კუენკა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი შუასაუკუნეების ქალაქი. მისი ქვაფენილიანი ქუჩების, მოედნების თუ ძველი სახლების წყალობით, კუენკა ანტიკური ქალაქის ხასიათს ინარჩუნებს. აქ ისტორიული მონიმენტები ყველა კუთხეში შემოგეგებებათ.

იხილეთ დაკიდული სახლები: Casas Colgadas

იუნესკოს ეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი კუენკაში ყველაზე ღირსშესანიშნავი და ცნობილი ადგილია. კლდეზე აშენებული სახლები აივნებით ხეობას გადაჰყურებენ. ერთ-ერთ სახლს “ქალთევზას სახლს” უწოდებენ.

ეწვიეთ ესპანეთის აბსტრაქტული ხელოვნების მუზეუმს

ეს მუზეუმი მე-15 საუკუნის სახლში მდებარეობს, რომელიც სრულად აღადგინეს. მუზეუმის კოლექციები ფოკუსირდება მხატვრობაზე და სკულპტურებზე მე-20 საუკუნიდან. აქ ესპანეთის თანამედროვე აბსტრაქტული ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი კოლექციებია თავმოყრილი. ღიაა ყოველდღე ორშაბათის გარდა.

სანტა მარია მეიორის კათედრალი

მე-12 და მე-13 საუკუნით დათარიღებული კუენკას შთამბეჭდავი კათედრალი ქალაქის მთავარ მოედანზე მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ფასადი განადგურდა და აღადგინეს, ინტერიერი სრულად შენარჩუნებულია.

დატკბით ხედებით სან პაბლოს ხიდიდან

კუენკას ყველაზე მნიშვნელოვან ძეგლებს შორისაა ეს ხიდი, რომელიც მე-16 საუკუნეში ააგეს მდინარე ჰუეკარზე. ის ძველ ქალაქთან გვაკავშირებს.

კარმელიტას მონასტერი: Convento de las Carmelitas Descalzas

ეს საყვარელი ბაროკოს მონასტერი მე-17 საუკუნეში მონაზვნების სახლი იყო. მას მთაზე აღმოაჩენთ, ხედებით იუნესკოს სიაში შესულ ჰუეკარის მდინარის ველზე. მუზეუმში 3000-ზე მეტი თანამედროვე ხელოვნების ნიმუში 30 სხვადასხვა ოთახშია განაწილებული. კოლექციები მოიცავენ მხატვრობას და სკულპტურებს. მათ შორის აბსტრაქტულ და პოპ არტ ხელოვნებას, ენდი უორჰოლს.

პალეონთოლოგიური მუზეუმი: Castilla-La Mancha (MUPA)

კუენკას პალეონთოლოგიური მუზეუმი კასტილას რეგიონში, ნამარხებში აღმოჩენილ საოცარ კოლექციებს გვთავაზობს. აქაური არტეფაქტები 255-დან 550 მილიონ წლამდე თარიღდება. მუზეუმის დინოზავრის გამოფენები ყველაზე პოპულარულია, განსაკუთრებით ბავშვებში. ვიზიტორები იხილავენ ბევრნაირი ზომის დინოზავრის მოდელებს და მათ ეკოსისტემებზე მიიღებენ ინფორმაციას. მუზეუმთან მდებარეობს პალეონთოლოგიური პარკიც.

კუენკას არქეოლოგიის მუზეუმი

კუენკას მუზეუმი იმ ტურისტებს დააინტერესებთ, რომლებსაც რომაული ეპოქის არქეოლოგია ხიბლავთ. კოლექციების მთავარი სიმბოლოა მარმარილოს კეისრის ქანდაკება. არტეფაქტების უმრავლესობა სეგობრიგაში აღმოაჩინეს, ანტიკრუი თეატრის, ამფითეატრის, ბაზილიკის და თერმული აბანოების ადგილას. მუზეუმი ღიაა ყოველდღე ორშაბათის გარდა.

სანტა დე კუენკას მუზეუმი: Museo de la Semana Santa de Cuenca

ყოველწლიურად, კუენკაში აღდგომის დღესასწაული განსაკუთრებით აღინიშნება. ამ დროს აქ ტარდება ფესტივალი რელიგიური პერფორმანსებით, მუსიკით, აღლუმით და აშ. თუ აქ აღდგომის დროს არ მოხვდებით, ესტუმრეთ მის მუზეუმს, სადაც ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ და ნახავთ ამ ტრადიციაზე.

კასტილა-ლა-მანჩას მუზეუმი: Museo de las Ciencias de Castilla-La Mancha

ეს ბავშვების საყვარელი მიმართულებაა. ამ მუზეუმში სამყაროს მისტიკას გაეცნობით. ის წარმოგვიდგენს მეცნიერების მიღწევებს გეოლოგიის, მეტეოროლოგიის, ამინდის და კლიმატის მიმართულებით.