ზღვა და კუნძულები

პანტელერია: ულამაზესი იტალიური კუნძული

მაგიური პანტელერია ვულკანური კუნძულია ხმელთაშუა ზღვაში, რომელიც ტექნიკურად ტუნისთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ევროპასთან. ზაფხულობით აქ იტალიელები ხშირად ისვენებენ და ფირუზისფერ ზღვაში თუ ცხელ წყაროებში ბანაობენ. პანტელერია ადგილია, სადაც ყოველდღიური ცხოვრების სტრესს გაექცევით და ბუნებით ისიამოვნებთ.

საკულტო სპილოს თაღი

პანტელერიის ეს საკულტო მშვენება კუნძულის სულს აღბეჭდავს. ბუნებრივი კლდის ფორმაცია აქ ცურაობის და სნორკელინგის საუკეთესო გამოცდილებას გპირდებათ. აღმოაჩენთ გამოქვაბულებსაც.

მიიღეთ სპა პროცედურები ლაგო დი ვენერეში

Lago di Venere, იგივე ვენუსის ტბა, ვულკანური წარმოშობისაა და მილიონობით წლის წინ ჩამოყალიბდა. ის ცნობილია მისი მდიდრული მინერალებით და გამაჯანსაღებელი ტალახებით.

დააგემოვნეთ ღვინო კუნძულის რომელიმე მარანში

დააგემოვნეთ ადგილობრივი არომატული მშრალი ღვინო “ზიბიბო”.

დააგემოვნეთ ადგილობრივი დესერტი

პანტელერიაში ვიზიტი არ იქნება სრულყოფილი თუ ამას არ გასინჯავთ: bacio pantesco. ეს გემრიელი დესერტი ხრაშუნა და ტკბილი გულსართით კუნძულის უნიკალურ კულინარიულ ტრადიციებს ასახავს.

ეწვიეთ ჯიარდინო პანტესკოს

პანტელერიაზე მდებარე ეს ბაღი ადგილობრივი აგრიკულტურის ინოვაციური შედევრია. აქ აგებული ნაგებობები ციტრუსის ხეებს კუნძულზე გავრცელებული ქარისგან და მშრალი კლიმატისგან იცავს.

ქალაქები:

პანტელერია: უნიკალური ბალანსი თანამედროვე მოხერხებულობასა და ულამაზეს ბუნების ლანდშაფტთან. ცენტრის მიღმა ველური ბუნება და ვულკანური ლანდშაფტია.

სკაური/Scauri: აქ თვალისმომჭრელი მზის ჩასვლებია და ნათელ ამინდში აფრიკასაც მოკრავთ თვალს.

ჰამმა/Khamma: ეს პატარა ფოტოგენური სოფელი იდეალურია ადგილობრივ კულტურაშ ჩასაძირად.

საუკეთესო დრო ვიზიტისთვის: ბარ-რესტორნები აქ სეზონურად ზაფხულში იხსნება. მაისსა და ივნისში შესაძლოა ყველაფერი ჯერ ღია არ იყოს მაგრამ იდეალური კლიმატი იქნება სალაშქროდ. აგვისტო ყველაზე დაკავებული თვეა. იდეალური თვეა სექტემბერი.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ესპანეთიესპანეთი
ესპანეთი17 სექ 2026

6 ნაკლებად ცნობილი ხმელთაშუაზღვის მიმართულება სანტორინის და ამალფის სანაპიროს ნაცვლად

პორტო-ერკოლე, კორჩულა, პაროსი, სენ-ჟან-კაპ-ფერა, მენორკა და მალტა: ხმელთაშუა ზღვის 6 ალტერნატივა სანტორინისა და ამალფის ნაცვლად.

იტალიაიტალია
იტალია31 აგვ 2026

6 მიმართულება, რომელიც ჰომეროსის “ოდისეას” ცნობილი მითების შთაგონებად იქცა

ითაკა, ჩირჩეოს ეროვნული პარკი, მესინის სრუტე, აჩი-ტრეცა და გოზო: რეალური ადგილები, რომლებმაც ჰომეროსის „ოდისეას“ მითები შთააგონა.

იტალიაიტალია
იტალია20 აგვ 2026

დაუწერელი კანონები, რომლებიც იტალიაში ვიზიტამდე უნდა გაითვალისწინოთ

მისალმება, ჩაცმა, საუზმე, ყავა ბართან, კაპუჩინოს წესი და რესტორნის გადასახადები: რა უნდა იცოდეთ იტალიაში წასვლამდე. იმოგზაურეთ „შენს მეგზურთან“ ერთად.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე