ზღვა და კუნძულები

პანამას 9 საუკეთესო სანაპირო

დაუსახლებელი კუნძულების დიდი რაოდენობით, მშვიდი კარიბისეული ატმოსფეროთი და მეორე მხრიდან მჩქეფარე წყნარი ოკეანის მონაბერი ჰაერით, პანამა საუკეთესო სანაპირო დასვენების სიტუაციას ქმნის. წარმოგიდგენთ მის საუკეთესო სანაპიროებს:

1. სან ბლასის არქიპელაგი

სნორკელინგისთვის

პანამას ულამაზეს სანაპიროებში სან ბლასის არქიპელაგი მაინც გამორჩეულია. ის წარმოგვიდგენს რბილ ქვიშას და კრისტალივით სუფთა წყალს. აქ ისიამოვნებთ ზღვის პროდუქტებით, წიგნის წაკითხვით და ჰამაკში წოლით.

2. კაიოს ზაპატილა, ბოკას დელ ტორო

კაიოს ზაპატილა არის ადგილი, რომელიც ულამაზეს საფოსტო ბარათს ჰგავს. ეს ორი დაუსახლებელი კუნძული ეროვნული პარკის ნაწილია და ესთეტიკურად უმშვენიერეს ადგილებს წარმოადგენენ. კუნძულს მთლიანად 45 წუთში მოივლით, აქ ბუნება ველურია, რესტორნები არაა და ფიზიკურად შეუძლებელია კარგი ფოტოების გადაღება არ გამოგივიდეთ.

3. ზღვის ვარსკვლავების სანაპირო, ბოკას დელ ტორო

საუკეთესო საცურაოდ

რა არის იმაზე შთამბეჭდავი, იხილოთ ზღვის ვარსკვლავები მიმოფანტული წყალში? ესტრელას სანაპირო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანაპიროა ბოკას დელ ტოროში. მისი წყალი იდეალურია საცურაოდ.

4. ვენაოს სანაპირო, აზუეროს ნახევარკუნძული

ეს გრძელი ფოტოგენური ვენაოს სანაპირო ვულკანური ქვიშით აუცილებლად მოსანახულებელი მიმართულებაა. აქ შეძლებთ დაკავდეთ წყლის სპორტით, ისწავლოთ სერფინგი და აშ. სერფინგისთვის საუკეთესო დრო დეკემბრიდან მარტამდე პერიოდია.

5. ბლანკას სანაპირო, კოკლის პროვინცია

დღეს ბლანკას სანაპირო პანამას საუკეთესო სანაპირო კურორტია და იზიდავს მათ, ვინც “All inclusive” დასვენებას გეგმავს. გირჩევთ ეწვიოთ პატარა კუნძულ ფარალონს გემით და ფარალონის სანაპიროც მოინახულოთ.

6. ელ პალმარი, პანამას ოესტეს პროვინცია

ეს საყვარელი თეთრი ქვიშის სანაპირო პანამას ერთ-ერთ საუკეთესო დასასვენებელ ქალაქთან, კორონადოსთან მდებარეობს. კორონადოზე ნაკლებად განვითარებული ელ პალმარი პოპულარულია უიქენდებზე გასასვლელად. აქ იპოვით სიმშვიდეს ტროპიკულ პალმებში და საოცრად მშვიდ დღეებს მოიწყობთ.

7. ლარგას სანაპირო, კონტადორას კუნძული

ეს კუნძული დედაქალაქს ბორნით უკავშირდება და ერთ დროს ესპანეთთან დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. ერთადერთი რაც ამ კუნძულზე არასდროს იცვლება, მისი სამოთხისებური სანაპიროებია. პლაია ლარგა კუნძულის დიდ ნაწილს იკავებს.

8. სანტა კატალინა, ვერაგუას პროვინცია

ეს ცენტრალური ამერიკის ტოპ სერფინგის მიმართულებაა. აქ ყველა ზომის ტალღებია მოსალოდნელი, განსაკუთრებით სეზონზე, აპრილიდან ოქტომბრამდე. შემოგთავაზებენ სკუბა დაივინგის და სნორკელინგის ტურებსაც.

9. ისლა გრანდე, კოლონის პროვინცია

ეს საუკეთესო ადგილია აფრო-პანამური კულტურის შესაცნობად. ისლა გრანდე პანამას მსხვილ პროვინციაში მდებარეობს. პალმები და თეთრი ქვიშა სასიამოვნო დასვენებას გვპირდება. აქ გზები არაა, მხოლოდ საფეხმავლო ბილიკები, პასტელური ფერის კოტეჯები და ქრისტეს ქანდაკება, რომელიც წყალში დგას და დამსვენებლებს აკვირდება.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

დომინიკელთა რესპუბლიკადომინიკელთა რესპუბლიკა
დომინიკელთა რესპუბლიკა28 ოქტ 2026

10 საუკეთესო აქტივობა პუნტა კანაში, დომინიკის რესპუბლიკაში

დომინიკის რესპუბლიკაში მოგზაურობა ბევრისთვის პუნტა-კანას სამოთხისებურ პლაჟებზე, ყოვლისმომცველი მომსახურების მქონე სასტუმროებში დასვენებასთან ასოცირდება. თუმცა, ულამაზესი…

ნიკარაგუანიკარაგუა
ნიკარაგუა1 ოქტ 2026

7 საუკეთესო აქტივობა გრანადაში, ნიკარაგუაში

ცენტრალური პარკი და კათედრალი, ელ პორტალი, შოკოლადის დეგუსტაცია და სან ფრანცისკოს მონასტერი: 7 აქტივობა ნიკარაგუის გრანადაში.

აშშაშშ
აშშ31 აგვ 2026

10 ყველაზე ნაკლებად ცნობილი, მომხიბვლელი ქალაქი აშშ-ში

ქამდენი, ამელია აილენდი, ბისბი, გალენა და მაკინო-აილენდი: აშშ-ის 10 ნაკლებად ცნობილი პატარა ქალაქი ისტორიული არქიტექტურით და ბუნებით.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე
Habinetჯგუფის კომპანიები