ოქტობერფესტი 2023 ახლოვდება! ის ამ წელს 16 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე ჩატარდება, 18 დღის მანძილზე. ყოველწლიურად, ამ ორნახევარი კვირის შუალედში 7 მილიონი ვიზიტორი მიდის გერმანიის ქალაქ მიუნხენში ლუდის დღესასწაულის აღსანიშნად. ამ დროს აქ ტარდება აღლუმები, ტრადიციული კვების და მუსიკის ფესტივალები და აშ. ოქტობერფესტი ამაღელვებელი ღონისძიება სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ დროს ბავარიულ კულტურას ეცნობიან.
ოქტობერფესტის მოკლე ისტორია
ოქტობერფესტი 1810 წლიდან იღებს სათავეს პრინცი ლუდვიგის და პრინცესა ტერესას ქორწინების პატივსაცემად მოწყობილი სერიული დოღის ღონისძიებიდან. ის იმდენად დიდი მოვლენა გახდა, რომ ყოველწლიური ღონისძიების სახე მიეცა. თუმცა, სოსისები და ლუდი მოგვიანებით შემოვიდა ასპარეზზე.
‘პროსტ’/’Prost’ – გერმანულად “გაუმარჯოს”!
მთავარი მოვლენა: მილიონობით ლიტრის ლუდი
პირველი რაც უნდა აღვნიშნოთ, ამ დროს მიუნხენში უზარმაზარი რაოდენობის ალკოჰოლია – დაახლოებით 7 მილიონი ლიტრა მიდის უშუალოდ ფესტივალზე გამოყენებისთვის, მასთან ერთად, 95000 ლიტრა ღვინო. მომსახურე პერსონალი ტრადიციულ სასმისებში ასხავენ სასმელს, რომელსაც Masskruege ეწოდება. ეს ფაქტიც ნამდვილად აღსანიშნავია: როგორც წესი მათ დაუჯერებელი რაოდენობის კათხა უჭირავთ ხოლმე ხელებში საკმაოდ ოსტატურად. ამ ეტაპზე, მსოფლიო რეკორდი 26 Masskruege-ს დაჭერაა!
ყველა გემრიელი საჭმელი, რომელიც ლუდს უხდება
მეორე ამაღელვებელი მომენტი აქაური საკვებია. ბავარიელები როგორც წესი დღეს ოქტობერფესტზე იწყებენ და მიირთმევენ – Weisswurst, თეთრ სოსისს ხბოს და ბეკონის ხორცით. ლანჩი მოიცავს ქათამს – Hendl, ღორის ხორცის კერძს – Schweinhaxen ან უბრალოდ სოსისებს. დღის განმავლობაში წასახემსებლად მიირთმევენ პრეთზელებს, მოხალულ ნუშს და ტრადიციული ფანქეიქის კერძს – Kaiserschmarrn.
ფესტივალი ბევრ თავშესაქცევს გთავაზობთ: ტრადიციულ ბავარიულ მუსიკას, თოჯინების თეატრს, აღლუმებს, გასართობ აქტივობებს.
ოქტობერფესტის ეტიკეტი
- ატარეთ სწორი ტანისამოსი. თუ გსურთ, რომ არასასიამოვნო ყურადღება არ მიიქციოთ, ნუ ჩაიცმევთ წვეულებების სამოსს ან ოფიციალურ კოსტიუმებს.
- მიირთვით საჭმელი იქამდე, სანამ დალევას დაიწყებთ. ლუდის გერმანულ ფესტივალზე საკვები საკმაოდ ნოყიერია. ეს იმიტომ ხდება რომ ბევრი სასმლის მოხმარების წინ დანაყრება აუცილებელია.
- დაჯავშნეთ მაგიდა. უკეთეს გამოცდილებას მიიღებთ, თუ მაგდიას წინასწარ დაჯავშნით და უზარმაზარ რიგში არ ჩადგებით.
- ფესტივალზე შედით კარვების შესასვლელიდან, რათა რიგში დგომა დიდხანს არ მოგიწიოთ. აქ უფრო მალე გადის.
- ყურადღება მაიქციეთ სპეციალური სამოსის dirndl-ის თასმებს. გერმანიაში მათ მიღმა უცნაური წესი არსებობს. თუ თასმები ბაფთით შეკრულია მარჯვნივ, ნიშნავს, რომ დაქორწინებული ხართ ან იმყოფებით სასიყვარულო ურთიერთობაში. მარცხნივ შეკვრა ნიშნავს, რომ მარტოხელა ხართ და მზად ხართ გაცნობისთვის. შუაში შეკვრა ნიშნავს, რომ ქალიშვილი ხართ.
- წაიღეთ ქეში. ფესტივალის ტერიტორიაზე ბანკომატების სიმწირეა და შესაძლოა ბარათით გადახდაც ვერ შეძლოთ. გაითვალისწინეთ წინასწარ ლუდის ფასები. 1 ლიტრის ფასი 12-დან 14 ევრომდე მერყეობს. გააჩნია ბრენდს.
- იყავით მზად, რომ რობი უილიამსის მუსიკას ხშირად გაიგებთ.
რა არ უნდა გააკეთოთ:
- არ აქვს მნივნელობა რა კარგ იდეად შეიძლება ჟღერდეს მაგიდაზე დადგომა. შესაძლოა ფესტივალის ღობის მიღმა მოგიწიოთ გადანაცვლება დაცვასთან ერთად.
- ნუდ აელოდებით ხურდას მომსახურე პერსონალისგან. მათ ამ დროს ძალიან გადატვირთული მუშაობა აქვთ და შესაძლოა ზედმეტი თანხა “ჩაის მიცემადაც” იგულისხმონ.
- ნუ დააყოვნებთ ოქტობერფესტის პერიოში სასტუმროს დაჯავშნას. ფესტივალს 7 მილიონამდე ადამიანი ესწრება და ადგილები ქალაქში საკმაოდ სწრაფად ივსება.
- რამდენიმე კათხა ლუდის მერე, ნუ ეწვევით ატრაქციონებს.
- ნუ გაგაკვირვებთ თუ ადამიანები კვამლს შემოგაფრქვევენ. თამბაქო ბავარიაში საკმაოდ პოპულარულია.
- ყურადღება მიაქციეთ თქვენს ნივთებს და ჯიბეებს. აქაც არიან შემოპარულები ჯიბის ქურდები.
- იცოდეთ, რომ ეს არაა მხოლოდ ლუდის სმა. ოქტობერფესტი ბავარიული კულტურის ზეიმია.
როგორ უნდა მიხვიდეთ ფესტივალის ლოკაციამდე?
მიუნხენის Hauptbahnhof, ცენტრალური სადგურია, საიდანაც ოქტობერფასტამდე ფეხით ძალიან მალე მიხვალთ. ასევე, უახლოესი გაჩერებებია: Theresienwiese და Schwanthalerhöhe.
მსგავს ღონისძიებას ატარებენ ბერლინშიც და ჰანოვერშიც, თუმცა მიუნხენი ნამდვილი ეპიცენტრია.