თეთრი ქუჩებით, ლამაზი ფარული გამოქვაბულებით, ახალი ზღვის პროდუქტებით ცნობილი მონოპოლი საუკეთესოა პუგლიაში მოგზაურობისას. ეს არის ქალაქი, რომლის გამოკვლევაც მშვიდ რიტმში შეგიძლიათ. დაათვალიერეთ საყვარელი ნავსადგური და დაიკარგეთ ძველ უბანში, სადაც ყველა კუთხეში პატარა, მყუდრო ღვინის ბარია. ეს შთამბეჭდავი სანაპირო ქალაქი ბარიდან 1 საათის სავალ გზაზე მდებარეობს და იდეალურია ერთდღიანი მოგზაურობისთვის. მონოპოლში ნაკლები ტურისტი და მეტად ავთენტური ატმოსფეროა.
1. მონოპოლის ძველი უბნის მონახულება
მონოპოლს ლამაზი ცენტრალური ძველი უბანი (Centro Storico) აქვს , მომხიბვლელი ხეივნებით, რომლებსაც კათედრალამდე მივყავართ. მას რამდენიმე საათში დაათვალიერებთ. გაუყევით ვიწრო ქუჩებს, რომლებიც საუკუნეებია რაც დასახლებულია და დაათვალიერეთ ფერადი ყვავილებით მორთული აივნები, ბუტიკები და მოედნები.
2. ანტიკურ პორტში გავლა
ეს ფოტოგენური პორტი ტრადიციული ლურჯი სათევზაო ნავებით და თეთრი სახლებით, პიკნიკის მოსაწყობად იდეალური ადგილია. გემრიელი ყავისთვის გირჩევთ: Caffè Letterario-ს.
3. წამოწოლა კალა პორტა ვექიაზე
ნავსადგურის შემდეგ, მიიღეთ რელაქსაცია კალა პორტა ვექციაზე, მონოპოლის ციხესიმაგრის კედლების გასწვრივ. აქ ადგილობრივებიც და ტურისტებიც მზის აბაზანებით ტკბებიან. შეგიძლიათ იცურაოთ და მიეფიცხოთ მზეს რამდენიმე საათის მანძილზე.
4. პურგატორის ეკლესიის ხილვა
ეს უნიკალური ძეგლი ძველ ქალაქში მდებარეობს. პურტაგორის ეკლესია (Church of Purgatory) შესაძლოა ტიპურ იტალიურ ტაძარს წააგავდეს. მაგრამ მის შიგნით მუმიები და ჩონჩხებია გამოფენილი, არ დაფრთხეთ!
5. გასეირნება ლანგომარიზე
საღამოს, როგორც კი მზე ჩავა, გაეშურეთ ქალაქის ბულვარში, ლანგომარიზე. ისიამოვნეთ გრილი ნიავით და გახედეთ ქალაქის ისტორიულ ძეგლებს. სეირნობისას გზად შეგხვდებათ ნახევარკუნძულზე მდებარე კოშკურა და სან სალვატორეს ეკლესია, რომელიც მეკობრეებმა ზღვის კიდეზე ააგეს.
6. მონოპოლის კათედრალით დატკბობა
მონოპოლის მთავარი კათედრალი, სანტა მარიას ბაზილიკა ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. აუცილებლად მოინახულეთ მისი ინტერიერიც, შესვლა უფასოა.
7. ერთდღიანი ტურები
მონოპოლი მშვენიერი ქალაქია ერთდღიანი ექსკურსიების მოსაწყობად. მოინახულეთ მაგალითად: ალბერობელო და მისი უნიკალური სახლები, მატერა და მისი ანტიკური ძეგლები, ლოკოროტონდო და ოსტუნი “თეთრი ქალაქი”.
ივლისი და აგვისტო აქ ყველაზე პოპულარული, ცხელი და გადატვირთული თვეებია. მაისი, ივნისი, სექტემბერი და ოქტომბერი საკმაოდ სასიამოვნო პერიოდია: ამინდი თბილი, ხოლო ტურისტების რაოდენობა ნაკლები.