პუგლიის საოცარი რეგიონის გულში, ერთი მომხიბვლელი ქალაქი ოსტუნი მდებარეობს, რომელსაც “თეთრ ქალაქსაც” უწოდებენ. თეთრი ფერის ქუჩებში ყვავილები, კაქტუსები და ზეთისხილის ხეები შემოგეგებებათ. ქალაქი შუა საუკუნეების და ბაროკოს არქიტექტურის საოცარი მიქსია.

1. გაისეირნეთ ოსტუნის ქალაქის ქუჩებში

როგორც პუგლიის უმეტეს ქალაქს, ოსტუნისაც მომხიბვლელი ისტორიული ცენტრი აქვს. ქალაქის თეთრ კედლებში და ისტორიულ ძეგლებს შორის სეირნობისას, თავი საფოსტო ბარათზე აღბეჭდილ კადრში გეგონებათ. ყოველ კუთხეში აქ საინტერესო ფოტოს გადაღების საშუალება გექნებათ. გაისეირნებთ ხეივნებში, ჩაივლით კიბეებს და გაივლით თაღებს შორის. შაბათობით გამოცდით ოსტუნის ბაზრობასაც.

2. პიაცა დელა ლიბერტა

ოსტუნის დაუნთაუნის მთავარი ღირსშესანიშნაობაა პიაცა დელა ლიბერტა. ეს შთამბეჭდავი მოედანი ბევრ ტრადიციულ რესტორანს და ბარს აერთიანებს. მის ღია ტერასებს მიღმა, იხილავთ ისეთ ბრწყინვალე შენობებს, როგორებიცაა მერიის შენობა.

3. სანტა მარიას კათედრალი

ოსტუნის უმაღლეს წერტილას მდებარე სანტა მარიას კათედრალი მე-15 საუკუნეში გოთიკურ სტილში ააგეს, რაც პუგლიისთვის დამახასიათებელი რომანული და ბაროკოს სტილის გათვალისწინებით მართლაც იშვიათი იყო. აღსანიშნავია მისი ულამაზესი დეტალები, მაგალითად ფანჯრის მოყვანილობა და თაღების დეკორი.

4. არკო სკოპა

სანამ ოსტუნის კათედრალამდე მიხვალთ, სკოპას თაღი უნდა გაიაროთ. ეს ელეგანტური ქვის თაღი ერთ დროს უბრალოდ ხის ხიდი იყო, ახლა კი პალაცო ვესკოვილს და პალაცო დელ სემინარიოს აკავშირებს ერთმანეთთან. გარშემო ყველა ნაგებობა წარსულის ამბებს აღბეჭდავს.

5. ბორგო ანტიკო ბისტრო, ოსტუნი

ოსტუნის ისტორიულ ძველ უბანში მდებარე ბორგო ანტიკო საინტერესო ადგილია დროის გასატარებლად. კიბეებზე განთავსებული ეს ღია ბისტრო ავთენტურ შარმს წარმოგვიდგენს. განსაკუთრებით სასიამოვნოა აქ გემრიელი სასმლის მირთმევა მზის ჩასვლისას.

6. ქალაქის გადმოსახედები

ოსტუნიში ერთ-ერთი საუკეთესო აქტივობა შთამბეჭდავი გადმოსახედების ნახვაა. აქ ქალაქის ხედებით ნამდვილად შეძლებთ დატკბობას; დააკვირდებით ქალაქის არქიტექტურას და ლანდშაფტს. ერთ-ერთი საინტერესო გადმოსახედია Corso Vittorio Emanuele II-ის ქუჩა, სადაც მთის ხედს იხილავთ.

7. მოიწყვეთ ერთდღიანი ტური

რეგიონის ბრწყინვალე სილამაზის აღმოსაჩენად, გადით ქალაქიდან და მოინახულეთ ცნობილი ულამაზესი დასახლებები:

ბარი

ბარის პუგლიის რეგიონში მოგზაურები ხშირად ყურადღების მიღმა ტოვებენ, მაგრამ სულ ტყუილად. ამ ქალაქის ქუჩებში რეალურად, სიცოცხელ ჩქებს. ბარი ძველ და ახალ არქიტექტურას ოსტატურად აერთიანებს და გემრიელ სამზარეულოსაც გვთავაზობს. “პასტას ქუჩაზე” თუ გაივლით, იხილავთ მოხუც ქალბატონებს, რომლებიც ცომისგან პასტას ამზადებენ.

ლესე

ლესე პუგლიის რეგიონის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია და მართლაც სუნთქვაშემკვრელია. აქ აღმოაჩენთ განსაკუთრებულ ისტორიას და ანტიკურ რომაულ ამფითეატრს. მას “სამხრეთის ფლორენციასაც” უწოდებენ. შეგიძლიათ იყიდოთ გაერთიანებული ბილეთი, რომლის საშუალებითაც მოინახულებთ ბაზილიკას, ბაროკოს ტაძრებს და სასახლეს. ბილეთის ღირებულებაა 9 ევრო.

ალბერობელო

პუგლიის რეგიონის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა საკულტო ალბერობელო, უნიკალური ფორმის სახლებით, რომლებიც სამეურნეო მუშახელისთვის შექიმნა. დღეს აქ ადგილობრივები ისევ სახლობენ. ალბერობელო პატარა ზღაპრულ დასახლებას ჰგავს.

8. დაისვენეთ სანაპიროზე

თუ რელაქსაცია გსურთ, ოსტუნის სანაპირო ზოლს პუგლიაში აუცილებლად უნდა ეწვიოთ. ფირუზისფერი წყლის პირას დროს მშვიდად გაატარებთ, განსაკუთრებით მაისსა და ოქტომბერში.

რამდენიმე საუკეთესო სანაპიროა:

  • Punta Prosciutto
  • Spiaggia di Porto Selvaggio
  • Torre dell’Orso
  • Baia dei Turchi
  • Santa Maria al Bagno
  • Spiaggia di Torre Lapillo