირჩევა ბუნების ხედებით, ადგილობრივი სამზარეულოს გაცნობით და რომანტიკით. ისტორია ცნობილი კინო-პროდიუსერის ცოლის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც ქმრის საქმიან პარტნიორთან ერთად საფრანგეთში მოგზაურობას გადაწყვეტს.
Back to Burgundy / უკან ბურგუნდიაში
საფრანგეთის ულამაზეს რეგიონში, ბურგუნდიაში გადაღებული ეს ემოციური ფილმი სამ დედმამიშვილს გვაცნობს, რომლებიც მამის ავადმყოფობის გამო მშობლიურ სახლში ბრუნდებიან. ჟანი, ჟულიეტი და ჯერემი მამის გარდაცვალების გამო ოჯახის ვენახის მოვლის გადაწყვეტილებებს ერთად იღებენ, რადგანაც რთველი ახლოვდება. დრამა ოჯახურ კრიზისებზეც ფოკუსირდება და ფრანგული ღვინის კულტურაზე ცოდნასაც გვაძლევს.
A Good Year/კარგი წელიწადი
ეს პროვანსში გადაღებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმია, რომლის რეჟისორიც რიდლი სკოტია. ნოველაზე დაფუძნებული ეს სურათიც ვენახის ისტორიაზე გადის და სასიყვარულო ელფერს იძენს. სამხრეთ საფრანგეთის ლავანდას მინდვრების კადრებით თავადაც მოგინდებათ ამ რეგიონის მონახულება.
Swimming Pool/აუზი
ეს ეროტიკული თრილერიც პროვანსშია გადაღებული და ის ფრანგ რეჟისორ, ფრანსუა ოზონს ეკუთვნის. ბრიტანელი მწერალი სამხრეთ საფრანგეთის სოფელში გადაწყვეტს დროის გატარებას და მთავარი ისტორიაც სწორედ იქ იწყება.
C’est la vie!/ესაა ცხოვრება
ამ ფრანგულ კომედიაში მოვლენები მე-17 საუკუნის ფრანგულ შატოში ხდება. ქორწილების ორგანიზატორი ცდილობს ყველაფერი იდეალურად იყოს, თუმცა მას არაპროფესიონალ თანამშრომლებთან უწევს მუშაობა და პრობლემები არასდროს მთავრდება.