რა ვნახოთ

მონეს ბაღები ჟივერნში, საფრანგეთში

ბევრი ადამიანი სტუმრობს მუზეუმებს ბრწყინვალე ხელოვნების ნიმუშების სანახავად, მაგრამ კლოდ მონეს ბაღები ჟივერნიში, ცოცხალი ხელოვნებაა. მონეს ტილოზე შესრულებული ნამუშევრები აქ თითქოს რეალობაში გადმოდის. ბაღები ინსპირირებულია ოსტატი იმპრესიონისტის მიერ, განსაკუთრებით “წყლის ლილიების” და იაპონური ხიდების სერიებით, რომლებიც 1800-1900 წლებშია შექმნილი. ყოველწლიურად ამ სოფელს ნორმანდიაში მილიონობით ვიზიტორი სტუმრობს. აქ მონე 43 წლის მანძილზე ცხოვრობდა.

ბაღი ორ ნაწილად იყოფა: კლოს ნორმანდის ყვავილების ბაღად და წყლის ბაღად, სადაც იხილავთ საკულტო იაპონურ ხიდს და წყლის ლილიებს.

ეწვიეთ ასევე მონეს სახლს, რომელიც სავსეა იმ ავეჯით და ხელოვნების ნიმუშებით, რომელიც მხატვარს ეკუთვნოდა. სახლი გრძელი და ვიწროა და წარმოგიდგენთ მონეს სტუდიოსაც, აპარტამენტის ზემოთ. აქ რამდენიმე საძინებელია მისი შვილებისა და შვილობილებისთვის. მოინახულეთ ცისფერი ოთახი, სადაც ბავშვები თამაშობდნენ, ყვითელი სასადილო სივრცე იაპონური პრინტებით და სამზარეულო.

იმისათვის, რომ რიგს თავი აარიდოთ, შეიძინეთ ბილეთები ონლაინ. გიდის ტურები სრულდება ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე.

აღსანიშნავია, რომ იაპონიაში, კიტაგავას სოფელში ჟივერნის ბაღების რეპლიკა არსებობს, სადაც ასევე იხილავთ ყვავილების და წყლის ბაღებს. ივლისიდან ოქტომბრამდე თუ ეწვევით, წყლის ლილიებსაც მოინახულებთ, ასევე პატარა ბაღს, რომელიც შთაგონებულია მონეს ექსპედიციით ხმელთაშუაზღვის რეგიონში.

მონეს მხატვრობა მთელ მსოფლიოშია მიმოფანტული, თუმცა თუ მარმოტანის მონეს მუზეუმს (Marmottan Monet) ეწვევით პარიზში, მხატვრის 300-ზე მეტ ნამუშევარს იხილავთ. აქ მსოფლიოს ყველაზე დიდი კოლექცია ინახება და სხვა იმპრესიონისტი მხატვრებიც არიან წარმოდგენილი. ასევე, პარიზში გირჩევთ ორსეს მუზემს, ორანჟერეის მუზეუმს და პატარა პალეს სახლს (Le Petit Palais house) მონეს ნამუშევრებით.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

საფრანგეთისაფრანგეთი
საფრანგეთი16 ოქტ 2026

რა ადგილები უნდა მოვინახულოთ საფრანგეთის ატლანტის სანაპიროზე

ისტორიული ნავსადგურებით, მშვიდი კუნძულებით, სერფინგის ნაპირებით და საოცარი ზღვის პროდუქტებით გამორჩეული ფრანგული ატლანტიკის სანაპირო ნამდვილად საინტერესო მოგზაურობას…

საფრანგეთისაფრანგეთი
საფრანგეთი16 აგვ 2026

7 საუკეთესო ადგილი ცენტრალურ საფრანგეთში

ბურჟი, ობინი-სიურ-ნერი, ობუსონი, მულენი და ბურკ-ან-ბრესი: 7 ქალაქი ცენტრალურ საფრანგეთში გოთიკით, გობელენებით და ისტორიით.

საფრანგეთისაფრანგეთი
საფრანგეთი6 ივლ 2026

ტოპ აქტივობები ლანგედოკ-რუსილონში, საფრანგეთში

რა გავაკეთოთ ლანგედოკ-რუსილონში: კარკასონე, სეტეს ყურეები, მონსეგიურის ციხესიმაგრე, სევენის ორთქლმავალი მატარებელი და ბამბუკების ბაღი.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე