ინდუსტრიულ საპორტო ქალაქ ბარის ხშირად ჩაუვლიან ტურისტები, რომლებიც საბერძნეთში მიემგზავრებიან. იტალიის კიდევ ერთი უნიკალური შარმის მქონე ქალაქი ბარი, ორი ნაწილისგან შედგება: ფოტოგენური ძველი უბნისგან და ისტორიული ღირსშესანიშნაობებისგან. ჩვენ ამ ქალაქში გიდობას გაგიწევთ.
1. ბაზილიკა: San Nicola
ბარის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა სწორედ ეს ტაძარია. თუ მას ახლოდან დააკვირდებით, კედლებზე ბევრ დეტალს აღმოაჩენთ. ის მე-11/მე-12 საუკუნეებში აშენდა და რუმინული არქიტექტურის დიდ მიღწევას წარმოადგენდა.
მისამართი: Largo Abate Elia 13
2. ძველი ქალაქი: Bari Vecchia
წვრილი ქუჩები და ხეივნები ატმოსფერულ ლაბირინთს ქმნიან. აქ ადვილია დაკარგვა, თუმცა არეალი იმდენად პატარაა, რომ უკან, სან ნიკოლასთან დასაბრუნებელ გზას ადვილად იპოვნით. ძველ ქალაქში შესაძლოა შეგხვდნენ ქალები, რომლებიც ტრადიციულ ორეჩიეტეს ამზადებენ. მათი დაკვირვება საკმაოდ საინტერესოა: ისინი სხედან პატარა მაგიდებზე და მაკარონს სპეციალურ ფორმებს აძლევენ. შეგიძლიათ ეს ხემსი აქვე შეიძინოთ.
3. ტაძარი: San Sabino
სან ნიკოლას მსგავსი, არანაკლებ საინტერესო კათედრალი მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია. ინტერიერი თითქმის მთლიანადაა აღდგენილი და აქ წმინდანების ნეშტებსაც იხილავთ. ყველაზე გასაოცარი პალეო-ქრისტიანული მოზაიკის იატაკია, რომელზეც ყვავილები და ცხოველები არიან აღბეჭდილნი.
მისამართი: Piazza dell’Odegitria 1
4. ციხესიმაგრე: Castello
ეს ციხესიმაგრე ძველი ქალაქის ნაწილია. წარსულში ციხედ და სასახლედ არსებული დაწესებულება, დღეს უკვე მუზეუმია საინტერესო მუდმივი კოლექციებით.
მისამართი: Piazza Federico Di Svezia 2
5. ბულვარი: Lungomare Nazario Sauro
ბარის შესანიშნავი “ზღვისპირა ტერასა” აქვს, ძველი ნავსადგურით, სახელად პორტო ვექიო. მართალია, აქ გემები და ნავები დღის ნებისმიერ დროს ფერად-ფერადია, თუმცა დილით ადრე თუ მოხვალთ, დაინახავთ, როგორ მოაქვთ მეთევზეებს დაჭერილი თევზი ნაპირზე.
6. უბანი: Borgo Murattiano
ეს ბარის ბიზნეს და კომერციული ცენტრია, რომელიც ძველი ქალაქისგან გრძელი ქუჩით გამოიყოფა. აქ სწორ ქუჩებს ელეგანტური შენობები მიუყვება, რომელთა უმრავლესობა მე-19 საუკუნითაა დათარიღებული. აქ იხილავთ პომპეზურ მარგარიტას თეატრს, თავისუფლების მოედანს და ვენეციურ-გოთიკური სტილის ფიზაროტის სასახლეს. გაისეირნეთ საფეხმავლო სპარანოს ქუჩაზე, რომელსაც “შოპინგის ხეივნად” იცნობენ. მაღაზიების გარდა, აქ არტ ნუვოს სტილის მინკუზის სასახლე და სან ფერდინანდოს ეკლესიაა.
7. თეატრი: Petruzzelli
ეს გასაოცარი თეატრი იტალიაში სიდიდით მეოთხეა. ის 1903 წელს ოპერად და საკონცერტო დარბაზად გაიხსნა და დიდ შემსრულებლებს მასპინძლობდა. მათ შორის: ლუჩიანო პავაროტის, რეი ჩარლზს, ლაიზა მინელის და ფრენკ სინატრას. 1991 წელს პეტრუცელის თეატრი ხანძარმა გაანადგურა. რესტავრაციის შედეგად, ეცადნენ პირვანდელი სახე სრულად აღედგინათ. მას მართლაც ვერ შეატყობთ, რომ ორიგინალი შენობა აღარაა.
8. Piazza Mercantile & Piazza del Ferrarese
ამ ცნობილ პიაცებზე ბევრი ღია კაფე და სოციალური შეკრების ადგილია. აქედან მოსჩანს სანაპიროც და ზღვაც. მოინახულეთ ქალაქის უძველესი ტაძარი ვალისა და ანტიკური რომაული გზა.
9. ქალაქი: Altamura
ბარის სამხრეთით, პატარა ქალაქი ალტამურაა, გარშემორტყმული ძველი კედლებით. მთავარი ღირსშესანიშნაობა აქ ეკლესიაა. მართალია მხოლოდ ისიც კი ღირს აქ მოგზაურობად, თუმცა თავად ქალაქიც მშვენიერი ადგილია ქვაში გამოკვეთილი ქუჩებითა და თაღებით.
10. ნანგრევები: Egnazia
ანტიკური ქალაქი ეგნაზიაც ბარის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და ჩ.წ.-მდე მე-13 საუკუნით ტარიღდება. შთაბეჭდილების შესაქმნელად, დაიწყეთ მუზეუმით. არქეოლოგიური არეალი ქალაქისგან, ნეკროპოლისისგან და აკროპოლისისგან შედგება.
მისამართი: Strada Provinciale Savelletri Capitolo
11. არტ-გალერეა: Pinacoteca Provinciale
ეს თანამედროვე გალერეა წარმოგვიდგენს ხელოვნების ნიმუშებს მე-11 საუკუნიდან მე-19 საუკუნემდე. აქ იტალიელი მხატვრების ნახატებს შეხვდებით, მათ შორის ტინტორენტოს, პაოლო ვერონეზეს და ჯოვანი ბელინის.
მისამართი: Via Spalato 19, I-70100