უმბრიის ულამაზეს მწვანე რეგიონში, მთაზე მდებარე ისტორიული ქალაქი პერუგია, ბევრმა ტურისტმა ჯერ კიდევ არ იცის. ეს იდილიური ლოკაცია ბრწყინვალე სამოგზაურო მიმართულებაა სავსე ისტორიებით, შთამბეჭდავი არქიტექტურით და ცოცხალი ატმოსფეროთი. რომ არა სტუდენტები, რომლებიც აქაურობას ცოცხალ ქაოსს სძენენ, იფიქრებდით რომ აქ დრო შუა საუკუნეებში გაიყინა. დაათვალიერეთ გოთიკური შენობები, დიდი კედლები და დააგემოვნეთ გემრიელი რეგიონული სამზარეულო. პერუგია უმბრიის დედაქალაქია, რეგიონის, რომელიც სავსეა საინტერესო პატარა ქალაქებით. მოგვმართეთ ტურის დასაგეგმად – შენი მეგზური.
დეი პრიორტის სასახლე/Palazzo dei Priori
საუკუნეების მანძილზე ეს უზარმაზარი სასახლე ქალაქის ცენტრალურ პიაცაზე მედიდურად იდგა. ეს გოთიკური სტილის შენობა მე-14 საუკუნეში აშენდა და ერთ დროს მუნიციპალიტეტის მმართველები სწორედ აქ ისხდნენ. დღეს ის რეგიონის მთავარი ხელოვნების გალერეაა. დაათვალიერეთ მისი უნიკალური ფანჯრები, მოუსმინეთ მუსიკოსებს მის წინ და დააგემოვნეთ გემრიელი გელატო მის შესასვლელში. მუზეუმი ღიაა ყოველდღე დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე. იანვრიდან მარტამდე ორშაბათობით დაკეტილია.

პერუგიას კათედრალი
იმავე მოედანზე, სადაც სასახლე მდებარეობს, სან ლორენცოს კათედრალსაც აღმოაჩენთ. ის მე-15 საუკუნეში აშენდა, თუმცა მისი ექსტერიერის ზოგიერთი ნაწილი ისევ დაუმთავრებელის შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც შენობას უნიკალურობას სძენს. დაათვალიერეთ მხატვრული ნიმუშები მის შიდა სივრცეში.

ეტრუსკული კედელი
მდიდარი ეტრუსკული წარსულით ეს ანტიკური კედლები პერუგიას უძველეს ისტორიებს ინახავენ. კიბეებით ანტიკურ წყლის რეზერვუარში ჩასვლაა შესაძლებელი. ამ კედლის მონახულება პერუგიაში ვიზიტის დასამახსოვრებელი გამოცდილებაა.

გაისეირნეთ ვია დელ აკედოტო დი პერუგიაზე
Via dell’Acquedotto di Perugia – ანტიკური გზაა, რომელიც რომაულ პერიოდში პერუგიას მოსახლეობას სუფთა წყალთან წვდომის საშუალებას აძლევდა. დღეს ის ბრწყინვალე სასეირნოა, სიგრძეში 4 კილომეტრი. გზად ისტორიულ შენობებს სხვადასხვა კუთხიდან დაათვალიერებთ.

პორტა სოლეს გადმოსახედი
გადმოხედეთ ანტიკურ ქალაქს და მის ფერად შენობებს ამ შემაღლებული ადგილიდან, განსაკუთრებით მზის ჩასვლის ან ამოსვლის პერიოდში. კიბეებზე ასვლა ულამაზესი პანორამული ხედით აუცილებლად დაგიფასდებათ.

ეწვიეთ ასისის (Assisi)
იტალიის ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი დასახლებაა ასისი, რომლის მონახულებაც პერუგიადან შეგიძლიათ, სულ რაღაც 20 წუთში. აქ რელიგიურად მნიშვნელოვანი ძეგლებია, რადგანაც ასისის იტალიის ერთ-ერთი დიდი წმინდანის, ფრანსიზ ასისის დაბადების ადგილადაა მიჩნეული. დაიკარგეთ ამ შუასაუკუნოვანი ქალაქის ხეივნებში.

შეუერთდით ღვინის ტურს
ტოსკანას მსგავსად, უმბრიას მთებიც მორთულია ვენახებით. აქ ფანტასტიკური ღვინო მზადდება და ბევრი არაჩვეულებრივი მევენახეობაა, რომლებიც ღვინის ტურებს გვთავაზობენ. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია – Lungarotti.

ტრასიმენოს ტბა
ეს ცენტრალური იტალიის უდიდესი ტბაა, უმბრიის “კომოს ტბა”. ის ტოსკანას საზღვართან მდებარეობს და ბუნების მოყვარულთათვის მშვენიერი ადგილია. ლაშქრობის გარდა, შეგიძლიათ დაკავდეთ წყლის სპორტითაც, მაგალითად კაიაკით.

საუკეთესო კაფე-რესტორნები:
პერუგიაში ბევრი რესტორანია, სადაც გემრიელ იტალიურ კერძებს ამზადებენ. აქ აუცილებლად გირჩევთ strangozzi-ს: ტრადიციულ პასტას და შოკოლადს: Baci.
- Café Timbuktu
- POSTO GIUSTO
- Caffe Dal Perugino
- Luce Ristorante
- Piada e Delizie
- Punto di Vista











