მეკნესს ხშირად არ აქცევენ ყურადღებას, არადა ის მაროკოს ოთხ საიმპერატორო ქალაქს შორის ერთ-ერთია. მისი მონახულება ნამდვილად ღირს მისი შარმის, ავთენტურობის, არქიტექტურული მემკვიდრეობის და საოცარი ისტორიის გამო. ქალაქის ისტორია დაიწყო როგორც მარტივი ციხესიმაგრე-ქალაქის, რომელიც მოგვიანებით ალმორავიდის და საადის დინასტიების მფლობელობის ქვეშ მოექცა.
მეკნესი განსაკუთრებით განვითარდა სულთან მულაი ისმაილის მმართველობისას, როცა აქ მონუმენტური შენობები ააგეს, შთაგონებული ვერსალის სასახლით. მან ააგო კარიბჭეები, სასახლეები და ბაღები, რითიც მეკნესი აღორძინდა. სულთანის სიკვდილის შემდეგ, მეკნესმა დედაქალაქის სტატუსი ფესსა და მარაკეშს გადაულოცა. თუმცა, გასაოცარი ისტორიის და მემკვიდრეობის გამო ის იუნესკოს სიაშია შეყვანილი.
რატომაა მეკნესი იდეალური დასასვენებელი მიმართულება მაროკოში? იმიტომ რომ, მარაქეშისა და ფეზისგან განსხვავებით, ის ნაკლებადაა დატვირთული. უფრო მშვიდი და ავთენტურია და მის ისტორიულ საოცრებებს ტურისტების გარეშე დაათვალიერებთ.
როგორც ხედავთ, მეკნესში ვიზიტით მოიხიბლებიან ისტორიის და არქიტექტურის მოყვარულები. აქ ნახავთ: მეკნესის მედინას, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს, ვიწრო ქუჩების ლაბირინთს, მეჩეთებს, ძველ სახლებს, კოლოსალურ კარიბჭეს (Bab Mansour al-’Alj), ისმაილის მავზოლეუმს, ტრადიციული მაროკოული ხელოვნების მუზეუმს (The Dar Jamai museum) ანდალუსიური ბაღებით.
როდის უნდა ეწვიოთ მეკნესს? მეკნესი ხმელთაშუაზღვიური კლიმატით გამოირჩევა, თბილი ზაფხულებით და ზამთრებით. გაზაფხული და შემოდგომა ალბათ საუკეთესო იქნება აქ მოგზაურობის დასაგეგმად. შენი მეგზური აქ საუკეთესო ტურს დაგიგეგმავთ:
თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო
✆ 514 807 807 – თეონა
✆ 514 895 895 – სოფი