თუ ბარსელონასა და ვალენსიას შორის მდებარე ზღვისპირა სამანქანო გზას გაუყვებით, არაჩვეულებრივ ხედებს აღმოაჩენთ: ესპანურ სანაპირო ზოლს, კლდეებს, მთებს, ეროვნული პარკების ბუნების სილამაზეს და მშვენიერ ქალაქებს, რომელთა შორისაა ტარაგონა, ბარსელონას იაფი ალტერნატივა. მაგრამ, ჩვენ ამჯერად მორელას გაგაცნობთ, პატარა გოთიკურ ქალაქს უნიკალური შარმით.
მორელა განმარტოებისთვის მშვენიერი ადგილია. უახლოესი აეროპორტია ვალენსია, ხოლო ბარსელონას ელ პრატის აეროპორტი 3 საათის გზაზე მდებარეობს. ის მშვენიერი ადგილია გარე აქტივობების მოყვარულთათვის, რომლებიც თავგადასავლებს ეძებენ. რადგანაც აქაური ლანდშაფტი სავსეა ფანტასტიკური სალაშქრო ბილიკებით.
მორელას რეგიონის სხვა მთის ქალაქებისგან საოცარი მდიდრული ისტორია გამოარჩევს. მისი მდებარეობის გამო ის საუკუნეების მანძილზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ლოკაცია იყო. ქალაქმა გამოსცადა მავრიტანული, ქრისტიანული და რომაული მმართველების დომინანტობა და დიდი წვლილი ითამაშა ნაპოლეონის და ესპანური ცივილური ომების პერიოდში.
მორელაში ჩასვლისთანავე გაიაზრებთ თუ რამდენად განსაკუთრებული ადგილია ის. მისი ციხესიმაგრე ანტიკური კედლებით ქალაქს გადმოჰყურებს და შთამბეჭდავ ვიზუალურ ელემენტს წარმოადგენს. ქალაქი სავსეა საუკუნოვანი ისტორიული ნაგებობებით, ლამაზი ტაძრებით, ქვაფენილიანი ქუჩებით და ხეივნებით. საუკეთესო გზა რომ მორელათი დატკბეთ, მის ქუჩებში დაკარგვა და ისტორიაში ჩაძირვაა.
შუასაუკუნოვანი კედლები, რომლებიც მე-14 საუკუნეში ააგეს, ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. მორელაში ესპანეთის რამდენიმე საუცხოოდ შემონახული გოთიკური ტაძრებია.
მაგრამ ამ ფოტოგენურ ესპანურ ქალაქში ყველაფერი ანტიკური ისტორიის გარშემო არ ტრიალებს. მორელა სიცოცხლით სავსე ქალაქია დიდებული რესტორნებით და ტრადიციული ფესტივალით. ის ასევე ესპანეთის საუკეთესო სალაშქრო რეგიონია. აქ დააგემოვნებთ ადგილობრივ უგემრიელეს სამზარეულოსაც. მორელა ცნობილია ტრიუფელებითაც და ადგილობრივ ბაზრობაზე მათ აუცილებლად აღმოაჩენთ. ერთ-ერთი საუკეთესო საკვები სივრცეებია – Casa Roque და Mesón del Pastor.