ბარსელონას ხმაურიდან და ქაოსიდან 1 საათის სავალ გზაზე თავს საოცარ ტარაგონაში აღმოაჩენთ. ეს ანტიკური რომაული ქალაქი უკან წარსულში გადაგანაცვლებთ და კატალონური ცხოვრების სტილს გამოგაცდევინებთ. ეს ღია ცის ქვეშ მუზეუმი მისი ქვაფენილიანი ქუჩებით და საყვარელი ტერასებით წარსულის და აწმყოს შთამბეჭდავ ხელოვნებას აერთიანებს. რას მოინახულებთ ტარაგონაში?

ტურის დასაგეგმად მოგვმართეთ:

თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო
✆ 514 807 807 – თეონა
✆ 514 895 895 – სოფი

ტარაგონას ამფითეატრი

ტარაგონას რომაული ამფითეატრი მეორე საუკუნით თარიღდება და საოცრად შემონახული ქვის ნაგებობაა, რომელიც ზღვას გადაჰყურებს. გლადიატორების ბრძოლის დროს ის 15000 მაყურებელს იტევდა. ტარაგონას ამფითეატრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, რომის ძველი იმპერიის ძლევამოსილების ანარეკლი.

პარტე ალტა, ღია ცის ქვეშ მუზეუმი

The Parte Alta – ეს ისტორიული უბანი ყველა კუთხეში ჯერ კიდევ რომაულ ანაბეჭდებს აირეკლავს. აქ ნახავთ ძველ რომაულ ფორუმს, რომელიც უდიდესია იტალიის საზღვრებს მიღმა, მეორე საუკუნის შთამბეჭდავ კედლებს და ცირკს. მის ცენტრში კი შუასაუკუნეების კათედრალია გოთიკური ხელოვნებით.

ცენტრალური ბაზარი

The Mercat Central – უზარმაზარი ცენტრალური ბაზარია, სადაც ახალ ჯანსაღ პროდუქტებს შეიძენთ. მის გარშემო კი ბევრ სხვა ნივთსაც დაათვალიერებთ. აქ ერთ დროს იმპერიის უდიდესი პორტი მდებარეობდა და თევზჭერის ტრადიცია 2 ათასწლეულს ითვლის. შესაბამისად, შეიძენთ დაა დაგემოვნებთ გემრიელ თევზეულსაც.

რამბლა ნოვა

La Rambla Nova – ეს მე-19 საუკუნის გამზირი 1 კილომეტრზეა გაჭიმული და მისი პანორამული ტერასები ზღვას და პორტს გადმოჰყურებენ და საოცარ საზღვაო ხედებს გვთავაზობენ. ერთ დროს ეს ადგილი მსხვილი სავაჭრო ჰაბი იყო. თანამედროვე შენობები კატალონური ისტორიის მორიგ გასაოცარ თავს გვიყვებიან.

საიმპერატორო სანაპიროები

ქალაქი გარშემორტყმულია 15 კმ სიგრძის სუფთა ქვიშიანი ნაპირებით. Miracle beach – ამფითეატრთან მდებარეობს და ანტიკური ატმოსფეროთი გამოირჩევა. Costa Daurada-ზე ფარული გამოქვაბულებია. ზოგიერთი მათგანი ხელმისაწვდომია მხოლოდ ფიჭვის ტყის გავლით.