იტალიაში მდებარე ბურანო ცნობილია მაქმანის წარმოებით და ფერადად შეღებილი სახლებით. ეს შთამბეჭდავი პატარა კუნძული მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს და ყველაზე ფერად ადგილად ითვლება. ბურანო მშვიდი სოფელია 2000-მდე მაცხოვრებლით, ვენეციის მშვენიერი ალტერნატივა.

ბურანოს მაქმანმა შუა საუკუნეებში დიდი პოპულარობა მოიხვეჭა და სიმდიდრის სიმბოლო გახდა. აქ მაქმანის მუზეუმსაც (Museo del Merletto) დაათვალიერებთ. იცოდეთ, რომ ნებისმიერი მაქმანი, რომელიც 50$-ზე იაფი ღირს, იმიტომ რომ ის რეალური არაა. ნამდვილ ბურანოს მაქმანებს თითოს კვირეების მანძილზე ამზადებენ და შესაძლოა მაგიდის გადასაფარებლის დამზადებამ მთელი წელიც კი წაიღოს.

ბურანოში მდებარეობს საათის კოშკი და მე-17 საუკუნის სან მარტინოს ეკლესია. აქ ასევე ბევრი მაღაზია და კაფე-რესტორანია სადაც ზღვის პროდუქტების კერძებს დააგემოვნებთ.

სახლების მოხატვა კუნძულზე დიდი ხნის ტრადიციაა. ღია ფერის სახლები მეთევზეებისთვის თევზაობის შემდეგ სახლის მიგნებას აადვილებდა, რადგანაც ნისლის გამო ხედვა უჭირდათ.

ვენეციის ჩრდილოეთ მხრიდან ბურანოში პირდაპირი წყლის ავტობუსებით მოხვდებით. აქ დაგხვდებათ სასტუმროები და გესთჰაუსები, თუმცა მეზობელ კუნძულებზე ან ვენეციაში შეგიძლიათ დარჩეთ და ბურანოში უბრალოდ დღე გაატაროთ.

კუნძულზე მიირთმევთ ახლად დაჭერილი თევზისგან დამზადებულ კერძებს და რა თქმა უნდა პიცებს. ჩვენ გირჩევთ შემდეგ საკვებ ობიექტებს: Trattoria da Primo e Paolo და Trattoria a Gatto Nero. ავთენტური გამოცდილებისთვის, მიაკითხეთ რომელიმე ღვინის ბარს.

ამ “ვენეციის ლაგუნაში” ასევე გამოიკვლევთ მურანოს, რომელიც ცნობილია შუშის წარმოებით, მაზაროს, რომელიც არტისტებს ძალიან უყვართ და ტორჩელოს, ვენეციის უძველეს ეკლესიას.










